"27 ნოემბერს "ნაციონალები" პარლამენტში უკრაინის დროშებითა და შარფებით მივიდნენ, იტინგიცეს, ევროპელობა ითამაშეს, განცხადებაც მიიტანეს, რომელიც სხდომაზე ვერ გაიტანეს, რუსეთსაც აგინეს. გვიან ღამით თბილისში დაბრუნდნენ და ხათუნა ოჩიაურის სახლში შეიკრიბნენ გიგი უგულავა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დავით საყვარელიძე, კაკო ბობოხიძე, აკო მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური, დასხდნენ და დაიწყეს მსჯელობა იმაზე, ვინ უნდა გაიყვანონ რეგიონული მდივნის თანამდებობაზე. საამისო სურვილი ჰქონიათ ჭიაბერაშვილსაც და წიკლაურსაც, მაგრამ კაკო ბობოხიძეს უნდა, რომ ეს თანამდებობა დავით კირკიტაძემ დაიკავოს. აქ უკვე დაიწყო უთანხმოება და ერთმანეთს შეასკდნენ გიგი უგულავა და კაკო ბობოხიძე", - წერს გაზეთი "ალია"სტატიაში სათაურით რა გარჩევები მოხდა 27 ნოემბრის ღამეს ხათუნა ოჩიაურის სახლში?
"შეგახსენებთ, ესენი არიან ბაჩო ახალაიას დაჯგუფება და კიდევ ახალგაზრდების შედარებით დამოუკიდებელი ფრთა. ეს უკანასკნელი ყველა დაჯგუფებას უჩმახებს და "ნაციონალურ მოძრაობაში" ითხოვს ძირეულ ცვლილებებს, რასაც თავად მიშა სააკაშვილიც ეწინააღმდეგება და მიშა მაჭავარიანის დაჯგუფებაც. ბაჩო ახალაიას დაჯგუფებაში შედიან ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ანდრო ბარნოვი, აკო მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ნინო კალანდაძე, ლევან ბეჟაშვილი, თენგიზ გუნავა და პაატა ლეჟავა. ხოლო გიორგი ვაშაძისა და დათო საყვარელიძის დაჯგუფებას მხარს უჭერენ კაკო ბობოხიძე და დათო კირკიტაძე. მოკლედ, საქმე დარტყმამდე მივიდა - წყაროს ინფორმაციით, ხათუნა ოჩიაურის სახლიდან ისეთი ყვირილი გამოდიოდა, მეზობლებმაც გაიგეს. მეტიც, ხათუნას ქმარი ისე შეწუხებულა, ეზოში გამოვარდნილა და იქით დაუწყია ყვირილი: "ბოლოს და ბოლოს, აღარ დაიშლებით, რა გაატ..კეთ საქმეო?! როგორც იქნა, გაუშველებიათ და დაშლილან ბიჭები. ერთი-ერთი მეზობლის თქმით, ბობოლა "ნაციონალები" მთვრალები იყვნენ და ამიტომაც უმტყუნათ ნერვებმა" - აღნიშნავს გამოცემა.
"წყაროს ინფორმაციით, დაჯგუფებების "ლიდერები" სათითაოდ ურეკავენ "აბრაგად" გავარდნილ მიხეილ სააკაშვილს და არწმუნებენ, რომ მათი ხედვა უკეთესია, ვიდრე დანარჩენებისა, მით უმეტეს მიშა მაჭავარიანის და ხათუნა გოგორიშვილის. ამერიკაში მყოფი სააკაშვილი ახლა თავის გადარჩენას ცდილობს, მაგრამ ყველას ჰპირდება, რომ ამ საკითხებს აუცილებლად მოაგვარებს. სხვათა შორის, გიორგი ვაშაძემ 27 ნოემბერს უკვე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის ღიად ამბობს, რომ დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში"ძირეულად უნდა შეიცვალოს ყველაფერი და წარმოჩინდნენ ახალი სახეები. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ იგივე ვაშაძე გეგმავს თავისი კანდიდატურის დაყენებას პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე და რადიკალურადაა განწყობილი - მიშა მაჭავარიანის დატოვების შემთხვევაში თავის ადგილს პარტიაში ვერ ხედავს და აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას", - დასძენს გამოცემა.
"როგორც ჩანს, 30 ნოემბრამდე, როცა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, ესენი ერთმანეთს მაგრად დაასისხლიანებენ. უგულავას რეგიონულ მდივნად ჭიაბერაშვილი რომ უნდა და კაკო ბობოხიძეს კირკიტაძე, არც ერთი უქნია ღმერთს და არც მეორე, მაგრამ დღეს პარტიაში ყველას თავისი ინტერესები აქვს - ბოლოს და ბოლოს ბიუჯეტიდან იმდენი ფული ირიცხება, ახლა მოსწრებაზეა საქმე... სააკაშვილის ბიბლიოთეკა გამახსენდა - იქ მუშები დღე და ღამე მუშაობენ, 4 სართული ააშენეს უკვე. რამდენიმე მეზობლისთვის მიშას კვადრატულ მეტრში 1100 დოლარი შეუთავაზებეია, მაგრამ ამათ 1500 მოუთხოვიათ და ჯერჯერობით საქმე ჩაშლილა. მოკლედ, მეზობლები მიშას ჩამოსვლას ელოდებიან. ეჰ, რა დრო დადგა? სააკაშვილი იქით იხვეწება, ცოტა დამიკელითო. სააკაშვილს პარტიისთვის აღარ სცალია, თორემ ბობოხიძეები და უგულავები ამდენს ვერ გაბედავდნენ. რა ჭიაბერაშვილი (ამას საქმე ჯერ კიდევ სასამართლოში აქვს), რის კირკიტაძე? ბოლო დროს ირკვევა, რომ ამათ ვანო მერაბიშვილი საერთოდ "მოტეხეს" და ციხის კედლებს შეატოვეს", - წერს სტატიის ავტორი.
"რა ხდება პოლიტსაბჭის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე ბაჩო ახალაიას დაჯგუფებაში? აქ უკვე შეთანხმდნენ შემდეგ კანდიდატებზე: პარტიის აღმასრულებელი მდივანი - ლევან ბეჟაშვილი, საერთაშორისო მიმართულების მდივანი გიგა ბოკერია, პარტიის პოლიტიკისა და სტრატეგიის მდივანი - ანდრო ბარნოვი, რეგიონალური მდივანი - ნუგზარ წიკლაური. წესით, ნუგზარ წიკლაური ხათუნა ოჩიაურის სახლში არ უნდა ყოფილიყო დანარჩენებთან ერთად, მაგრამ რაკი ისინი ზვიადისტური მოძრაობიდან მეგობრობენ, სხვანაირად "არ გამოვიდა". დაველოდით, ორიოდე დღეც და "ნაცმოძრაობაში" ოფიციალურად დაიწყებენ თანამდებობების გადანაწილებას, რასაც აუცილებლად მოჰყვება სხვადასხვა დაჯგუფებების უკმაყოფილება და არც ისაა გამორიცხული, ამ პარტიაში მხოლოდ მიშა მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი დარჩნენ", - მიიჩნევს სტატიის ავტორი