„ძალიან პრიმიტიული კომბინაცია გათამაშდა - ობრაიენს ეძლევა შესაძლებლობა ქართულ საზოგადოებას ირიბად მიმართოს - აბა, როგორი აგენტია ზურაბიშვილი, რომელიც ჩვენს ერთ ნათქვამსაც არ იზიარებსო“

„ძალიან პრიმიტიული კომბინაცია გათამაშდა - ობრაიენს ეძლევა შესაძლებლობა ქართულ საზოგადოებას ირიბად მიმართოს - აბა, როგორი აგენტია ზურაბიშვილი, რომელიც ჩვენს ერთ ნათქვამსაც არ იზიარებსო“

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „გამჭვირვალობის კანონზე“ ვეტოს დადებით, პოლიტიკური ბურთი „ქართული ოცნების“ მხარეს გადააგდო და გადაწყვეტილების საბოლოო ვალდებულება მასზე სასწრაფო წესით გადაიტანა. ზურაბიშვილმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რომ 14 დღის ვადაში დაეწერა მოტივირებული შენიშვნები, რატომ არ ეთანხმებოდა ამ კანონს და წარმოედგინა ახალი კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტს გადაუგზავნიდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ზურაბიშვილს ერთი სიტყვაც არ შეუსწორებია. მათი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი თავიდან ბოლომდე იმეორებს არსებულ კანონს და პრეზიდენტს სამართლებრივი შენიშვნები არ გააჩნია. სულ ბოლოს, მხოლოდ ერთი წინადადებაა დამატებული, რომ „ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე“, - მეტი სამართლებრივი შეფასება ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვერ მისცა.

საქართველოს პრეიზდენტის მიერ კანონზე დადებული ვეტოს დოკუმენტს მისი წერილი ახლავს, სადაც ის ასაბუთებს, რატომ არ უნდა მოხდეს ამ კანონის ამოქმედება.

„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მეორე დღესვე და წარმოგიდნეთ შესაბამის კანონპროექტს“, - წერია ვეტოს დოკუმენტში.

ახლა მმართველმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, დაძლიოს ვეტო თუ არა, რომლის სრული შესაძლებლობა აქვს, თუ უბრალოდ, ვეტო საერთოდ არ შეიმჩნიოს, ის თაროზე შემოდოს და როცა საჭიროდ ჩათვლის, მაშინ დაძლიოს.

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ ვეტოს დაძლევის დრო გაწერილი არ არის. თუ ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს „ოცნება“, საქართველოს ისტრიაში ეს იქნება პირველი შემთხევა, როცა კანონი ყველაზე მცირე დროით იმუშავებს. ერთი დღით - სწორედ 24-საათიანი მოქმედების ვადა განუსაზღვრა პრეზიდენტმა კანონს. ამოქმედებიდან ერთ დღეში ის ძალადაკარგულად გამოცხადდება.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნებას“ აქვს იმის რესურსი, რომ ვეტო დაძლიოს და ის დაჩქარებული წესით მიიღოს. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ დაჩქარებული წესით, შაბათ დღეს კანონს ვეტო დაადო, რომელშიც მხოლოდ ერთი შესწორების მეტი ვერაფერი შეიტანო პრეზიდენტმა, პოლიტიკური კრახია.

„მიუხედავად იმისა რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განაცხადა, რომ შესაძლოა კონსტრუქციული შენიშვნები იქნას გაზიარებული ხელისუფლების მიერ და კანონში ჩასწორება მოხდეს, პრეზიდენტმა ვერაფერი ნახა ისეთი ამ კანონში, რაც მხარეებს კონსენსუსამდე მიიყვანდა. აქ არის ძალიან საინტერესო ქმედება, რომლის გაშიფვრაც ყველაზე საინტერესოა. 6-გვერდიან კანონში რომ შესწორება მომხდარიყო და რაიმე აზრიანი შენიშვნები დაეწერა, ამისთვის კვალიფიციური იურისტი ვერ მოძებენს.

მეორე - ჩემი აზრით, ძალიან პრიმიტიული კომბინაცია გათამაშდა, როდესაც ჯიმ ობრაიენს ეძლევა შესაძლებლობა ქართულ საზოგადოებას ირიბად მიმართოს და თქვას, რომ აბა, როგორი აგენტია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჩვენს ერთ ნათქვამსაც არ იზიარებს. ვითომ და დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს და არავის აზრს არ ითვალისწინებს. ეს არის მინიშნება იმაზე, რომ თქითოს ამ ჭიდლში და ამბავში ზურაბიშვილი, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, ისე გაიზარდა. ვითომ დამოუკიდებელია ამერიკისგანაც და გადაწყვეტილებებს თავად იღებს. ეს იმდენად ჩანს, რომ ამაზე, უბრალოდ, შეგვიძლია გავიღიმოთ. ეს არის ამერიკის მხრიდან ზურაბიშვილისთვის ფორას მიცემა, როგორც ვითომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსისთვის“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ბრალდებას, რომ ზურაბიშვილი აგენტოკრატიის წარმომადგენელია, ვითომ ამ გადაწყვეტილებით აბათილებს. ქართველიშვილი ამბობს, რომ ამით ზურაბიშვილი ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხს ზრდის, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ბევრ რამეს მიხვდა.

„წარმოიდგინეთ, პოლიტიკური ფსიქიატრიის ცენტრში „ვივამედში“ უცხო ქვეყნის მოქალაქე თურმე უკვე ასრულებს ახალი მომავალი მთავრობის ჩამოყალიბებას. რამდენადაც ვიცი, ჯერ ჯანდაცვის მინისტრზე ჩამოყალიბებულები არ არიან. ანუ „ვივამედის“ კლინიკაში, რომელიც პოლიტიკური შიზოფრეენიის ცენტრად იქცა, წინასაარჩევნო მზადება მიდის. სააკაშვილმა მთავრობა უკვე ჩამოაყალიბა, მაგრამ მის დამტკიცებას ხომ პარლამენტი სჭირდება, რომელიც ხალხმა უნდა აირჩიოს!

ამიტომ არ მგონია, რომ ეს ბიპოლარული აშლილობა, ამათ რამეში დაეხმაროს. ერთი მხრივ ხელს უშლიდე არჩევნების ჩატარებას და მეორე მხრივ მინისტრთა კაბინეტს აყალიბებდე, ეს ცალკე ფსიქიატრების შესასწავლია. არ მგონია, ამხელა ხარჯები, რომელიც ამ ერთი თვის განმავლობაში დამფინანსებლებმა გაიღეს, კმაყოფილები იყვნენ შედეგებით. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს, რას იზამენ და როგორ გაგრძელდება მათი სასოწარკვეთილი ქმედებები“, - ამბობს ქართველიშვილი.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ პრეზიდენტი, რომელიც ვეტოს დადების დროს მოტივირებულ შენიშვნებს არ წარმოადგენს, ეს არის ნონსენსი. ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ მას პირველად მიეცა შანსი მოტივირებულად აეხსნა, რა არ მოსწონდა ამ კანონში, რაც არ გააკეთა.

„პრეზიდენტს აქვს მხოლოდ ერთ შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენის უფლება, როდესაც ის ადებს ვეტოს. მას ახლა ჰქონდა შანსი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გადაეგზავნა პარლამენტისთვის, რაც არ გამოიყენა. ჩვენი პრეზიდენტი უკვე მე-6 წელია ნერვიულობს, მას რატომ არა აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და ამაზე ძალიან ბევრს ფილოსოფოსობს. თუმცა, საკმარისია, მას ამის უფლება მიეცეს, ის ამაზე უარს ამბობს. მან ადრეც გააკეთა მსგავსი რამ, როცა კარვების კანონზე თქვა, რომ ვეტოს პოლიტიკური მოტივით ვადებო.

პრეზიდენტის მხრიდან ასეთი არაადეკვატურობის მსგავსი პრეცედენტი არ მგონია მსოფლიოში კიდევ იყოს. ერთი მხრივ, ზურაბიშვილი ამით წარმოაჩენს ძალიან დიდ დილეტანტობას. პრეზიდენტის ფუნქციაზე და საკანონმდებლო ინიციატივაზე უარის თქმით, მან არ გამოიყენა შანსი, რომ ხალხისთვის აეხსნა გასაგებად, რას უწუნებდა ამ კანონს. მეორე არის, როდესაც ეს ქალბატონი გვიმტკიცებს, რომ საქართველოში ევროპული რეკომენდაციების და განწყობების მთავარი გამზიარებელია, რაც აღმოჩნდა რომ ტყუილია. ჩვენ ვნახეთ ობრაიენის განცხადება, ასევე ცნობილია, რომ მას შარლ მიშელიც ტელეფონით ესუბრა. მიუხედავად ამისა, მან მაინც ვეტოს გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ მოტვირებული შენიშვნები არ წარმოადგინა“, - ამბობს ახვლედიანი.