რა უთხრა „ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს რუსთაველის მოედანზე გამართული აქციით ქვეყნის მოსახლეობას და პარტნიორებს? - აქციის მთავარი პათოსი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობს და ამაში მას „გლობალური ომის პარტია“ ეხმარება.
ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ 29 აპრილის აქციით „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ასევე, მის მიერ წარმართული პოლიტიკა ევროპულ გზაზე სრული მხრდაჭერით სარგებლობს.
29 აპრილს დედაქალაქი, ქვეყნის ყველა რეგიონიდან ჩამოსულმა ადამიანებმა დაიკავეს. საერთო სახალხო შეკრებაზე ჩამოსული ადამიანები ერთი მიზნით და სურვილით იყვნენ გაერთიანებული, რათა ეროვნული ღირებულებებისა და საქართველოს ევროპული მომავლი დაეცვათ.
„საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას „გლობალური ომის პარტია“ იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ 29 აპრილის აქცია საკმაოდ სერიოზული და საინტერესო განაცხადი იყო „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ აქციის მთავარი ფორმულა „ღირსებით ევროპისკენ“ იყო, რაც „ოცნების“ პოლიტიკისთვის საკამოდ საკვანძო სიტყვაა.
„ივანიშვილის სიტყვაშიც სწორედ ამ ფორმულას გაესვა ხაზი და მან პირდაპირ თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები საქართველოზე ზეწოლას ახორციელებენ. მათ აქვთ გარკვეული გეგემები, რომელსაც თავად საქართველოს არ ეკითხებიან. ერთ-ერთ ასეთ გეგმად, ივნაიშვილმა წინა ხელისუფლებით ამ ხელისუფლების ჩანაცვლება დაასახელა. ფაქტობრივად, ეს პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის. ამ აქციამ კი „ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ აჩვენა.
ხალხის ამ რაოდენობამ დაადასტურა ის მნიშვნელოვანი მოცემულობა, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ხალხი ამ პოლიტიკაში მიჰყვება. ბევრი ტიპის რეპლიკა იყო, რომ ეს ხალხი იყო საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, რომელთა მობილიზაციაც მოხდა. კი ბატონო, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება ადრეც ყოფილა, მაგრამ მათი რაოდენობა 3 000 კაცამდეა. 2-ზე და 3-ზეც რომ გადავამრავლოთ, 29 აპრილის აქციის მონაწილე ხალხის რაოდენობა მაინც ბევრია“,-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, გვინახია ავტობუსებით რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი, რომლებიც ჩამოსვლის შემდეგ იპარებოდნენ, ქალაქში თავის საქმეებს აგვარებდნენ და წასვლის დრო რომ მოდიოდა, უკან ბრუნდებოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა.
„ამ აქციაზე ასეთი სიტუაცია არ ყოფილა, სიტყვის დასრულებამდე ხალხი არ დაძრულა ადგილიდან და სიცარიელე არ ყოფილა. სულ მცირე 150 ათასი კაცი იყო აქციაზე. ამდენი საჯარო მოხელე საერთოდ არ გვყავს - მე ვამბობ იმ მასასთან შედარებით, როცა 2012 წელს რუსთაველზე 200 ათასამდე კაცი იყო გამოსული. ფაქტია, რომ „ნაციონლაური მოძრაობა“ კვლავ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამისთვის ჩვენს პარტნიორებსაც იხმარებს. ერთადერთი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, თორემ „ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენი მესვეურები აგრესიულები არიან, რომლებიც ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ. ბუნებრივია, ამ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე იყო, ნაციონალების უკან დაბრუნება არ უნდათ. ასევე, არ უნდა ძალიან ბევრ, თავად ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველსაც. რუსთაველზე „ოცნების“ მხარდამჭერბთან ერთად ის ხალიხც იყო მოსული, რომლებისთვისაც ნაციონალების დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, გვარამია არის ამ ყველაფრის კარგი მაგალითი, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილს საშინელი ეპითეტებით ამკობდა. ახლა კი სადღაც დაიწერა სცენარი, რომ ის უნდა იყოს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მით უარესი მაშინ, რადგან გვარამია ერთ-ერთი მთავარი სახეა ნაციონალების, რომლის წინ წამოწევა ხალხს უფრო აშინებს და აღიზიანებს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ის, რაც 29 აპრილის აქციაზე მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან და „ოცნების“ ლიდერებისგან, სიღრმისეული ანალიზი იყო იმ გამოწვევებზე, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყანას უდგას. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ აქციის მთავარი გზავნილი იავნიშვილის განცხადება იყო, სადაც მან თქვა, რომ მისი და მისი გუნდის მთავარ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს.
„უბინძურესი სპეკულაციებია იმაზე, რომ ეს თურმე „რუსული მარში“, ბელარუსის მსგავსი შეკრება ან ასლან აბაშიძის დროინდელი აქცია იყო. ეს ამ ხალხის პოლიტიკურ მდაბიობაზე მიუთითებს. ამიტომაც არის, რომ ამ ხნის განმავლობაში ყველა არჩევნები წააგეს. ამ ხალხს ნაცსექტანტობის გარდა არაფერი არ აინტერესებს. როცა გუნდი ძლიერია და ამ სიძლიერეს, მას საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა აქვს, ისინი მათგან განსხვავებით აგრესიულები არ არიან, განსხვავებით ნაცოპოზიციის მხარდამჭერებისა და მათ მიერ გაბითურებული საზოგადოების ნაწილისა.
ამ ხალხმა კარგად იცის, რომ არჩვენების გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება და ეს 29 აპრილის აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა. აქციაზე მისულ ხალხს სურს, რომ საკუთარი ქვეყნის ფასეულობების დაცვით შევიდეთ ევროპაში. არანაირი ვასალურ რეჟიმში გადასვლა, რასაც ამას „გლობალური ომის პარტია“ გვიკიჟინებს. დიახ, არა რუსულ კანონს, რადგან ეს კანონი ქართულია, ჩვენი ტრადიციებით გაჯერებული. საუბარი იმაზე, საზოგადოება გახლეჩილია, ტყუილია. შევხედოთ ყოველდღიურ ცხოვრებას, სადაც ასეთი დაპირისპირება არ იგრძნობა. ტყუილია იმაზე საუბარი, თითქოს სამოქალაქო ომისკენ მიდის ქვეყანა. ქართველმა ხალხმა კარგად ისწავლა როდის ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ დგას საქართველოს მხარეს. აქ არის პრობლემა იმაში, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი, პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლა“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ივანიშვილმა ხალხს მისცა დაპირება, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და ის, როგორც პოლიტიკური ძალა და პარტია უნდა აიკრძალოს. ამის ნათელი მაგალითი კი უკრაინაში და მოლდოვაში გვაქვს. სწორედ ამ ქვეყნებმა შეძლეს პრორუსული ძალების აკრძალვა. ნაციონალებიც სწორედ რომ რუსების საქმეს აკეთებენ, როცა „მაოხრებელი გზირების“ როლში გვევლინებიან.
რაღას უყურებენ ესენი ..................... გაუშვით მოდელირებული ქრონიკის სტილით 26 მაისის კადრები ............. გაუშვით
გაუშვით. გაუშვით მანამ საქართველოს ბოლომდე არ დაგაჯვამენ შინაური გარეული მტრები.....