„ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელშიც ბრალს პირდაპირ ვდებ გვარამიას, დეკანოიძეს და სხვებს. ხაბეიშვილს ერთხელ წამოსცდა კიდეც, თქვენ ნახავთ, რა დაგემართებათ სულ მოკლე ხანშიო“

„ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელშიც ბრალს პირდაპირ ვდებ გვარამიას, დეკანოიძეს და სხვებს. ხაბეიშვილს ერთხელ წამოსცდა კიდეც, თქვენ ნახავთ, რა დაგემართებათ სულ მოკლე ხანშიო“

ზოგიერთ გულუბრყვილოს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციები გულანთებული ბავშვების მიერ მოწყობილი ჰგონია, რომლებიც თურმე „ნაცებს“ და პოლიტიკოსებს არ იკარებენ და სიტყვის თქმის უფლებასაც არ აძლევენ.

უფრო მეტიც, ასეთი აზრიც გაგვიგონია, რომ იმდენად ჭკვიანი თაობა მოდის, რომ ისინი არაფრით არ დაუშვებენ ხელისუფლებაში „ნაცების“ დაბრუნებას. თუმცა ასეთი აზრების მფრქვეველთ ავიწყდებათ, რომ „ნაცები“ ხელისუფლებაში მოსვლას არც არავის დაეკითხებიან და არც არავის მიპატიჟებას არ დაელოდებიან, ყველას დაუკითხავად თვითონვე მოექცევიან პოლიტიკის სათავეში, როგორც ეს ერთხელ უკვე გაუკეთებიათ.

„არ შეიძლება ამხელა აქციის ორგანიზატორები იმალებოდნენ“, - ამბობს იაგო ხვიჩია. მისი თქმით, ყველა პოლიტიკური პარტია დგას ამ აქციაზე, სხვადასხვა ფორმით. თუმცა ერთადერთი, ვინც ამას აღიარებს და არც საკუთარი ლოგოს გამოჩენა არ უტყდება, მხოლოდ „გირჩია“.

„რამდენი ხანია, ვეძებ აქციის ორგანიზატორებს, არც ერთი რომ არ გამოჩნდა, ვაგინე, მაგრამ მაინც არ გამოჩნდნენ, ეს არის სამარცხვინო ამბავი. არ არის არაფერი დაფარული სუსისგან. თუ რამეს ვფარავთ, ვფარავთ მოქალაქეებისგან“, - ამბობს იაგო ხვიჩია.

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ამ აქციების ორგანიზატორი და დამფინანსებელი „ნაცმოძრაობაა“ და „ნაცები“ დემონსტრანტებს ინფრასტრუქტურითაც ეხმარებიან.

იმ აზრს, რომ აქციებს „ნაცმოძრაობა“ დირიჟორობს, ადასტურებს „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მას სცენაზე ასვლისა და სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს იმ მოტივით, თითქოს მიტინგზე პოლიტიკოსთა გამოსვლა არ შეიძლებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ „ნაცებისა“ და „ლელოსთვის“ სიტყვით გამოსვლა დასაშვები იყო და, თუ სხვა რომელიმე პარტიის პოლიტიკოსს სიტყვით გამოსვლა უნდოდა, „ლელოსა“ და „ნაცებთან“ უნდა დამდგარიყო.

 „ნაცები“ და „ლელო“ რომ იდგნენ, იმათ გვერდით უნდა დადგეო და მე იმათთან რა კავშირში ვარ?“ - აინტერესებს „გირჩელ“ სანდრო რაქვიაშვილს.

ეს აქციები თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული რომ არის, ამაში დარწმუნებულია ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ამბობს, რომ აქციების პოლიტიზებას ამტკიცებს თუნდაც ერთი ფაქტი, როდესაც იქ სიტყვა გაჟღერდა - „ტექნიკური მთავრობა“. ედიშერ გვენეტაძის თქმით, ტექნიკური მთავრობის მესიჯი აქციის მონაწილეებს მიშა სააკაშვილმა გაუგზავნა. ამიტომ ვინც ამ აქციებს ახალგაზრდობის მიერ მოწყობილ გულწრფელ პროტესტად ნათლავს, ან ბრიყვები არიან, ან დახვეწილი ნაძირლები.

აქციების პოლიტიზებას ედიშერ გვენეტაძე კიდევ ერთი არგუმენტითაც ასაბუთებს. კერძოდ, ამ ვითომ გულუბრყვილო ახალგაზრდების მიერ საპროტესტო აქციების დაწყება დროში საეჭვოდ დაემთხვა ერევანში გამართულ საპროტესტო აქციებს.

„საინტერესოა, ეს აქციები რატომ დაემთხვა ერევანში აქციების დაწყებას, ასევე, უცხოელი სტუმრების ჩამოსვლას და ჩვენი რელიგიის ლანძღვას?! ამას დაემთხვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჩამოსვლა საქართველოში. განა ეჭვი შეგვიძლია შეგვეპაროს იმაში, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო?! საბედნიეროდ, ჩვენი სახელმწიფო ამას ძალიან კარგად მომზადებული დაუხვდა. იმედია, ასე გავაგრძელებთ. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელშიც ბრალს პირდაპირ ვდებ გვარამიას, დეკანოიძეს და სხვებს. ხაბეიშვილს ერთხელ წამოსცდა კიდეც, თქვენ ნახავთ, რა დაგემართებათ სულ მოკლე ხანშიო. სხვათა შორის, შარშანაც ასეთივე განცხადება გააკეთა ხაბეიშვილმა. ჯერ კიდევ თებერვალში მან თქვა, სულ მოკლე ხანში თქვენი აღსასრული იქნებაო. უფრო ადრე ჭიჭიკო ვაშაძე ჩამოვიდა ამერიკიდან და დაემუქრა ხელისუფლებას, ამერიკაში გადაწყვეტილია, საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. თვითონვე ლაპარაკობენ ამას. ფაქტობრივად, ბანკირებს აფინანსებინებენ ამ პროცესს, ბანკირებს უნდათ რევოლუცია, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს. იმდენად ბრიყვია ხაზარაძე, მიკვირს ამისთანა ბრიყვებმა ფულები როგორ იშოვეს საბჭოთა კავშირის დროს. ფაქტობრივად, იმ პერიოდში იმდენად დიდი ანარქია იყო, ასეთი „ბიზნესმენები“ კრეფდნენ ქუჩაში დაყრილ ფულს და იყრიდნენ ჯიბეში. ამ ადამიანებმა საკუთარი დამკვეთი პატრონები ჩაუშვეს და თქვეს, ჩვენ მზად ვართ სისხლიანი გადატრიალებისთვისო. რატომ უნდათ გადატრიალება? იმიტომ, რომ იციან, არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოდიან“, - გვითხრა ედიშერ გვენეტაძემ.