"პუ­ტი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე გა­დამ­წყ­ვე­ტი შე­ტე­ვის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა"

უ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში უკ­ვე უწო­დეს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი შან­ტა­ჟის­ტი. და­სავ­ლელი ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, პუ­ტინ­მა ჯერ სომ­ხეთს გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბა (­სა­ვა­რა­უ­დოდ, ყა­რა­ბა­ღის თე­მით და­შან­ტა­ჟე­ბით) და ის სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა­ზე და­ი­თან­ხ­მა. შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯან­საც მი­ად­გა და სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე­ვე ყა­რა­ბა­ღის თე­მით მო­ა­ხერ­ხა ის, რომ ოფი­ცი­ა­ლურ­მა ბა­ქომ გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა ევ­რო­კავ­ში­რის­გან. შემ­დეგ კი იყო უკ­რა­ი­ნა - რაც მოჰ­ყ­ვა იმას, რომ პუ­ტი­ნის შან­ტაჟს აყო­ლილ­მა უკ­რა­ი­ნამ უარი გა­ნაცხა­და ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე, ყვე­ლა­ნი კარ­გად ვხე­დავთ. 

სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2015 წელს გა­ა­ფორ­მებს. შე­სა­ბა­მი­სად, ექ­ს­პერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პუ­ტინს სა­ქარ­თ­ვე­ლო უკ­ვე მიზანში ჰყავს ამო­ღე­ბუ­ლი, გა­დამ­წყ­ვე­ტი შე­ტე­ვის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი შან­ტა­ჟით თუ სხვა გზე­ბით ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­საც მო­უს­პოს. რა ბერ­კე­ტებს გა­მო­ი­ყე­ნებს პუ­ტი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პულ გზა­ზე ბა­რი­ე­რე­ბის შექ­მ­ნის­თ­ვის, ამის შე­სა­ხებ აზ­რის გა­მოთ­ქ­მა ექ­ს­პერ­ტებს ვთხო­ვეთ. 

ეკო­ნო­მი­კის ექ­ს­პერ­ტი პაატა შე­შე­ლი­ძე: - რუ­სეთ­მა შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან შე­სულ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ას, ხილ-ბოს­ტ­ნე­ულს, ღვი­ნოს - ემ­ბარ­გო და­უ­წე­სოს, მაგ­რამ ეს ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ზე, ბა­ზარ­ზე დიდ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს - ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს პრო­დუქ­ცია რუ­სეთ­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით შე­დის. სა­ქარ­თ­ვე­ლო ეკო­ნო­მი­კურ-ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით რუ­სეთს ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლია, არც ენერ­გოს­ფე­რო­ში შეგ­ვექ­მ­ნე­ბა პრობ­ლე­მა, არა მგო­ნია, მოს­კოვ­მა, პუ­ტინ­მა და­ი­ყო­ლი­ოს ოფიციალური ბა­ქო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ზი გა­უძ­ვი­როს, რად­გან აზერბაიჯანი ძალ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ზე. გა­ზის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ­მა სა­შუ­ა­ლე­ბამ. ე.წ. შელ­ფურ­მა გაზ­მა მსოფ­ლიო ენერ­გო­პო­ლი­ტი­კის სუ­რა­თი შეც­ვა­ლა. მოს­კო­ვი ზე­წო­ლის ინ­ს­ტ­რუ­მენტს კარ­გავს, ხვდე­ბა, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლით ხე­ი­რი არ არის და შე­იძ­ლე­ბა ღია აგ­რე­სი­ა­ზე გად­მო­ვი­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა თუ უკ­რა­ი­ნის მი­მართ. კი­ევ­მა ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო არა ეკო­ნო­მი­კუ­რი, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რის გა­მო - რო­გორც ჩანს, რუ­სე­თი ქვეყ­ნის ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფით, და­ქუც­მა­ცე­ბით და­ე­მუქ­რა, სა­ქარ­თ­ვე­ლოც შე­იძ­ლე­ბა ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მუ­ქა­რის, შან­ტა­ჟის მსხვერ­პ­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს. ამი­ტომ აქ­ცენ­ტე­ბი სწო­რად უნ­და დავ­ს­ვათ - მთა­ვა­რია, არა ის, ღვი­ნო­სა თუ მან­და­რინს ბა­ზა­რი არ გა­და­უ­კე­ტონ, არა­მედ, ბომ­ბე­ბი არ დაგ­ვა­ყა­რონ. ამი­სათ­ვის, შე­საძ­ლოა, გარ­კ­ვე­უ­ლი ფა­სის გა­დახ­და მოგ­ვი­წი­ოს, მაგ­რამ გა­ნა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ფა­სის გა­დახ­და არ ღირს? შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ფა­სი და­ვა­დოთ?

ნიკა ჩი­ტა­ძე (პოლიტოლოგი): - რუ­სე­თის მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ზო­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვეს - სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის, საზღ­ვ­რის გად­მო­წე­ვა, მავ­თულხ­ლარ­თე­ბის გაბ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბა - ანუ რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა ძა­ლის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას. ასე­ვე არ არის გა­მო­რიცხუ­ლი კი­ბერ-შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რ­ცე­ზე, სა­მიზ­ნედ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს ქარ­თუ­ლი, მათ შო­რის, სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის ვებგვერ­დე­ბი... პირ­და­პი­რი სამ­ხედ­რო აგ­რე­სია ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რუ­სეთს დღეს სუ­ვე­რე­ნულ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში შე­მოჭ­რის ბერ­კე­ტი არა აქვს, მაგ­რამ ჩე­მი აზ­რით, სა­ხელ­მ­წი­ფოს და­სუს­ტე­ბის მიზ­ნით გარ­კ­ვე­უ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი და დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მათ შო­რის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვეს. შე­საძ­ლოა, მოს­კო­ვი ში­და­პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­შიც უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­რი­ოს, - მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მოს­კო­ვის მი­ერ იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფა­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, ცხოვ­რე­ბის წე­სის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მო­დი­ან, მოს­კო­ვი შე­ეც­დე­ბა პრო­ცეს­ში იმ წრე­ე­ბის ჩარ­თ­ვას, რომ­ლე­ბიც ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამას და­ე­მა­ტე­ბა იმ პრო­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც არ­ც­თუ მცი­რე­რიცხო­ვან­ნი არი­ან.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, პირ­ველ რიგ­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა უნ­და გა­ნა­ვი­თა­როს, შე­ას­რუ­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ასო­ცი­რე­ბუ­ლი შე­თან­ხ­მე­ბის პა­რა­ფი­რე­ბი­სას და­ე­კის­რა და ამით და­უმ­ტ­კი­ცოს ევ­რო­პას, რომ მას პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე ჰყავს და იმ­სა­ხუ­რებს იმას, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, მათ შო­რის, რუ­სეთ­თან ურ­თ­ი­ერ­თო­ბა­ში და­სავ­ლეთ­მა მე­ტი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს, მოს­კო­ვის ზე­წო­ლის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად კონ­კ­რე­ტუ­ლი ბერ­კე­ტე­ბი აამოქ­მე­დოს.

"ვერ გა­ვუ­ძე­ლით"
ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტის და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტის მრჩევ­ლის, იოვი­ტა ნე­ლი­უპ­შე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტ­მა ვიქ­ტორ იანუ­კო­ვიჩ­მა თა­ვის ლიტ­ველ კო­ლე­გას პირ­და­პირ უთხ­რა, რომ პუ­ტი­ნი მას აშან­ტა­ჟებ­და. კერ­ძოდ, იანუ­კო­ვი­ჩის თქმით, პუ­ტი­ნი და­ი­მუქ­რა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნი­დან რუ­სეთ­ში პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორტს შეზღუ­დავ­და, რაც ქვე­ყა­ნას მი­ლი­არ­დო­ბით ზა­რალს მო­უ­ტან­და. უკ­რა­ი­ნამ შან­ტაჟს ვერ გა­უძ­ლო.

"აქე­დან არ წა­ვალთ"
ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი: "ამი­ერ­კავ­კა­სი­ი­დან რუ­სე­თი წას­ვ­ლას არა­სო­დეს აპი­რებ­და. პი­რი­ქით, ჩვენ ვა­პი­რებთ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი გაძ­ლი­ერ­დე­ბა ყვე­ლა­ფერ იმა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, რაც ჩვენ ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა დაგ­ვი­ტო­ვეს".

"პუ­ტინ გო ჰო­მე"!
სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ვი­ზიტი გა­აპ­რო­ტეს­ტეს. ერე­ვან­ში მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი აქ­ცია გა­ი­მარ­თა. რო­მელ­ზეც ე.წ. სა­ბა­ჟო კავ­შირ­ში სომ­ხე­თის შე­საძ­ლო გა­წევ­რე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პუ­ტი­ნის ვი­ზი­ტი სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რებ­დ­ნენ:: "სერ­ჟიკ-გამ­ყიდ­ვე­ლი"! "სერ­ჟიკ, წა­დი"! "წა­დი შენს პუ­ტინ­თან"! "პუ­ტინ გო ჰო­მე"! "სომ­ხე­თი პუ­ტი­ნის გა­რე­შე"! "შტოპ, ღუს­სია"!