ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე დარჩა თუ არა იმის რესურსი, რომ რომელიმე მხარე კომპრომისზე წავა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციების ცვლილება მოხდება, იმედი, ფაქტობრივად გადაწურულია - არც ერთი მხარე დათმობას არ აპირებს.
მმართველი გუნდი ქვეყნის შიგნით და მის გარეთ წნეხის ქვეშ იმყოფება. სულ უფორ მასშტაბურ სახეს იღებს დასავლეთიდან წამოსული მუქარა, საქრათველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, კანდიდატის სტატუსიის უკან გაწვევის და სანქციების შესახებ. მიუხედავად ამისა „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ზოგიერთი საერთაშორისო აქტორების პოზიცია გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით შინაარსობრივად ორმაგ სტანდარტს გულისხმობს.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მწვავე განცხადებები მართული პროცესია. საპარლამენტო უმრავლესობაში კანონის მიღების შეჩერებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ პოზიცია არც პერსონალურ სანქციებზე მინიშნებით არ გადაიხედება.
„ამათ არ უნდათ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, როგორც კი პასუხისმგებლობა იქნება განსაზღვრული კონკრეტული კანონით, ასჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე საზოგადოებას დაუპირისპირდებიან. რეალურად, ისე ნუ იტყვით, რომ დასავლეთი მხარს უჭერს აუცილებლად ჭიაბერაშვილის აქტივობებს და წინააღმდეგია „ქართული ოცნებისა“. „ქართული ოცნება“ არის საკმაოდ მყარი პროდასავლური ძალა, რომელსაც აქვს უშველებელი მაჩვენებლები და ძალიან მნიშვნელოვნად უსწრებს კიდეც ევროკავშირის ბევრ ქვეყანას“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ხელსიუფლებას ახლა არა აქვს კომპრომისზე და დათმობაზე წასვლის შესაძლებლობა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს მისთვის ძალინ დიდი პოლიტიკური კრახი იქნება, რაც ელექტორატის დაკარგვის ფასად დაუჯდება.
„საუბარი იმაზე, რომ „ოცნებამ“ კანონი ისევ უკან გაიწვიოს და ან კომპრომისზე წავიდეს, ვფიქრობ, ძალიან დიდი პოლიტიკური კრახის ტოლფასი იქნება. ახლა რა პროცესებიც ვითარდება, მმართველ გუნდს აღარ აქვს იმის საშუალება, რომ ნაბიჯი უკან გადადგას. არჩევნების წინ მას ეს ელექტორატის დაკარგვის ფასად დაუჯდება. „ოცნების“ მხარდაჭერები ამას სისუსტედ ჩაუთვლიან და ასეთი სუსტი ხელისუფლება კი მათაც არ უნდათ. შარშან კანონი ხელსიუფლებას უკან რომ არ გამოეწვია ამაზე საუბარი ახლა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ მეორედ ამის გაკეთება პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება.
კი ბატონო, დასავლეთიდან არის ზეწოლა, მაგრამ „ოცნების“ ამომრჩევლისთვის უფრო დიდი საფრთხე, ნაციონალების უკან დაბრუნებაა. ისინი ფიქრობენ და ეჭვობენ, რომ სწორედ დასავლეთია ამ ძალის მხარდამჭერი. ამიტომ, რადგან რუსეთი ქართველ ხალხს არ უნდა, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ დასავლეთს ყველაფერში უნდა დავუჯეროთ, უპირობოდ მივიღოთ მათი მითითებები და საკუთარი ქვეყნის მართვაზე ხელისუფლებამ უარი თქვას. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს საფრთხე რომ ნაციონალები უკან დაბრუნდებიან, არსად წასულა - ისინი არიან ოპოზიციაში ყველაზე მაღალი რეიტინგის მატარებლები. ამიტომ „ოცნების“ უკან დახევა სერიოზულ პოლიტიკურ რყევებს გამოიწვევს“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, არიან მის გარშემო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ ენმ უკან, ხელისუფლებაში დაბრუნდა, მაშინ ისინი ხელში იარაღს აიღებენ. საყვარელიძე ამბობს, რომ ეს რისკები არსებობს და ამას დასავლეთი ვერ აანალიზებს. მათ არ იციან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური განწყობები, ამიტომ მცდელობა, რომ ხელისუფლება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ შეცვალონ, საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების რისკს აჩენს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ახლა რაიმე კომპრომისზე და მმართველი გუნდის მხრიდან უკან დახევაზე საუბარი გვიანია. ძაბირაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ერთადერთი რაც ახლა „ოცნებას“ ამ კანონთან დაკავშირებით ცოტა სიტუაციის განსამუხტავად შეუძლია, ეს არჩევნებამდე მისი შეჩერაბაა, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.
„არ ვფქირობ, რომ რაიმე რესურსი არის დარჩენილი იმისთვის, რომ ამ კანონთან დაკავშირებით, ოპოზიიცის და ხელისუფლების შეთანხმება რაღაცა საკითხზე მოხდეს, თუნდაც კანონში შესწორების შეტანის სახით - უკვე დაგვიანებულია. მაგალითად - „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ „გამჭვირვალობით“ ჩანაცვლება. თუმცა ეს სიტყვები რომ ამოიღონ, მმართველი გუნდისთვის მას ფარატინა ქაღალდის დანიშნულება ექნება. ერთი ის შეუძლიათ, რომ არჩევნებამდე ეს კანონი არ მიიღონ და მისი მიღება შეაჩერონ, რასაც ნაკლებად მოველი.
„ოცნება“ პირდაპირ ამბობს, რომ ეს კანონის წორედ არჩევნების წინ უნდათ, რადგან ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანზიაციები გადატრიალებას აპირებენ ქვეყანაში და მათი ლუსტრაცია უნდა მოხდეს. ამიტომ რესურსს ვეღარ ვხედავ რაიმე კომპრომისზე წასვლის, ერთი შანსია - მასობრივი აქციები თუ იქნება ქვეყანაში ყოველდღიურად და დასავლეთიდან წამოსული მუქარა სანქციებთან დაკავშირებით რეალურ სახეს თუ მიიღებს. სხვა შემთხვევაში, არ მგონია უკან დახევაზე საუბარი იყოს“,-ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია იმდენად სუსტია და არასწორ ნაბიჯებს დგამს, რომ ის საპორტესტო მუხტი, რაც შესაძლოა ახალგაზრდების ნაწილში გულწრფელად არსებობდეს, მასაც გაფლანგავს. მისი აზრით, დაუშვებელია პოლიციასთან შეტაკებები და ამ ფორმით კომუნიკაცია, როგორც აქციის ზოგიერთი მონაწილე იქცევა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დაუშვებელია გზების პიკეტირება და სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმა. ამით მოსახლეობას აქციის წინააღმდეგ განაწყობენ, რაც არასწორი სვლაა.
არის კიდევ ერთი ვარიანტი, უკრაინა, საიდანაც არა მარტო იარაღი, ცოცხალი ძალაც შემოვა.
მიუხედავად იმისა, რომ თავისი გასაჭირი აქვთ, არ არის გამორიცხული ამისთვის მაინც მოიცალონ.
ამ შემთხვევაში რუსეთი აუცილებლად პირდაპირ ჩაერევა. ეს კი ნიშნავს საქართველოს ბრძოლის ველად გადაქცევას და სრულ ქაოსს. დანარჩენის წარმოდგენაც კი შემზარავია.
სამწუხაროდ, აი ასეთ პერსპექტივას შეიძლება ეყრებოდეს დღეს საფუძველი, თბილისის ქუჩებში, მართლა ხალასი ახალგაზრდების ხელით.