ძალიან გახარებულები ვართ. დღეს ვიხილეთ სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანი, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, სხვადასხვა ეროვნებისაც. ოჯახი არის ის ფასეულობა, რომლის ირგვლივაც უნდა გაერთიანდეს საზოგადოება, - ამის შესახებ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობასთან დაკავშირებით „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ძალიან გახარებულები ვართ. დღეს ვიხილეთ სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანი, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, სხვადასხვა ეროვნებისაც. ოჯახი არის ის ფასეულობა, რომლის ირგვლივაც უნდა გაერთიანდეს საზოგადოება. დღეს რაღაცნაირად რთულია იპოვო თემა, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას. ოჯახი არის მთავარი ფასეულობა, რომელმაც შეიძლება შეკრას ერი და ერთმანეთთან სალაპარაკოდ დასვას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი იყო, ყურადღებას გავამახვილებ იმ სიტყვაზე, რაც მეუფე შიომ ბრძანა, ბევრი თემაა, რომელიც დაპირისპირებას იწვევს და ეს ძალიან ცუდია. ეკლესია ყოველთვის ცდილობს, საზოგადოებაში ერთიანი თემები არსებობდეს“, - აღნიშნა დეკანოზმა.