„რადიკალ „რევოლუციონერ-რეზოლუციონერთა“ მიზანია, საქართველოს სუვერენიტეტის არარად ქცევა!“ - კანონი მეორე მოსმენით მიღებულია!

„რადიკალ „რევოლუციონერ-რეზოლუციონერთა“ მიზანია, საქართველოს სუვერენიტეტის არარად ქცევა!“ - კანონი მეორე მოსმენით მიღებულია!

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მეორე მუხლში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტში სიტყვა „არაკომერციული“ ჩაემატა. კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

სხდომაზე ერთმანეთს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები რამოდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ერთმანეთს ჯერ მაია ბითაძე და ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდა. ამის შემდეგ კი წინა პლანზე გამოვიდა ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, რომელმაც უმრავლესობის წევრებს „რუსები“ და „არარაობები“ უწოდა. მის ამ რეპლიკას გურამ მაჭარაშვილის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც უკრაინაში თანამდებობის გამო საქართველოს მოქალაქეობა დატოვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილის ბოთლი ესროლა.

„სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე“, - მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს.

სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძესა და კანონპროექტის მომხსენებელ გივი მიქანაძეს შორის. „შე ტუტუცო ქალო, გაბრძანდით აქედან. საერთოდ, ამ ქვეყანაში რომ ჩამოხვედით, უნდა გრცხვენოდეთ. ფსკერი ხართ, მეტი არაფერი, ფსკერზე ქვემოთ ხართ“, - მიმართა მიქანაძემ დეკანოიძეს.

თავის მხრივ, დეკანოიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა: „არ გინდათ შინაარსის მოსმენა. ანრი, პატარა ძალაუფლება ჩაგიგდიათ და შენ გგონია, რომ ამ ძალაუფლებით ვინმეს შეაშინებ, მაგრამ არარაობები ხართ ყველა. როგორ არ გრცხვენია კომიტეტის თავმჯდომარე ხარ. ლეგიტიმური პროცესი არ არის ეს“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ, რომელსაც სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. მას მალევე მიჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია.

მთელი დღის განმავლობაში საინტერესოდ ვითარდებოდა პროცესები კომიტეტის სხდომაზე. ძირთადად, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები გამოირჩეოდნენ აგრესიულობით. აი, მაგალითად „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აპირებს, რომ ფიზიკურ ძალადობაზე შეიტანოს სარჩელი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის და მანდატურების წინააღმდეგ.

„რუსულ ხელისუფლებას არ უნდა, რომ სიმართლე გაიგოს. სიმართლე არის ის, რომ ამ კანონის მიღება ემუქრება საქართველოს არა მხოლოდ იმით, რომ ევროკავშირთან არანაირი მოლაპარაკებები არ დაიწყება, არამედ უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ, გაგვიუქმებენ, თუ მოხდება ამ კანონის მიღება. ახლა ეს ხალხი ატყუებს საზოგადოებას, რომ ეს არის შეუძლებელი. ამიტომ დავსვი ეს საკითხი. მინდოდა, რომ გვესაუბრა სწორედ ამაზე, რომ უვიზო რეჟიმს როგორ დაკარგავს საქართველო, ამ კანონს თუ მიიღებს და გამომაძევეს სხდომიდან. იმიტომ, რომ ამ საკითხზე ლაპარაკი არ უნდათ, იმიტომ, რომ სინამდვილეში კითხვაზე პასუხი არ აქვთ. სინამდვილეში ატყუებენ საზოგადოებას.

უვიზო რეჟიმს რომ უუქმებენ, ახლა ეს ხალხი დგანან აქ, მანდატურები არიან. ალბათ, მათ შვილებს ძალიან უნდათ, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირში. არ აინტერესებს ამ ხალხს, დავიჯერო, რატომ შეიძლება დაკარგოს მისმა შვილმა ეს შანსი?! მგონი, აინტერესებს. მგონი, დროა, რომ რუსული დავალების შესრულებაზე, მათ შორის, აი, ასე, სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატის გაძევების პირობებში რუსეთისთვის ამ ქვეყნის გადაფორმების პროცესის ხელშეწყობისთვის პასუხისმგებლობა ყველას უნდა დაეკისროს, მათ შორის იმ ხალხს, ვინც ასრულებს ამ დავალებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა, რომელსაც ასევე დაატოვებინეს კომიტეტის სხდომა.

საკუთარი ნებით დატოვა კომიტეტის სხდომა პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, რომელმაც საკომიტეტო განხილვას ბუტაფორია უწოდა. „მე მგონი ყველა ვხედავთ, რომ ეს კომიტეტი არის ბუტაფორია და მე ვტოვებ პროტესტის ნიშნად ამ სხდომას“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ და ამ განცხადების შემდეგ, მიკროფონის გამოყენების გარეშე განაგრძო კომიტეტის თავმჯდომარესთან სიტყვიერი დაპირისპირება, რაზეც ანრი ოხანაშვილისგან მიიღო პასუხად, რომ სანამ ის საკუთარი ნებით დატოვებდა სხდომას, მას რეგლამენტის შესაბამისად დაატოვებინებდნენ.

„კი ბატონო, გაბრძანდით, ბატონო იაგო, შეგიძლიათ გაბრძანდეთ. დატოვეთ, გავიგეთ თქვენი პოზიცია, პოლიტიკური განცხადება გააკეთეთ გარეთ. მიკროფონის გარეშე საუბარს თუ გააგრძელებთ, სანამ თქვენი ნებით გაბრძანდებით, მომიწევს, რომ რეგლამენტზე მიგითითოთ. თქვენი პოლიტიკური შეფასებაა და გაბრძანდით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საერთო ჯამში, ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა. მისი თქმით, მოღალატე ხალხი რომ სხვას მოიხსენიებს მოღალატედ, ამათი გასამართლების დრო მოვა ძალიან მალე.

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ამათი მხარდამჭერების ხელშემწყობების გასამართლების დრო დადგება. მოგვიწევს ჩვენ ამის გაკეთება. აქ შემოვიდნენ იმისთვის, რომ დრო გაეყვანათ, შინაარსობრივი შეკითხვები არ დაესვათ, რამდენიმე შეკითხვის გარდა. რამდენიმე კითხვა დაისვა შინაარსობრივი, დანარჩენი ყველა მიზანმიმართულად. იციან, რომ ამით რეგლამენტს არღვევენ, მაგრამ აგრძელებენ სიტყვებით მანიპულირებას, თითქოს ეს არის მეორე მოსმენის საკითხი.

ეს პროვოკაციები მოსალოდნელი იყო. „მოლოტოვის კოქტეილს“ ესენი ისვრიან ყველას მისამართით, ვინც მათ გემოვნებაში არ ჩაჯდება. ამიტომ, მოგიწოდებთ, რეგლამენტი დაიცავით. თუ გსურთ შინაარსობრივი შეკითხვების დასმა, დასვით, რეგლამენტის დარღვევის უფლებას არავის მოგცემთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ თითქოსდა „სტიგმის“ საშიშროების აღმძრავ ტერმინში პრობლემა სინამდვილეში სულაც არ არის. მისი თქმით, შალვა შავგულიძის არგუმენტი, რომ მხოლოდ დაფინანსება არ არის საკმარისი კრიტერიუმი, რათა დაფინანსების მიმღები დავარეგისტრიროთ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“, ამ კანონის მიმართ კატეგორიული შეურიგებლობის ძირითადი მიზეზი სულაც არ გახლავთ.

„ასეთ შემთხვევაში იჩქმალებოდა და კნინდებოდა კანონის სულისკვეთება - უცხოური ზეგავლენის სამზეოზე გამოტანა, მისი გამჭვირვალობა; მამუკა მდინარაძემ აჩვენა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კომპრომისის სივრცე მაინც არსებობს: დავუშვათ, დავეთანხმეთ, რომ ეს სადავო ტერმინი „სტიგმად“ აღიქმება, ამიტომ კანონპროექტის მთელს ტექსტში სიტყვები: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ მართლაც შევცვალეთ სიტყვებით:

„უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია“, მაგრამ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დამატებით მიეთითოს, რომ მიღებული დაფინანსების ფარგლებში ასეთი ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესებსაც ატარებს და ამდენად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისათვის, რაც ამ კანონის უდავოდ ლეგიტიმური მიზანი და ერთადერთი დანიშნულებაა, ვალდებულია ეს ინტერესი გამჭვირვალედ, დაუფარავად და ღიად, ტრანსფარენტულად განახორციელოს“, - აღნიშნა ზარდიაშვილმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში კანონპროექტით დაზუსტდება, რომ ყოველი უცხოური დაფიანსების მიმღები ორაგანიზაცია ვალდებულია გაასაჯაროოს მიღებული დაფინანსების ფაგლებში და დაფინანსების პირობებით განსაზღვრული, მის მიერ განხორციელებული სრულიად ბუნებრივად აშკარა უცხოური ინტერესი.

„რასაკვირველია, ეს უცხოური ინტერესი ნებისმიერ შემთხვევაში, კანონიერი უნდა იყოს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს და საერთაშორისო სამართალს, შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს. მაგრამ, ყოველ კანონიერ ინტერესსაც აქვს როგორც პოზიტიური, ისე შესაძლო ნეგატიური ზეგავლენაც, რაც თუ არა ტრანსფარენტულობით, რომელიმე დაინტერესებული მხარის მიერ დაინტერესებული საქართველოს ყოველი მოქალაქე კი არა, ასევე ამ ქვეყნის ნებისმიერი პარტნიორიც ვერასგზით ვერ შეფასდება. როგორც ვხედავთ, მიუხედავად დაპირისპირების სიმწვავისა, კომპრომისის სივრცე უდავოდ ჯერ კიდევ არსებობს. მამუკა მდინარაძემ მიანიშნა კიდეც, სად და როგორ შეიძლება კომპრომისის გამონახვა.

მაგრამ, ვშიშობ, რადიკალ „რევოლუციონერ-რეზოლუციონერთა“ შეუვალობა და კატეგორიული შეურიგებლობა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ამ კონკრეტული კანონის და ზოგადადაც, სამართლის თაობაზე არანაირ კომპრომისს არ ეძებენ, არამედ მიზნად აქვთ ის, რისი პრევენციისა და საშიში რისკების დაზღვევისთვისაც შემუშავდა ეს კანონპროექტი: ყოვლად გაუმჭვირვალე უცხოური ზეგავლენის მაქსიმალიზაცია, რათა განხორციელდეს ანტიქართული შეთქმულება: საქართველოს სუვერენიტეტის, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეზღუდვა და სულაც, არარად ქცევა!“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

 

trampi ამათ მანამ არ მიაჭერენ, მანამდე ლენჩები არიან...დაჟე მერეც
რაღას უყურებენ ესენი ..................... გაუშვით მოდელირებული ქრონიკის სტილით 26 მაისის კადრები ............. გაუშვით
გაუშვით. გაუშვით მანამ საქართველოს ბოლომდე არ დააჯვამენ შინაური გარეული მტრები.....
6 თვის უკან