„ევროპელმა პატიოსანმა ექსპერტებმა წლების წინ დაწერეს ანგარიში, რომ ენჯეოკრატია აფერხებს ქვეყნის განვითარებას საქართველოში“

„ევროპელმა პატიოსანმა ექსპერტებმა წლების წინ დაწერეს ანგარიში, რომ ენჯეოკრატია აფერხებს ქვეყნის განვითარებას საქართველოში“

თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი შედეგით იზომება, რა არის პოლიტიკურად ანგაჟირებული არასამთავრობოების საქმიანობის შედეგი?! გარეშე თვალით რომ შევხედოთ პროცესებს, „ენჯეოები“ ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას ისე ითხოვენ, რომ ავიწყდებათ ქვეყნისთვის სახელის გატეხვა, რევოლუციურ რელსებზე პროცესების გადაყვანა, საკუთარი სამშობლოს დასანქცირების მოთხოვნა ეს ყველაფერი პოტენციური ინვესტორების დაფრთხობას ემსახურება.

ყველასათვის ცნობილია, რომ უცხოელები უპრობლემოდ, ანუ კონკურსის გარეშე აფინანსებენ ე.წ. ელიტარულ არასამთავრობოებს და წლიდან წლამდე უმტკიცებენ გრანტებს ისე, რომ სხვა ახალბედა არასამთავრობოებს ამ მოჯადოებულ წრეში შეღწევის საშუალებას არ უტოვებენ. სამაგიეროდ, ეს მუდმივი „ენჯეოები“ უსიტყვოდ ახორციელებენ უცხოელი დონორების პოლიტიკას და პოტენციურ ინვესტორებს უკარგავენ ქვეყანას.

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული „ენჯეოები“ ჩართულნი იყვნენ სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რითაც ზიანი მიადგა ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. კობახიძის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ ყოფილიყო, ენჯეოებს ძალიან გაუჭირდებიდათ თავხედური მოქმედება.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა, რთული იყოს სათქმელად, რა კონკრეტული ეკონომიკური ზიანი მიაყენეს არასამთავრობოებმა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ თვით ევროპელმა პატიოსანმა ექსპერტებმა წლების წინ დაწერეს ანგარიში, რომ ენჯეოკრატია აფერხებს ქვეყნის განვითარებას საქართველოში.

„ამას რომ იტყვის ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ყველაზე ცნობილი ანალიტიკური ცენტრი, მას ვერ დააბრალებ პრორუსულობას. ევროპელი ექსპერტების ანგარიშში აღწერილია, რომ ენჯეოები ბლოკავენ იმ იმპულსებს, რაც სამოქალაქო საზოგადოებიდან, ხალხიდან მიდის მთავრობისკენ და თვითონ ახდენენ იმიტაციას, გინდა თუ არა, ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოებაო, რაც ტყუილია. იმ ანგარიშში ეწერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ, ერთი და იგივე ენჯეოები როგორ არიან ამდენი წელიწადი და როგორ ფინანსდებიან ერთი და იმავე დონორების მიერ?! რა ხდება, უკვე ენჯეოების პროფესია ჩამოყალიბდა? ამხელა ანგარიში რომ დაიწერა და გამოქვეყნდა „ენჯეოების“ შესახებ, ენჯეოებში ყველამ იცის ინგლისური, პასუხი რატომ არ გასცეს და არ დაწერეს, რომ არასწორია ეს ანგარიში? ერთ მათგანს არ ამოუღია ხმა, გაისუსნენ. რატომ? იმიტომ, რომ სიმართლე წერია. ამ ენჯეოებში მოსაგვარებელი იყო პრობლემა და დღესაც მოუგვარებელი რჩება. გავრილოვის არ იყოს, მოწმენდილ ცაზე გავრილოვი „ნაცებს“ ჩამოჰყავდათ, ლამის ტუჩებში კოცნიდნენ, გიგი წერეთელი და სხვები მეგობრობდნენ მასთან, ატარებდნენ აქ ფორუმებს, მაგრამ რომ შეიყვან პარლამენტის დარბაზში გავრილოვს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვამ, ხომ უნდა იცოდე, რა შედეგს მიიღებ? წაიყვანე კაჭრეთში, წაიყვანე „ამბასადორში“, კაციშვილი ხმას არ ამოიღებს“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.

ანალიტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს, რომის პაპზე მეტი კათოლიკე იყოს და ეკოლოგიური წონასწორობისა და ბუნების დაცვის საბაბით ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლოს. ეს არასამთავრობოების ზოგადი პრობლემაა, მაგრამ სასწორის ორ პინაზე უნდა დაიდოს, რა უფრო უპირატესია - ის ეკონომიკური სარგებელი, რასაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციით თუ პოტენციური ზარალი?!

ანალიტიკოსის აზრით, მოწოდებები არასამთავრობოების მხრიდან, დაასანქცირეთ საქართველოო, აფრთხობთ პოტენციურ ინვესტორებს. მსოფლიოში მიმდინარეობს ფარული კონკურენცია, მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე უცხოური ინვესტიციების მიწოდება და, თუ ვერ მოხერხდება საქართველოს პოტენციალით ინვესტორების დაინტერესება, ეს ინვესტიციები გადამისამართდება სხვა მიმართულებით, სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, სადაც მეტი დაცულობა და სიმშვიდე იქნება.

„კატეგორიულ ტერმინოლოგიას მოვერიდები და ვერ ვიტყვი, რომ არასამთავრობოების მხრიდან ეს გამიზნული დივერსიაა, მაგრამ შესაძლოა, ეს არაკომპეტენტურობის გამო მოსდით, შეიძლება მიზანმიმართულად ვიწრო ეგოისტური ზრახვები ამოძრავებთ, ყოველ შემთხვევაში, ეს ისეთი ნაბიჯია, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის საშუალო და გრძელვადიან ინტერესებს. სახელმწიფოს იმის შესაძლებლობა და უფლება აქვს, გარემოსთვის მიყენებული ნეგატიური ფაქტორების მინიმალიზაციისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტს, მათ შორის, ფულად, სანქციურ ბერკეტებს მიმართოს და ამით მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ზარალი. როდესაც ინვესტიციებთან დაკავშირებით ყალიბდება ნეგატიური მოსაზრება ქვეყნის შიგნით მოქმედი ინსტიტუტებიდან, რა თქმა უნდა, უცხოელი ინვესტორებიც სიფრთხილეს იჩენენ“, -აცხადებს სოსო არჩვაძე ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ მთავარი გამჭვირვალობაა.

„მაგალითად, მე ოჯახის უფროსი ვარ და რამდენიმე შვილიდან ერთს მივეცი, სიტყვაზე, 120 ლარი, ამ 120 ლარიდან ხომ უნდა ვიცოდე, თანხა რაში დაიხარჯა? ხომ უნდა მოვკითხო ამ თანხის ხარჯვის შესახებ და ჩემს მეუღლეს და დანარჩენ შვილებსაც ხომ უნდა ვუთხრა, რა თანხა მივეცი ერთ შვილს და რაში დაიხარჯა ეს თანხა. თუ შენ კარგი კაცი ხარ, თუ მამაძაღლობას არ ეწევი და ე.წ. ატკატებთან არ გაქვს საქმე, რატომ გაფრთხობს გამჭვირვალობა? გამჭვირვალობა ხომ ნიშნავს, გაასაჯაროვო, რამდენი თანხა დახარჯე და რაში დახარჯე, არც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ეს გამჭვირვალობა, მხოლოდ და მხოლოდ თანხების გამჭვირვალობაა“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for?ge-სთან საუბრისას.

არაგველი641 ჩვენი მთავრობა ბევრს ცდილობს პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ არც ბოზბანდა არ ჩამოუვარდება ქვეყნისათვის კარგი საქმეების კეთებაში. ყველაზე კარგი საქმე რაც მაგათ გააკეთეს, იყო ის, რომ მაგ კანონს დაარქვეს "რუსული", რამაც გამოიწვია ყველა ძაღლისა და მამაძაღლის გამოაშკარავება! შესაბამისად მოსახლებაც უფრო მეტად გახდა ინფორმირებული და ჩვენი სასახელო მთავრობაც გახდა ბრძოლაში უფრო თვითდაჯერებული!
ასე რომ, "კარგი საქმე" არ უნდა დავუკარგოთ ნაცბოზბანდას!
6 თვის უკან