არის თუ არა იმის მცდელობა, რომ ქვეყანაში პროცესები უკრაინის მაიდნის სცენარით განვითარდეს? ბოლო დღეებში რუსთაველზე განვითარებული მოვლენები ხელისუფლებას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2013 წლის ნოემბრის უკრაინის მოვლენები და თბილისის 2024 წლის მაისში მიმდინარე პროცესები ერთმანეთის ანალოგია. ყოველ შემთხვევაში, პროცესებს ერთი სცენარისტი ჰყავს, რომელიც კოპირებით იმეორებს იმ ტაქტიკას, რომელიც უკრაინაში განვითარდა.
ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად კი ე.წ. სიძე-პატარძლის რუსთაველის მოედანზე აქციაზე გამოჩენა მოჰყავთ, როდესაც ზუსტად 2013 წლის 21 ნოემბერით დათარიღებულ კადრებში ჩანს კიევში როგორ მივიდნენ სიძე და პატარძალი მაიდანზე გამართულ აქციაზე. თუმცა საინტერესო ისაა, რომ რუსთაველზე მისული ქრათველი სიძე-პატრაძალი 3 წლის წინ დაქორწინებულები აღმოჩდნენ. ანუ ამ შემთხვევაში ქორწილიც კი გათამაშებული იყო.
ამის პარალელურად, ქალაქში აქციის შემდეგ ჩნდება 500-მდე კარგად ორგანიზებული ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია პარალმენტის შენობაში იყო, მათ პროვოცირებას ცდილობდა - ისროდნენ ქვებს, ბოთლებს, და სანაგვე ურნებით კარებების ამოქოლვას ცდილობდნენ, ასევე, შეეცადნენ პარალმენტში შეღწევას და კარების დაზიანებას.
ამ პროცესების განვითარებას კი პოლიტიკური ლიდერები და აქციის ორგანიზატორები თვალს შორიდან ადევნებდნენ, რადგან მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობის თავიდან იცილებას ცდილობდნენ. 2 მაისს, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „ახალმა“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“, „დროამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალგაზრდებს კვლავ რუსთაველის გამზირზე უხმეს.
როგორ შეიძლება, საბოლოო ჯამში, მოვლენები განვითარდეს?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის თქმის არ იყოს, საქართველოს ხელისუფლებაში ახლა არ არის იანუკოვიჩი და არც ოპოზიციაშია ის ხალხი, რომლებიც შემდეგ უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს უპირსიპირდებოდნენ. საყვარელიძე ამბობს, რომ არც შევარდნაძეა ხელისუფლებაში, რომ საუბარი ისევ „ვარდების რევოლუციაზე“ იყოს.
„რევოლუციური სცენარის განხორციელბას ხალხის ნება და ოპოზიციაში ავტორიტეტული პოლიტიკოსები სჭირდება. ივანიშვილმა ახსენა იანუკოვიჩი და შევარდნაძე და მართალია. თუმცა მე დავამატებ ოპოზიციასაც, რადგანაც მეორე მხარეს თუ არ დგას შესაბამისი პოლიტიკური ძალა, არაფერს აზრი არა აქვს. თავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალიან დიდი საპორტესტო მუხტი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ვერ შეძლო ივანიშვილის მოსვლამდე ამ მუხტის გამოყენება. ხალხმა მათ მაინც არ მისცა სახელმწიფო საჭის მართვის უფლება. გავიხსენოთ ლევან გაჩეჩილაძე და მისი რეიტინგი. მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა მისი დამარცხება არჩევნებში მაინც შეძლო.
აი, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, რომელიც საზოგადოებისთვის იყო მეცენატი, ავტორიტეტი და სანდო ფიგურა, დასრულდა სააკაშვილის მმართველობა. აქ ვინმეს თუ უნდა მაიდნის მსგავსი რევოლუციის მოწყობა, ძალიან შემცდარა, რადგან ამის პოლიტიკური ნება ჯერ საზოგადოებაში არ არის და მეორეც, ოპოზიცია იმდენად სახელგატეხილია, რომ მათ ხალხი ქვეყნის მართვის საჭეს არ ანდობს“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, დღევანდელი ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარია ეს საზოგადოება ვის მოყვანას აპირებს ხელისუფლებაში „ოცნება“ მართლა რომ წავიდეს.
„ეს პროცესები არის პოლიტიკური პროცესებისგან დაცლილი, რადგან არ ჩანს მეორე მხარეს ლიდერი, ვინც ამ ახალგაზრდებს გაუძღვება. ესენი კი დარბიან, იგინებიან, ამტვრევნ რაღაცებს, მაგრამ მერე? ეს უკვე ქუჩის ხულიგნობებს ემსგავსება. ამ საპროტესტო მუხტის განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ. ხალხი არ რეაგირებს ამ პროტესტზე, რადგან მოდის არჩევნები და ქუჩით არავის უნდა პოლიტიკური ამბის გადაწყვეტა. ამიტომ თქვა ივანიშვილმა, რომ ეს გათვლილი ჰქონდა ოპოზიციას შემოდგომაზე, მაგრამ მათ ეს კანონი დადეს ახლა, რადგან ეს პროცესები დაეჩქარებინათ“, - ამბობს საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ მაიდნის სცენარი რომელიმე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თავში ნამდვილად არსებობდეს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლის პრაქტიკა უცხო არ არის. თუმცა ძაბირაძე აქვე დასძენს, რომ ამისთვის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე არ ჩანს.
„პროცესები, რომელიც გადავა ექსტრემიზმსა და რადიკალიზმში, ის საზოგადოების მხარდაჭერით ვერ ისარგებლებს. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილში ასეთი აქციების მიმართ არ არის სოლიდარობა და შესაბამისად, ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა სცენარი აქეთ მიდის. რასაც ვუყურებთ ამ აქციებზე და როგორც იქცევიან გარკვეული ჯგუფები, ეს ხელისუფლებისთვის საჩუქარია. ამიტომაც აქვს ამ ეტაპზე „ოცნებას“ პროცესები მიშვებული. პარლამენტის კარის დაზიანება, შუშების ჩამტვრევა, ნაგვის მიტანა, ქვების სროლა, ეს არის დაუშვებელი. ეს პოლიტიკურმა ლიდერებმა და აქციის ორგანოზატორებმა უნდა გააკონტროლონ.
როცა ახალგაზდებს მიმართავენ ქუჩის გადაკეტვისკენ და მსაგვსი რადიკალური ქცევებისკენ, მერე თავად აღარ უნდა გაუჩინარდნენ და მათი მართვა უნდა შეეძლოთ. ეს არის ხელისუფლების მხარეს თამაში, მას აძლევენ იმ კოზირს ხელში და ამყარებენ „ოცნების“ ბრალდებებს, რომ ეს ახალგაზრდები ექსტრემისტები არიან. ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნებამ“ პარლამენტის შიგნით შეიყვანა სპეცრაზმი, მათთან მივარდნა და ქვების სროლა არაა სწორი საქციელი. ამ ფაქტებს ხელისუფლება აგროვებს და არგუმენტად აჩვენებს დანარჩენ საზოგადოებას. ის იცდის იმისთვის, რომ მეორე მხარეს მყოფი მოსახლეობა გაღიზიანდეს და ამ აქციების მიმართ აგრესია გამოამჟღავნოს. ნუთუ, ამდენს ვერ ხვდებიან?!“,-ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, როცა პარლამენტი ცარიელია და იქ დეპუტტები არ არიან, ეს არის ქვეყნის და ხალხის საკუთრება. ამიტომ მისი დაზიანება და იქ შევარდნა არის დანაშაული. მისი აზრით, ამას არა აქვს არანაირი პოლიტიკური შედეგი, პირიქით, მოსახლეობის გაღიზიანებას გამოიწვევს.
„ვინც ასეთ ხულიგნობას დაიწყებს, მას პოლიტიკოსებმა უნდა გააგებინონ, რომ ეს უარეს შედეგს გამოიწვევს და არ არის სწორი ქცევა. ასევე, ის ვინც საუბრობს, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, ხელისუფლებას დაამხობენ და ა.შ. დიდი შეცდომაა. ეს არის პროცესების პროვოცირება და დანაშაულისკენ ბიძგი. ამ ახალგაზრდებს უნდა აუხსნან, რომ ამ კანონს მიიღებენ. ეს პროტესტი არჩევნებში უნდა გარდაისახოს და ცივილიზებულად უნდა იყოს ეს პროტესტი გამოხატული.
თბილისში რომ ასეთი გზების გადაკეტვა დაიწყო, აურზაური და აერულობა, ხელისუფლების მხარეს გადაიყვანენ დანარჩენს საზოგადოებას. ხელისუფლება ამას ციდლობს, რომ იქნებ, ისე მოახდინოს ამ აქციის მონაწილეების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რომ ჩვენს პარტნიორებს რაიმე სათქმელი აღარ დაუტოვოს. „ოცნება“ მასალას აგროვებს და საზოგადოებას აჩვენებს, რომ მომიტინგეები უცოდველები კი არ არიან, დესტრუქციული ძალაა. ამაში ესენიც ეხმარებიან“, - ამბობს ძაბირაძე.
ქალბატონმა სალომემ ელჩები შეკრიბა და განუცხადა, მე აქ ვარო.
ანუ, მიდით მოაშთეთ ეს მთავრობა, ხელისუფლებას მე ავიღებ ხელში და მერე გაგულავებთ, როგორც გინდათ ისე ხანით ეს ქვეყანაო.
იცის ქალბატონმა სიკეთის დაფასება, შვილები რომ გაუჩითეს პოსტებზე, მაგას გადახდა არ უნდა?