„ეს ვითომ „ცელქი ბავშვები“ ევროპელობას რომ იბრალებენ, მზად არიან თბილისი გადაწვან და აბა, იარაღი ჰქონდეთ ხელში, მაშინვე ძმათა მკვლელ ომს გააჩაღებდნენ“

„ეს ვითომ „ცელქი ბავშვები“ ევროპელობას რომ იბრალებენ, მზად არიან თბილისი გადაწვან და აბა, იარაღი ჰქონდეთ ხელში, მაშინვე ძმათა მკვლელ ომს გააჩაღებდნენ“

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე FOR.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან აფილირებულ არასამთავობო ორგანიზაციებს უკვე მეოთხედ აქვთ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა. მისი თქმით, მათი ხელწერა საზოგადოებამ უკვე იმდენად კარგად შეისწავლა, რომ მათ ფანდს ასე ადვილად აღარ ეგებიან. ამიტომ კარგად დაორგანიზებული 500-დან 600-მდე ახალგაზრდის მეშვეობით ცდილობენ იმის ილუზიის შემქნას, რომ მთელი ახალგაზრდობა მათ მხარეს არის და ინფლუესერების აჯანყებით მაიდანის სცენარის განვითარება უნდათ.

ხელისუფლება ამბობს, რომ ეს აქციები არის კონკრეტული პოლიტიკოსების და პარტიების მიერ მართული, ხოლო ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც დესტრუქციულად იქცევიან, კარგად გაწვრთნილი და დატრეინინგებული ახალგაზრდები არიან. როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამ ექსტრემისტული ჯგუფების უკან?

- პირველ რიგში, ერთი მნიშვნელოვანი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენი ხანია კონკრეტული პოლიტიკოსები ელოდებინ სცენარის განვითარებს, როდესაც ქუჩაში მოვლენები არეულობისკენ წავა. ისინი ცდილობენ პროცესების მაიდანისკენ და უკრაინიზაციისკენ წაყვანას. უკრაინაში რა მდგომარეობაც არის, ეს კარგად ვიცით. ეს არის შარპის თეორიებიდან გადმოკოპირებული სცენარი, აკერმანის დატრეინინგებული ახალგაზრდები, შემდეგ კანვასის და მათი ტრენერების ხელწერა.

 ესენი არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების აქტივისტები. „დროას“, „გირჩის“, „სირცხვილიას“ და სხვადასხვა ორგანიზაციების, რომლებიც ნაციონალებთან არიან აფილირებულები. სამწუხაროდ, სხვადასხვა მერკანტილური მიზნებით ახალგაზრდები შეისრუტეს. ეს 500-კაციანი თუ 600-კაციანი ექსტრემისტული ჯგუფები ახალგაზრდების თავს სრულიად საქართველოს ახალგაზრდებად ასაღებენ. ამ ქცევით, რასაც ჩვენ რუსთაველის მოედანზე თვალს ვადევნებთ, ცდილობენ შექმნან ილუზია, თითქოს ეს არის პროტესტის ბუნებრივი ეფექტი. ეს არის აკერმანის ხელწერა, სადაც მიზანიმართული ქაოსის შექმნა უნდათ. აღქმის დონეზე დატოვონ ისეთი განცდა, რომ ეს არის ექსპრომტად მიმდინარე მოვლენები, რომელსაც ახალგაზრდები ემოციების შედეგად გამოხატავენ.

რატომ არ ჩნდებიან ღიად პოლიტიკოსები? ჩვენ პერიოდულად მათ აქტიურობას ვხედავთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორები არ ცდილობენ იმ ხულიგნობების შეჩერებას, რასაც ადგილი აქვს ახალგაზრდების მხრიდან...

- ამ აქციებს ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორები და კონკრეტული სტრატეგიით იმართებიან. სტრატეგია გულისხმობს მაგალითად, - როგორ შექმნან ფონი, თითქოს არაძალადობივ აქციაზე პოლიცია ახალგაზრდებს სცემს. ვნახეთ მიზანმიმართული ქცევები: სპეცრაზმელებისთვის დროშების დაფენა, ფარებზე გულების დახატვა, ყვავილების მიტანა, სიყვარულზე, სამშობლოზე და პატრიოტიზმზე საუბარი. ეს არის კარგად გათვლილი და გაწვრთნილი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც სცენარს მიჰყვებიან. ამ ადამიანებს არანაირი ევროპა არ უნდათ, რადგან ესენი არიან ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელსაც მათ ზურგს უკან ამოფარებული პოლიტიკოსები მართავენ. ახალგაზრდები ევროპელობას იბრალებენ, მაგრამ მზად არიან თბილისი გადაწვან, აბულინგონ და ფაშისტებივით დევნონ ადამიანები, რომლებიც მათ მხარეს არ არინ. აგინონ პატრიარქი და რწმენის გამო ხალხს დასცინონ. „ენა მამული და სარწმუნოება“ გადააკეთონ და ერთობა ჩასვან.

ფიქრობთ, რომ შესაძლოა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების დონემდე მივიდეს?

- ამ ხალხს სწორედ ეგ უნდა. მათთვის არა აქვს სხვა არაფერს აზრი, თუ ხელისუფლებაში არ დაბრუნდებიან. დღევანდელ და 30 წლის წინანდელ საქართველოს შორის ის განსხვავებაა, რომ ამ ახალგაზრდებს ხელში იარაღი არ უჭირავთ. რომ ეჭიროთ, ზუსტად მაშინდელი პროცესები განმეორდებოდა. აბა, მისცენ იარაღი, რას იზამენ. რუსთაველზე ამ ვითომ „ცელქ ბავშვებს“ აბა, იარაღი ჰქონდეთ ხელში, მაშინვე ძმათა მკვლელ ომს გააჩაღებდნენ. იმაზე საუბარი, რომ „ემოციური ბავშვები“ არიან - სისულელეა. ესენი არიან კარგად გადამზადებული ადამიანები, რომლებიც ზურგჩანთებით და იმ ინვენტარით დადიან, რაც აქციებზე არის საჭირო და რაც გამძლეობისთვის სჭირდებათ. ისინი კარგად არიან მომზადებულები და აქ სპონტანურად არაფერი ხდება. ნივთები აქვთ, რომლითაც პოლიციის პროვოცირებას ახდენენ. თავად უშვებენ რაღაცა გაზს, რომლითაც შეიარაღებულები არიან. დააკვირდით აქციის ორგანიზატორებს, როგორ იქცევიან. რატი ამაღლობელი და სხვა საზოგადოებრივი პარაზიტები მიდიან პარლამენტთან ნახევარსაათიან მიტინგს ატარებენ, მერე აქციას ეხსნებიან და ამ ექსტრემისტ ახალგაზრდებს ქუჩაში მარტო ტოვებენ. ვითომ ეს ყველაფერი დაორგანიზებულია ახალგაზრებით, რომლებიც თავად ამტვრევენ და წვავენ ქალაქს. მერე გამოვარდებიან და ყვირიან ბავშვებს როგორ ურტყამთო.

ივნიშვილმა განაცხადა, რომ სამჯერ სცადეს რევოლუცია არასამთავრობოებმა და პოლიტიკოსებმა, ფიქრობთ რომ ეს მეოთხე მცდელობაა?

- რა თქმა უნდა, მსგავსი მცდელობები ჰქონდათ 2019, 2020 და 2022 წელს, ახლა აქვთ უკვე მეოთხე მცდელობაა, მაგრამ ეს სცენარები უკვე კარგად არის საზოგადოებისთვის გაშიფრული. იმ ფარსს, რაც ქართველ ხალხს 2003 წელს აჭამეს, კიდევ ერთხელ ვეღარ აჭმევენ. მაშინ ვინ და რა ხელისუფლებაც მოვიდა, ყველამ კარგად იწვნია საკუთარ თავზე. ახლა ესენი უკან რომ დაბრუნდნენ, იქნება იმაზე უარესი სიტუაცია, ვიდრე მანამდე იყო. ამიტომ ხალხს ამას ვეღარ დააჯერებენ, რომ ესენი არიან გულანთებული ახალგაზრდები, რომლებიც თურმე ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებენ. ესენი არიან ფსევდოევროპული მანტიით შეპყრობილი ექსტრემისტები, რომლებიც კონკრეტულ მითითებებს და დავალებებს ასრულებენ. დღეს ქართული სახელმწიფო დგას იმაზე მაღლა, ვიდრე აქამდე მდგარა. ამ ინფლუესერების აჯანყებას ჯობია საკუთარ აქტივს აჭამონ, ქართველი ხალხი ამას აღარ ჭამს. პოლიციას სპეციალურად აფურთხებენ და აგინებენ, რომ რაიმე პროვოკაცია გამოიწვიონ, მუხტი აწიონ. სანაპირო გადაკეტეს, ხალხს ხელს ურტყამენ და ნებისმიერს გაუსოწრდებიან თუ მათ სხვა აზრი შესთავაზეს. ეს არის ლიბერალიზმის ფაშიზმი, რომელსაც პრივილეგირებული ენჯეოები ახალისებენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.