16 აპრილს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. ირაკლი კობახიძემ დიპლომატებს განუცხადა, რომ კანონი, რომელიც უცხოელი დიპლომატების შეფასებით საქართველოს აშორებს ევროპას, სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედია საშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.
შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის და აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შესთავაზა გაიმართოს საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ელჩებმა მთავრობის ადმინისტრაცია უკომენტაროდ დატოვეს და ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ პრემიერის შეთავაზებაზე და მათ შორის არც ამ კანონის „რუსულობაზე“ და „ევროპულობაზე“. ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორების ელჩებთან პრემიერის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ საქართველომ უკვე ძალიან კარგად იცის და შესაბამისი მტკიცებულებებიც გააჩნია „მეგობრების“ არც თუ ისე კეთილშობილური განზრახვების შესახებ.
შეხვედრიდან, რომელიც დახურული იყო, პრემიერის მხრიდან გაჟღერდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, მათ შორის ის ფაქტი, როგორ ითხოვდა აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მაშინდელი პრემიერისგან მეორე ფრონტის გახსნას. დიპლომატების გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოა, რომ პრემიერთან შეხვდრა არც თუ ისე სასიამოვნო იყო.
დიახ, ამერიკის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი ხელმძღვანელობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, რაც მხოლოდ ფორმალური წვრილმანი არ არის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ძალიან მალე საქართველოს ხელისუფლებაზე დაიწყო ზეწოლა მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნით და ამ მხრივ აქტიურობდა აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი. არაოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატმა არაფორმალური ვიზიტი გამართა ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა შედგა, ელჩი კატეგორიულად ითხოვდა პრემიერის მხრიდან თანხმობას უკრაინის სასარგებლოდ საქართველოს ღია ჩართულობასთან დაკავშირებით და კერძოდ, დიპლომატი ითხოვდა საჰაერო სივრცის გახსნას.
სკანდალური შეხვედრა, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდებოდა, უშედეგოდ დასრულდა და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ შეხვედრაზე დეგნანმა თქვა, რომ საქართველოს ძვირად დაუჯდებოდა გადაწყვეტილება არ ჩაერთოს საომარ მოქმედებაში. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, შეხვედრა, რომელიც კელი დეგნანმა გამართა საკმაოდ ხმაურიანი და სკანდალური იყო თავისი შინაარსით და ქმედებით.
ამის შემდეგ ანალოგიური შეხვედრა შედგა თავდაცვის მაშინდელ მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კობა კობალაძესთან, რომლისგან მოითხოვდნენ ვეტერანების შეკრებას და უკრაინაში გაგზავნას. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის წევრებისგან ვერ მიიღეს თანხმობა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ამერიკელი დიპლომატი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრა უშუალოდ კელი დეგნანის მოთხოვნით შედგა და 3 საათი გაგრძელდა.
2022 წლის 27 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილში ისაუბრა საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზეც. არ დაუკონკრეტებია თუ ვის სურდა ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა, თუმცა აცხადებდა, რომ საქართველოში ომის საფრთხის პირველი ეტაპი, მმართველი გუნდის სწორი და პრინციპული პოზიციის გამო უკვე გადალახულია. ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილის შემდეგ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა დაადასტურა, რომ კელი დეგნანი ივანიშვილს იმიტომ შეხვდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მიზნით მასზე ზეწოლა მოეხდინა.
დეგნანმა ისე დატოვა საქართველო, რომ უპასუხოდ დატოვა კითხვა - რას ითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან და შეხვდა თუ არა ბინინა ივანიშვილს. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ამერიკელი დიპლომატის არაოფიციალური შეხვდრის შესახებ არსებობს შესაბამისი კადრები, რომლის შინაარსი ასევე ცნობილია დიპლომატიური კორპუსისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ღიად თქვა, რომ არ გახნის მეორე ფრონის ხაზს, გრძელდება ძალადობა საქართველოს წინააღმდეგ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევოპარალამენტის გარკვეული ჯგუფი აგრძელებს ძალადობას და ზეწოლას საქართველოს წინააღმდეგ და, მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონის შესაბამისად გაკონტროლდეს უცხოეთიდან შემუსლი თანხები, ისევ დაიწყო მუქარები სანქციებთან დაკავშირებით. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ირაკლი კობახიძის შეხვედრას დიპლომატებთან, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არ აპირებს დაექვემდებაროს საერთაშორისო ზეწოლას.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ჩართულია ფერადი რევოლუციის სქემა და ისიც გასაგებია, საიდან ფინანსდება ეს ყველაფერი. მისი თქმით, ისიც გასაგებია, რომ ამ სქემაში ის ქვეყნებია ჩართული, რომელი ქვეყნის ელჩებსაც შეხვდა კობახიძე.
„ღია რიტორიკა გვესმის და ვიცით, რომ ესენი მხარს უჭერენ იმ ორგანიზაციებს, როგორებიც არიან - „ფუსფუსი“, „ჯიუტი“, სოროსის ფონდი, გამჭვირვალეობა და მთელი ეს ა-ო ქსელი, ეს მათი ძაღლის შვილები არიან და შესაბამისად, მათ მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მზადების შესახებ აუდიო-ვიდეო დოკუმენტაცია რომ წარედგინა კობახიძეს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.
ვხედავთ, რა მეთოდებით და სამოქალაქო პროტესტის ე.წ. გაცვეთილი ტექნილოგიებით აპირებენ საქართველოს ხელისუფლების შეცვლას, ეს იმდენად ამაზარზენია, რომ ყველამ ყველაფერი ვიცით, გარდა იმ ახალგაზრდებისა რომლებმაც არ იციან რაში მონაწილეობენ. მონაწილეობენ საკუთარი ქვეყნის, თავის და მომავლის დაღუპვაში და მათ მართავენ აგენტები და ძველგაზრდა სასარგებლო იდიოტები“, - აცხადებს მანჯავიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ დღეს, თავს გვახვევენ იმას, რომ ჩვენ ადგილობრივ ნოლპროცენტიანი, ურეიტინგო ვითომ პოლიტიკოსებს და რეალურად ამნისტირებულ კრიმინალებს გავუკეთოთ უფასო პოლიტიკური წინასაარჩვენო რეკლამა. მათ შორის, წინასაარჩევნო რეკლმა გავუკეთოთ 705 ევროპარლამენტარიდან იმ 19 დეპუტატს, რომლებიც გუშინწინაც, გუშინაც, დღესაც და ხვალაც იყვნენ და იქნებიან ამ ჩვენი კრიმინალი ვითომ პოლიტიკოსების ლობისტები.
„ისინი გვაიძულებენ დღის წესრიგში ავიყვანოთ ვიღაცა მარგინალების, დაქირავებული ლობისტების და უკვე თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ფასიანი დაქირავებული ლობისტების საკითხი. აი, ამ ისტერიკას ავყვეთ და რაღაცა ჭეშმარიტების უკანასკნელი ისტანციის როლში გადმოვიყვანოთ ის ყველაფერი, რითაც შარშანწინაც იყვნენ დაკავებული, შარშან და ახლა აქვთ ბოლო გაფართხალება. ივნისში ევროპარლამენტის ახალი არჩევნებია და დავთვალოთ ივნისის ბოლოს, რა ძალები შევლენ ამ შემადგენლობაში, იქნებიან თუ არა ახალი, ჯანსაღი, კონსერვატიული, ტრადიციული მიდგომების მქონე ევროპელი პოლიტიკოსები.
ჩვენ არ გვანახებენ იმ დანარჩენი 700 ევროდეპუტატის პოზიციას, ზოგიერთის პოზიცია მოდის ჩვენამდე და არის ძალიან ჯანსაღი. ის, რომ საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია რასაც აკეთებს, მაგრამ ჩვენ რატომღაც ამ მოთხოვნებს სანქციებზე, შანტაჟს და დაშინებას ვაძლევთ ისეთ ელფერს, რომ თითქოს გადაწყდა ყველაფერი. თქვენს მკითხველს ვარწმუნებ, რომ არც ვიზა-ლიბერალიზაციას ემუქრება რამე, არც სტატუსის წართმევა ემუქრება საქართველოს და არც მომავალი. შემდგომ ეტაპზე ევროინტეგრაციაზე საქართველოს წინსვლის პროცესს არ ემუქრება არაფერი. ამას ყველა დაინახავს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
შესაძლოა, ამდენი მხრიდან ზეწოლას ამჯერად არ ელოდნენ, თუმცა, მგონია, რომ ვიღაცეებთან და სადღაც გარკვეული აქვთ ეს თემა და სიურპრიზი არ გველოდება კანონის მორიგი გაწვევით.
პოლიტიკაში ვა-ბანკზე მაშინ მიდიან, როცა სხვა გზა აღარაა. ოცნებას კი ნამდვილად არ უჭირს ელექტორალურად, რომ დიდ რისკებზე წასულიყო. ისეც არ არიან ყველაფრის სასწორზე შემომდები ტიპაჟები.
არ არსებობენ მეგობრები პოლიტიკაში, არა!
თუ ვერ გამოგიყენეს, ეცდებიან გაგანადგურონ.
ღმერთო დაიფარე საქართველო, ამ ძნელბედობის ჟამს.
ასე რომ, "კარგი საქმე" არ უნდა დავუკარგოთ ნაცბოზბანდას!