კანონის ჩასწორება მისი გაწვევის ნაცვლად - რატომ შეცვალა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რიტორიკა და რა უთხრა კობახიძემ დახურულ შეხვედრაზე ობრაიენს

კანონის ჩასწორება მისი გაწვევის ნაცვლად - რატომ შეცვალა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რიტორიკა და რა უთხრა კობახიძემ დახურულ შეხვედრაზე ობრაიენს

რა უთხრა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ობრაიენს ისეთი, რომ მან პოზიციები შეცვალა და ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე „გამჭვირავლობის კანონის“ უკან გაწვევის მაგივრად განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ კანონში ცვილებები შევა ან მისი ჩასწორება მოხდება. ობრაიენი ამბობს, რომ კანონი არ არის ევროპულთან შესატყვისი, ამიტომ მისი კორექტირება უნდა მოხდეს.

მან ასევე ისაუბრა ივანიშვილთან დაკავშირებით და თქვა, რომ ის არ არის დასანქცირებული და მას არასწორი ინფორმაცია აქვს. ასევე ისაუბრა ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე და განაცხადა, რომ მცდარია შეხედულება, თითქოს ამერიკაში ვიღაცებს „ოცნების“ ხელისუფლება არ მოსწონს და მისი შეცვლა უნდა. ობრაიენი ამბობს, რომ თუკი კანონის ჩასწორება არ მოხდება, მაშინ საქართველო ამერიკისგან ვეღარ მიიღებს დახმარებას. ხოლო კონკრეტულ მაღალჩინოსნებს მგზავრობაზე და გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესდებათ.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ობრაიენის განცახდებები შერბილებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან სანქციებზე და ქვეყნისთვის დახმარების შეჩერებაზე ისაუბრა. მათ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ პრემიერმა ობრაიენს სრულიად სხვა ინფორმაცია მიაწოდა და გარკვეული დისკუსიის შემდეგ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პოზიციები შეარბილა.

ჯიმ ო’ბრაიენის შეხვედრები კი თბილისში საკამოდ დატვირთული იყო. ვიზიტის პირველი გაჩერება მთავრობის ადმინისტრაცია იყო. კანცელარიაში შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 11 საათზე მივიდა. შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ხანგრძლივი იყო. 2 საათნახევარი ირაკლი კობახიძე და ჯიმ ო’ბრაიენი სხვადასხვა თემებს განიხილავდნენ. მთავარი, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იყო.

საუბრისას მხარეებმა ყურადღება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზეც გაამახვილეს. ირაკლი კობახიძემ ჯიმ ობრაიენს ისიც უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავება სურს, რაც მისი თქმით, ორმხრივ ძალისხმევასა და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს.

ჯიმ ობრაიენმა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას, შემდეგ კი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრამ საათ-ნახევარს გასტანა, რის გამოც გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. აუდიენციის დეტალები უცნობია - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.

დღის ბოლოს, შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პარლამენტის თავმჯდომარეს, ევროინტეგრაციისა კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა.

ცნობილია, რომ შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვედრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთანაც სურდა, თუმცა ამაზე უარი ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა.

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ობრაიენი საქართველოში ადრეც იყო ჩამოსული, როდესაც მონაწილეობდა საქართველოს საზღვრის ინსპექციაში. სწორედ ობრაიენი იყო ის პირი, რომელმაც მაშინ ოპოზიციას წაართვა სპეკულაციების საშუალება იმაზე, რომ თითქოს საქართველოს მეშვეობით რუსეთი სანქციებს გვერდს უვლიდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლაც ობრაიენი, როგორც ობიექტური პოლიტიკური ფიგურა, საქართველოს ისტორიაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

„ობრაიენი არის საკმაოდ გავლენიანი ფიგურა, რომელმაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას კარგად იცნობს. ის საქართველოს და ქართველ ხალხსაც მშვენივრად იცნობს, ამიტომაც იქნა შერჩეული სავარაუდოდ, მისი ფიგურა საქართველოში გამოსაგზავნად. ამ ადამიანმა ერთხელ უკვე ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ დადებითი როლი შეასრულა, როდესაც საქართველოს საზღვრის შემოწმება მოხდა და ის იყო სწორედ ამ დელეგაციის ხელმძღვანელი.

მაშინ მან თქვა, რომ საქართველოს საზღვარი უმაღლეს დრონეზეა დაცული და რაიმე სანქციების გვერდის ავლაზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ მგონია, რომ მისი ფიგურა კიდევ ერთხელ ითამაშებს გარკვეულ დადებით როლს იმაში, რომ ქვეყანაში სიტუაცია განიმუხტოს. მისი განცახდება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის არა თუ გაწვევა უნდა მოხდეს, არამედ მისი ჩასწორება, მგონია შეცვლილი რიტორიკა. გვახსოვს ამერიკის პრესსპიკერის საკმაოდ მწვავე განცხადებები. თუმცა ობრაიენმა აღარ ახსენა კანონის უკან გაწვევა. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ის ეცდება მმართველი გუნდის და ოპოზიციის რაღაცა შეთანხმებამდე მიყვანას. ალბათ, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მას ამაზეც ჰქონდა საუბრი. არ გამოვრიცხავ, რომ პოზიციები ზურაბიშვილმაც შეცვალოს“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ობრაიენის განცახდებაში გარკვეული ნიუანსები იყო, სადაც ამბობდა, რომ „გლობალური ომის პარტიის“ არსებობას ვერ დაეთანხმება და ასევე იმას, რომ ივანიშვილის სანქციების ქვეშ არის, მიუხედევად ამისა, ანალიტიკოსს რჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკა ურთიერთობის დარეგულირებას ცდილობს.

„მთლიანობაში და განსაკუთრებით კანონთან დაკავშირებით, ეს იყო ამერიკის მხრიდან სრულიად შეცვლილი რიტორიკა. რაც შეეხება ფაქტს - რატომ შეიძლება შეეცვალა ობრაიენს დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ, მგონია, ეს შეხვედრის შედეგია, რომელიც მას პრემიერთან ჰქონდა. როგორც კობახიძემ განაცხადა, მათ ჰქონდათ საკამოდ გულახდილი საუბარი, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან წარმომიდგენია ობრაიენისთვის რამდენი რამის ახსნა მოხდა. რამდენი რაღაცა ითქვა ისეთი, რომელიც ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ გაუგებრობას და საუბარს იმაზე, შეცვლის თუ არა ორივე მხარე ერთმანეთთან დამოკიდებულებას, ზუსტად ამაზე საუბარი რთულია. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ობრაიენი ბევრი რამის შესახებ საქმის კურსში იქნა ჩაყენებული. მესმის, ამერიკაშიც ძალიან რთული სიტუაციაა და არ არის გამორიცხული, წელს სამოქალაქო ომიც კი დაიწყოს. ამიტომ პროგნოზირება რთულია, რა იქნება. უბრალოდ, ჯერ ფაქტი, რომ ობრაიენი ჩამოვიდა უაღრესად დადებითი ფაქტია და ის ბევრ რამეს გაიგებდა და რაღაცა გადატვირთვას ველი“, - ამბობს მამრაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ ობრაიენის განცხადებები სხვა ამერიკელ მაღალჩინოსნებისგან განსხვავდება და მიდგომა კანონთან დაკავშირებით შეცვლილია. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ ყბადაღებული რუსულობა კანონის შესახებ ობრაიენის ტექსტში საერთოდ არ ჩანდა.

„მე რაც ყველაზე მეტად მენიშნა, მისი მხრიდან ამ კანონის შეფასება იყო, სადაც მას რუსეთი საერთოდ არ უხსენებია. გეოპოლიიტკური კონტექსტი არ ჩაურთავს. მხოლოდ ის თქვა, რომ ევროპულთან თანხვედრაში უნდა მოხდეს ამ კანონის შინაარსის შესწორებაო, ეს კი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. გამოდის, რომ ის ამბობს კანონის მიღებას ვერ დაგიშლითო, უბრალოდ, ევროპულ სტანდარტებთან მოიყვანეთ თანხვედრაში თუ ევროპა გინდათო. ეს კი სხვა ევროპელი და დასავლელი პოლიტიკური ლიდერების განცხადებებისგან რადიკალურად განსხვავდება.

ამერიკა, როგორც ჩანს, ცდილობს საქართველოსთან რაღაცების გარკვევას და ეს ძალიან კარგია. პირისპირ საუბარი და არგუმენტების გაცვლა ძალიან დადებითი მოვლენაა. ამერიკელებსაც სრულიად სხვა ინფორმაცია მისდით და აქ პირდაპირ ადგილზე ჩვენი პრემიერისგან ბევრ ისეთ რამეს გაიგებდა, რაც აქამდე არ იცოდა. აქ სხვა რეალობასაც დაინახავდა. საკმაოდ გონიერი კაცია და არ არის გუშინდელი პიროვნება, რომელიც რაღაცებს ვერ გაარჩევს. მან თქვა, რომ ივანიშვილი არ არის სანქციების პირობებში და არასწორი აღქმები გაქვთო. მე მგონია, კარს მიღმა ამაზე კიდევ უფორ ბევრი ითქმებოდა. ასევე ველი, რომ ამის შემდეგ ოპოზიციის და პრეზიდენტ ზურაბიშვილის დამოკიდებულებაც კანონში შენიშვნების შეტანაზე შეიცვლება. ვნახოთ, ამ დღეებში ბევრი რამ გამოჩნდება“, - ამბობს საყვარელიძე.

 

არაგველი641 ჩვენი "გროსმაისტერი" ყოველ დღე გვიმტკიცებს, რიმ ის ნამდვილად გროსმაისტერია.
6 თვის უკან