„ეჭვი მაქვს ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად ან მიტაცებულად გამოაცხადებს, რაც ხელახლა პროტესტს გამოიწვევს - ამის რეპეტიცია მათდაუნებურად ახლა გაიარეს“

„ეჭვი მაქვს ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად ან მიტაცებულად გამოაცხადებს, რაც ხელახლა პროტესტს გამოიწვევს - ამის რეპეტიცია მათდაუნებურად ახლა გაიარეს“

სალომე ზურაბიშვილი CNN-თან ინტერვიუში აცახდებს, რომ ის არჩევნებზე პროევროპული ფრონტის ლიდერი იქნება. მისი განცახდებით, არჩევნებში უშაულოდ არ ჩაერთვება, თუმცა პარტიებისთვის და სამოქალაქო სექტორისთვის პროევროპული ფრონტის გარანტორი გახდება. რას გულისხმობს ზუსტად ზურაბიშვილი და ვინ შეუერთდება მის მიერ დაანონსებულ პროევროპულ ფრონტს ჯერ უცნობია. პრეზიდენტის წინადადებაზე, ჯერჯერობით, მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა გამოხატა პოზიცია.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ ამით ზურაბიშვილი ცდილობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, საკუთარი პოლიტიკური წონადობა გაზრადოს, რაც არ გამოუვა, რადგან ზურაბიშვილის არც ოპოზიციაში და არც საზოგადოებაში ავტორიტეტად არავინ მიიჩნევს. ის ოპოზიციას ახლა მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ ის პრეზიდენტის სტატუსს ატარებს და მას არჩევნებისთვის გამოიყენებენ.

„საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი გამოცდა ჩააბარა და ბევრი წინააღმდეგობაც გასწია. ეს ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციაა. ჩვენთან მოახლოვდა არჩევნები, რომელიც იქნება ერთგვარი რეფერენდუმი და ამ არჩევნებზე მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი. ამას გავაკეთებ არა უშუალო ჩართვით არჩევნებში, არამედ როგორც პროდასავლური, პროევროპული ფრონტის გარანტორი პოლიტიკური პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან მოწიფული ახალგაზრდობა, რომელიც უკვე სამი კვირაა აწყობს დემონსტრაციებს, ერთი ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე. ეს ბევრისმეტყველი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც იმაზე, თუ რაოდენ მოწიფულია საქართველოს მოსახლეობა და რაოდენ მიზანმიმართულია თავისი ევროპული გზის შესანარჩუნებლად“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, სამწუხაროდ, ვერ გააცნობიერა ის რეალობა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსია. აბაშიძე მიიჩნევს, რომ მათ შორის მისთვის ინსტრუქციების გამცემლებს გონიათ, რომ ზურაბიშვილი ქართული საზოგადოებისთვის ავტორიტეტული პოლიტიკური ფიგურაა, რაშიც მწარედ ცდებიან.

„არ ვიცი დასავლეთში ვის ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი, ან თუნდაც ნინო ლომჯარია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში რამეს წარმოადგენენ. ისინი არ არიან ის პოლიტიკური პერსონაჟები, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს შექმნიან. რაც არ უნდა თქვას სალომე ზურაბიშვილმა, უკვე დაცინვის და ანეკდოტების თემად იქცა.

მას ტყუილად ჰგონია, რომ რაღაცა ფრონტის ლიდერი იქნება, ან რაღაცა ამინდს შექმნის. დაახლოებით ისეა, საწუწაო პისტოლეტებით ომობანა ითამაშოს. ის არაფერს წარმოადგენს და ასეთად დარჩება პენსიაზე გასვლის შემდეგაც, გააჩნია რას იზამს არჩევნების დროს. თუ იკადრა ის უკადრებელი, რაზეც ეჭვი არის და არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა, მაშინ ის საქართველოშიც ვეღარ იცხოვრებს. საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ ანტიპათიას გამოიწვევს და მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის ბოლო განცახდებით, რომელიც ე.წ. პროდასავლური ფრონტის ლიდერობას ეხება, ის გადადგომას არ აპირებს და არჩევნებამდე ოპოზიციის დახმარებას შეეცდება.

„ეჭვი მაქვს, ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად ან მიტაცებულად გამოაცხადებს. ეს გეგმა უნდა შეასრულოს და რა თქმა უნდა, ხელახლა პროტესტს გამოიწვევს. თუმცა ამის რეპეტიცია მათდაუნებურად ახლა გაიარეს. შესაბამისად, დესტრუქციისთვის ხალხი უკვე მზად იქნება.

რასაკვირველია, სამართალდამცავები, ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას კანონით აღკვეთენ. რაც შეეხება იმას, რა უთხრა ობრაიენმა ზურაბიშვილს და კულუარულად რაზე ისაუბრეს, არ ვიცით, თუმცა შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხელსიუფელბა ამ კანონის უკან გაწვევას არ აპირებს. რაც შეეხება ობრაიენს და სხვათა განცხადებებს, დასავლეთი, სამწუხაროდ, უკვე არაფრის მომცემი გახდა საზოგადოებრის განწყობებზე ზემოქმედების მოსახდენად. ეს მათივე ბრალია, რადგან ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან თითს გვიქნევენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ სუვერენულ ქვეყანაში“,-ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს დასავლელი აქტორები ქვეყანაში სიტუაციის ასარევად მშვენივრად იყენებენ. გვენეტაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ზურაბიშვილს შექმნილი სიტუაციის გამოყენება სურს, რათა თავი პოლიტიკურ ლიდერად წარმოაჩინოს. რეალურად კი, ის არც ოპოზიციაში და არც საზოგადოებაში არანაირ ფიგურას არ წარმოადგენს. ხელისუფლებისთვის კი მით უმეტეს, ის დე ფაქტო პრეზიდენტია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

„ეს ქალბატონი სახელმწიფოებრივად არასდროს აზროვნებდა. ის არის მერკანტილური პოლიტიკოსი, რომელიც ნებისმიერ სარგებლის ფასად ქვეყანას გაყიდის. საუბარი იმაზე, რომ მას ქვეყანაში სიმშვიდე და სიტუაციის სტაბილურობა სურს, აბსურდია, რადგან ის ყოველდღიურ რეჟიმში კონსტიტუციას არღვევს. ახლაც, როცა საუბრობს, რომ თურმე ვეტოში შენიშვნებს არ შეიტანს, რეალურად კი ვეტო ეს არის და კონსტიტუციას არღვევს. აბა, რას ადებს ამ კანონს, გაუგებარია.

რაც შეეხება მის პროდასავლური ფრონტის ლიდერობას, ესეც სასაცილოა, რადგან ის არავის არაფერში სჭირდება. მხოლოდ იმიტომ უსმენენ, რომ პრეზიდენტის სტატუსს ატარებს, ისიც ნაციონალების დახმარებით. მე ეჭვი მაქვს და არცთუ უსაფუძვლო, რომ მას არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გამოიყენებენ. ვხედავთ, რომ ერთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ახლა ჩაუვარდათ. მეორის მცდელობა ექნებათ შემოდგომაზე. ამიტომ, მასზე, ალბათ, ვიღაცები ფსონს დებენ და ისიც ამ ფსონის გაზრდას ცდილობს. ალბათ, ამბიციები აქვს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერი უნდა იყოს. მაგრამ ის რომ არავის არაფერში სჭირდება, ფაქტია. ის არის პოლიტიკური ღამურა, ხან სად ცდილობს თავის შეყოფას და ხან სად, მაგრამ არსად არავის სჭირდება“, - ამბობს გვენეტაძე.

amo დასავლეთი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ვერ გაიგო, რომ ჩვენ ხალხს, ამ ეტაპზე, პოლიტიკურად ვერ ააჯანყებს. ეკონომიური მეთოდით ( ქვეყნის დასანქცირების გზით) დრო არჩევნებამდე არ ეყოფა. მოკლედ, აჯობებს არჩევნებს კარსმომდგარმა ევროპამ და ამერიკამ ურთიერთობა არ გააფუჭოს ჩვენთან და საკუთარ თავს მიხედოს.
6 თვის უკან
ლაზი ეჭვი გაქვთ კი არა, ეგ აუცილებლად მოხდება. რაც ახლა ხდება, ეგეც ნამდვილად 27 ოქტომბრის რეპეტიციაა, მაგრამ ის მთავრობამ უფრო მოუწყო რადიკალურ ოპოზიციას, ვიდრე მათ სურდათ. ოპოზიციამ ამ რეპეტიციაზე ფაქტიურად მთელი, შიდა და გარე ძალების მობილიზაცია მოახდინა. ჯერ ჯერობით შედეგი არც თუ მაინცდამაინც შთამბეჭდავია. სამაგიეროდ ბევრი რამის ლუსტრაცია მოხდა. ახლა მთავარია, ვინ როგორ გამოიყენებს ამ გაკვეთილს. ოქტომბრის ბრძოლას მოიგებს ის, ვინც სწორ დასკვნებს გააკეთებს ახლა მიმდინარე პროცესებიდან.
6 თვის უკან
trampi აუცილებლად ასე მოხდება----პარიჟანკა ზუსტად მასე იზავს
6 თვის უკან