ვინ არის მიხაელ როთი და რა კავშირი აქვს გიული ალასანიასთან?

ვინ არის მიხაელ როთი და რა კავშირი აქვს გიული ალასანიასთან?

„როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“, - ამ განცხადების ავტორი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის საპროტესტო აქციაში ღებულობს მონაწილეობას. როთი ამბობს, რომ ახლა ქუჩაში დემონსტრაციას ახალგაზრდა თაობა მართავს და თუ ეს თაობა დაკარგავს ნდობას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი დატოვებენ ამ ქვეყანას.

ვინ არის მიხაელ როთი, რომელმაც მართმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა? - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლგბტ თემის წარმომადგენელია, რომელიც დაქორწინებულია მიხაელ კლოპნერზე.

გერმანელი პოლიტიკოსის ამ სკანდალურ განცხადებაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია მის ქართველ პარტნიორებს. მათ შორის აქციის ორგანიზატორებს და სტუდენტებს, რომლებიც სკანდირებენ - „შინ ევროპაში“, „არა რუსულ კანონს“. ამ ახალგაზრდებს არ გასჩენიათ პროტესტი და ასევე კითხვა - რატომ აძლევს თავს უფლებას გერმანელი დეპუტატი შეურაცხყოს საქართველოს ეკლესია?!

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიხილეთ სამწუხარო ფაქტი, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები და კომიტეტის თავმჯდომარეები გამოვიდნენ ანტისამთავრობო მიტინგზე. მისი თქმით, ეს იყო ყველაზე კარგი ილუსტრაცია უცხოური გავლენების.

„უცხოელი გამოდის ანტისამთავრობო მიტინგზე, რომელიც მის მიერ დაფინანსებული „ენჯეოსგან“ არის დაფინანსებული. მთელი წრე შეკრულია უცხოური გავლენის ცუდი მხარისა. წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება გერმანიაში აფინანსებდეს „ენჯეოებს“, მათ მოაწყონ დემონსტრაცია, იქ ჩავიდეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ნიკოლოზ სამხარაძე და სამთავრობო პარტიას ეძახოს კოშმარი, რაც გააკეთა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლიტვის კომიტეტის თავმჯდომარემ?!. ამას ჩადიან ევროპელები საქართველოში. ეს არის აღმაშფოთებელი განსაკუთრებით იმ ორი ადამიანის მხრიდან.

მოვისმინეთ მიხაელ როთის თავდასხმა ეკლესიაზე, ქარაფშუტა პოლიტიკოსები ვერ აცნობიერებენ, რას უკეთებენ თავისი ქვეყნის სახელს. ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც ერთი სელფის გადაღების გამო შეუძლიათ, გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ, ასეთები არიან, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, გავაიგივოთ ევროპასთან. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ქვეყნისგან მოყვეს შეფასება იმ ქმედებას, რაც გუშინ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის წარმომადგენელმა გააკეთა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარს რომ არ უჭერს, სწორედ ამას უკავშირდება გერმანელი დეპუტატის განცხადება, რომ ახალგაზრდები მართლმადიდებლობასთან და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვერაფერს ისწავლიან. როგორც ზარქუა აცხადებს, ის განცხადებები, რაც როთმა გააკეთა მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, არის მიუღებელი, მართლმადიდებლობა არ არის მუხრუჭი.

„საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა, რომლითაც ამაყობს. ბატონმა როთმა თქვა, რომ თურმე „ქართული ოცნება“ და მართლმადიდებლობა ერთად არიან და რას უნდა ელოდონ მათგანო, ეს არის მიუღებელი, ამაზრზენი. პრინციპში, რას უნდა ველოდოთ, როგორ შეიძლება, ეს ადამიანი ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს პატივს სცემდეს. თუ არ ვცდები, ბატონი როთი გათხოვილია. თუ ვცდები, ბოდიშს ვიხდი. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის წარმოადგენს სექსუალურ უმცირესობას.

გასაგებია, მისაღებია თავის ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთან მართლმადიდებლობას რომ ასე დაეტაკო და იმის გამო, რომ ჩვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარს არ ვუჭერთ, ამის გამო თქვა, რომ მუხრუჭია დემოკრატიის და ახალგაზრდები მართლმადიდებლობასთან და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვერაფერს ისწავლიან, ეს არ არის სწორი მიდგომა და ამიტომ შევშფოთდი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არსებობს უცხოური ძალა, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა.

„ნამდვილი ევროპა რას ნიშნავს, ვიცით, მაგრამ ის უცხოური ძალებიც არსებობენ, ვინც საქართველოს ებრძვიან. სამწუხაროდ, როთის ეს განცხადება შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლურ ეკლესიას, ქართველ ხალხს, რადგან მან კარგად იცის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია და მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადის.

წარმოგიდგენიათ, ასეთი თავხედობა, როცა ქართველ ხალხს ეუბნება, მართლმადიდებლობა არ არის ნათელი და დასცინის. ეს ადამიანი სტუმრად ჩამოდის. უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა. მართლმადიდებლობასაც შევინარჩუნებთ, სიმშვიდესაც და სუვერენიტეტსაც. ყველას საკადრისს პასუხს გავცემთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის სკანდალურ განცხადებაზე, რომლითაც ის შეურაცხყოფს საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიას, ამ დრომდე განმარტებას არ აკეთებს საქართველოში გერმანიის საელჩო.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ზოგიერთი აქაური „შიგევროპელი“ აცხადებს, რომ ევროპაში იყო და იქ ლგბტქ+ ვერ დაინახა. ასეთებს, მისი თქმით, იძულებით უნდა დააზეპირებინო 12 რეკომენდაცია, განუწყვეტლივ აყურებინო ევროვიზიას და ასმენინო ქათამაძის ლაბადუბუ, რომელიც მიტინგზე შეასრულა.

„რაც შეეხება ლგბტქ+ ქომაგ ჟიგიმონტას პავილიონისს და მის კოლეგებს, ესენი ანა ნაცვლიშვილისა და თამარ კორძაიას მენტალობისა და დონის ადამიანები არიან. იმიტომაც ჩააგდეს ასეთ დღეში დიდი წინაპრების მიერ შექმნილი ევროპული ცივილიზაცია. როგორც ჩანს, უჩა პიქჩერსი აცხადებს საგრანტო კონკურსს სცენარზე ფილმისათვის „ხუთი გათხოვილი ევროპარლამენტარი და გულანთებული ახალგაზრდები“. სცენარში ხაზგასმული უნდა იყოს იდეა, რომ მოუტკვლელი კაცებისათვის ქვეყნის მართვის ჩაბარება მიუღებელია.

ლოზუნგის ავტორი ერთ-ერთ მთავარ როლში უნდა იყოს. ფილმის მუსიკა უნდა დაფუძნდეს ნინო ქათამაძის შემოქმედებაზე. სცენარში უნდა დამკვიდრდეს აზრი, ლგბტქ+ პატრიოტულია, ხოლო მოუტკვლელობა - რუსული და ოკუპანტური. სცენარის ავტორი უნდა იყოს ლგბტქ+ აქტივისტი და ქასტინგი გავლილი უნდა ჰქონდეს უჩა პიქჩერსის სტუდიაში. სცენარში ასევე უნდა ჩაიდოს ევროგეიპარლამენტარების ბედნიერი გეიოჯახური ლავსტორები. სასურველია, სცენარში შეტანილ იქნეს ერთი ბნელი შუახნის ტრადიციული ქართველის ქამინგ აუტის ისტორია, რომელიც მიტინგზე ჟიგიმონტას პავილიონისის გამოსვლისას აცნობიერებს თავის ჭეშმარიტ იდენტობას. კარგი იქნებოდა შემდგომ ინტრიგაზე მინიშნება. მაგალითად, ყოფილი ბნელი გრუზინის მზერა ხვდება ჟიგიმონტასის ნათელ ევრომზერას, შეინიშნება მიზიდულობა, მომავალი ბედნიერების პერსპექტივა და ა.შ. გრანტის მოცულობას არ გავასაჯაროებთ! არა რუსულ კანონს!“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ეს არის წარღვნა, რომელიც სამწუხაროდ, მოედო ევროპის ქვეყნებს და, რომელიც ევლინება მთელ მსოფლიოს. ანალიტიკოსის განცხადებით, გერმანელი დეპუტატი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში რეიტინგი არ აქვს, დაფინანსებულია გიული ალასანიას მიერ.

„როგორც ამბობენ, ეს ბატონი გათხოვილი ყოფილა. ქორწილი გადაუხდიათ ლომჯარიას, გიგაურს და თაბაგარს. ამბობენ, რომ თაბაგარი ხელის მომკიდეთ ჰყავსო. აი, ეს წარღვნაა, რომელი წარღვნაც მოევლინა, სამწუხაროდ, ევროპის ქვეყებს და რომელი წარღვნაც ევლინება მთელ მსოფლიოს. ქართული ანდაზაა - „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა“. ანალოგიური სიტუაციაა, ამ ადამიანს იქ აქვს ნულს ქვემოთ ავტორიტეტი და წამოაბოდიალეს ახლა აქ და რატომ? - იმიტომ, რომ მიშას დედიკოს ძალიან ბევრი ფული აქვს გადახდილი, ეს არის ქართველი ხალხისგან ნაძარცვი ფულები და ახლა მათ აქვთ ბოლო ბანაობა. 6-9 ივლისს ევროპაში არის ევროპარლამენტის არჩევნები და მერე მაგათ ჩვენში რომ იტყვიან, ძაღლის კურკლადაც არ ჩააგდებს იქ არავინ. ამიტომ, შოულობენ რასაც შოულობენ და ამიტომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ და აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები ჩვენთან არიან, როგორც მე-5 კოლონის დამკვეთები, ისევე როგორც თავიანთ ქვეყანაში, რომლებიც ეწევიან სიბინძურისა და სიბილწის პროპაგანდას“, - აცხადებს გვენეტაძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, საქართველოში მხოლოდ ერთადერთი მიზნით იყვნენ ჩამოსული, რომ გაეხმაურებინათ მათივე ზნეობის მე-5 კოლონა, რომელიც მერამდენე დღეა აღმა-დაღმა დარბის და ყვირის უსაგნოდ - „არა რუსულ კანონს“.

„დამთავრდა მათი ეს „არა რუსულ კანონს“ ყვირილი. სინამდვილეში, ეს იყო სურვილი იმისა, რომ საქართველოში მოეხდინათ ფერადი რევოლუცია, მაგრამ რომ იტყვიან, დახვრეტილ ფსკერში ჩააფურთხებინეს და დაამთავრებინეს ყველაფერი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ „ხალხის ძალის“ ბოლო განცხადება სრულად ასახავს დღევანდელ, ენით აღუწერელ ბაქჰანალიას, რომელიც „პარტნიორობისა“ და „მოკავშირეობის“ მანტიაში გახვეულმა ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ შემოგვთავაზეს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ისინი რეალურად არ იყვნენ საქართველოში შემოსაშვები.

„დავიწყებ გათხოვილი გერმანელი დეპუტატით, რომელმაც მოახლოვებული, „ოჯახის სიწმინდის“ 17 მაისის მსვლელობის წინ, ზიზღის ენით გადაუარა ჩვენს მართლმადიდებლობას და აქციონერთა მიერ „ერთობის“ შემდეგ „დაბრუნებული“ სარწმუნოება კვლავ გადაგვიხაზა ჩვენს თვალწინ. აქციონერთა მიტინგზე სხვა ევროპარლამენტარების გამოჩენა იმის ტოლფასია, ქართველი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე არიზონაში რომ გამგზავრებულიყო და მონაწილეობა მიეღო იქაურ პრო-პალესტინურ სტუდენტურ აქციაში. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩააგდებდა მას სანიმუშო ამერიკული პოლიცია თავის სანიმუშო კანონმდებლობის ფარგლებში“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

არაგველი641 ყველა ფიგურა დალაგდა და ახლა ვნახოთ სეირი, თუ რას უზამს მაგათ გროსმაისტერი.
6 თვის უკან