საყოველთაო-სახალხო შეკრება შედგა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოსახლეობამ თქვა, რომ ეს არის საქართველოს აჯანყება კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ. შეკრება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ წევრებმა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მნიშვნელოვანი გზავნილებით წარსდგა საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ორი ათწლეულის მანძილზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს.
როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ აღნიშნა, სასამართლოში დღემდე ითხოვენ ე.წ. „ვეტინგს“, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს.
„მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა. როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ლგბტ პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მას ორმაგი სარგებელი ჰქონდა. ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და, მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის, შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა. მისი თქმით, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატო-ში და ორპირ ქარში დააყენეს.
„2022 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატო-ში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატო-ზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს.
მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, დემოკრატიის ხარისხი სხვა კრიტერიუმებთან ერთად, პოლიტიკური და მსოფლმხედველობის პლურალიზმით იზომება. გუშინ და დღეს საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა.
„დღევანდელ აქციაზე გაჟღერდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის კურსს უახლოესი თვეების მანძილზე და ვფიქრობ, შემდეგაც, რა თქმა უნდა, იქნება წინააღმდეგობა და ათასგვარი ხრიკები „გუშინდელი“ შემადგენლობის და მათი გარე პატრონების მხრიდან.
აქციის მთავარი შედეგი იყო დასავლეთისთვის ჩვენება, რომ ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა არათუ არ აკლია, ჭარბი დოზითაც აქვს და ეს მაღალი ხარისხის ლეგიტიმაციას ნიშნავს, რაც არ უნდა იბჟუტუროს „გუშინდელების“ (პ)რეზიდენტმა. ამის შემდეგ, როდესაც დასავლეთში წარმოთქვამენ, რომ ჩვენ „ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართო“, მარტო „გუშინდლებს“ ნუ გაითვალისწინებენ“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
ის ვინც თავს სამოქალაქო საზოგადოებად ასაღებს, მხოლოდ მცირედი ნაწილის საგრანტო ინტერესებს გამოხატავს. თანაც ხალხს აშინებენ თითქოს გამჭვივალობის დეკლარაცია ყველას მოეთხოვებოდეს. მომღერალი ქათამაძე ემიგრანტებს აშინებდა, თქვენც აგენტებად დაგარეგისტრირებენო. უკეთესი სისულელე ვერ მოიფიქრეს. ვიღაც, ქალბატონი დიხამინჯია, მეცნიერების აღსასრულს (რომელიც სამწუხაროდ, მათი წყალობით, უკვე მიწასთან არის გასწორებული) წინასწარმეტყველებს, თითქოს გამჭვირვალობის კანონი მეცნიერებს ეხებოდეს და მათ უცხო ქვეყნის აგენტებად შერაცხავდეს.
კრამონ-კუბილიუსებს შეუძლიათ, როგორც უნდათ ისე ილაპარაკონ, მაგრამ აგიჟებთ ის რასაც რეალურად ხედავენ.
ისტერია კიდევ უფრო მოიმატებს არჩევნების შემდეგ, რადგან მათი პოლიტიკური პარპაშის აღსასრული დადგება ოქტომბერში.
რაღას უყურებენ ესენი ..................... გაუშვით მოდელირებული ქრონიკის სტილით 26 მაისის კადრები ............. გაუშვით
გაუშვით. გაუშვით მანამ საქართველოს ბოლომდე არ დაგაჯვამენ შინაური გარეული მტრები.....