შალვა პაპუაშვილი: 26 ოქტომბერს ეს არჩევანი ექნება ქართველ ხალხს - გვინდა საქართველო თუ გვინდა სხვა ჯგუფებიდან მართული ტერიტორიული ერთეული

შალვა პაპუაშვილი: 26 ოქტომბერს ეს არჩევანი ექნება ქართველ ხალხს - გვინდა საქართველო თუ გვინდა სხვა ჯგუფებიდან მართული ტერიტორიული ერთეული

26 ოქტომბერს ეს არჩევანი ექნება ქართველ ხალხს - ჩვენ გვინდა საქართველო თუ ჩვენ გვინდა სხვა ჯგუფებიდან მართული ტერიტორიული ერთეული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ კერპებად გაიხადეს სხვისი დროშები და მას აფრიალებენ, სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები და მათ ტაშს უკრავენ.

„არჩევნები გადაწყვეტს, რომ ქართველი ხალხი დგას საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე. არჩევანი იქნება: გვინდა გვქონდეს საქართველო, გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც ჩვენი ხალხისგან არის მანდატით მონიჭებული ჩვენთვის თუ ჩვენ გვინდა ვასალი პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში არა ხალხის ინტერესით იმოქმედებენ, არამედ დაელოდებიან რას ეტყვის მათ სხვადასხვა ჯგუფი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ და ამ დაკვეთის მიხედვით იმოქმედებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.