„ფოტიგას, რომელმაც სააკაშვილის ოჯახისგან რამდენიმე მილიონი ჰონორარი მიიღო, რა მოუპრიანებს თავში, ამაზე არაა დამოკიდებული ევროკომისიის გადაწყვეტილება“

„ფოტიგას, რომელმაც სააკაშვილის ოჯახისგან რამდენიმე მილიონი ჰონორარი მიიღო, რა მოუპრიანებს თავში, ამაზე არაა დამოკიდებული ევროკომისიის გადაწყვეტილება“

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციები განიხილონ. ასევე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შემოწმების რეკომენდაციაა მოცემული. ტექსტში ევროპარლამენტარებისთვის და ქართველი ხალხისთვის კარგად ნაცნობი კიდევ ერთი გვარი და სახელია - მიხეილ სააკაშვილი. დეპუტატები ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ. სტრასბურგში სესიას მიხეილ სააკაშვილის დედაც ესწრებოდა. გიული ალასანია ევროპარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ევროპარლამენტარებთან იყო ასევე ნიკა გვარამია, რომელსაც დეპუტატები „მედია მენეჯერად“ მოიხსენიებდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ლობისტების ინიცირებული დოკუმენტი ღირებული ვერ იქნება, რადგან ის კონკრეტულ მიზნებს ემსახურება. შალვა პაპუაშვილი რეზოლუციას ევროპარლამენტის სამწუხარო ისტორიას და რუსული პროპაგანდის მაგალითს უწოდებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი კი ამბობს, რომ არც ქვეყნის ევროინტეგრაციას და არც ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება. ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მინისტრის შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებულია, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. დარჩიაშვილის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტი არ წყვეტს და ევროკომისიამ უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა კანონის გავლენას სავიზო ლიბერალიზაციის პროცესზე.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ასეთ ლობიზზმში, სადაც რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც ჩნდება, დიდი თანხაა დახარჯული. მისი თქმით, ამ ევროპარლამენტარებს წარმოდგენა არა აქვთ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობაზე და დამოკიდებულებაზე. მათთვის მთავარი ლობიზმში აღებული ფული და დაკისრებული მოვალეობის შესრულებაა.

„როგორც კი ევროკავშირში გაჩნდება გამჭვირვალობის კანონი, კიდევ უფრო ბევრ რამეს გავიგებთ ღიად, თუ როგორ იღებენ ეს ადამიანები ანტიქართული განწყობის გაღვივებაში ფულს. რაც შეეხება თავად ამ რეზოლუციას, ბუნებრივია, ეს არის ნაცლობისტების მიერ ინიცირებული და შესწორებული რეზოლუცია. ისინი ცდილობენ, ჯერ კიდევ „ნაცმოძრაობის“ დროს აღებული ჰონორარები გაამართლონ. საქართველოდან მოპარული მილიონებით დღემდე ფინანსდებიან კონკრეტული დეპუტატები, რომელთა მოსყიდვაც შესაძლებელია. ევროკავშირში ეს კანონი უკვე ამოქმედებული რომ იყოს, ძალიან კარგად გავიგებდით, ვისგან და რამდენს იღებს ქალბატონი ანა ფოტიგა ან, მაგალითად, კრამონი და კუბილიუსი. შესანიშნავად გვეცოდინებოდა ეს ყველაფერი და ამას უფრო ადვილად დავამტკიცებდით. ახლა მათი პოლიტიკური პოზიციიდან ძალიან კარგად ვიცით, რას ემსახურებიან“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ამ ადამიანებს წარმოდგენა არა აქვთ, სინამდვილეში საქართველოში რა ხდება, ქართველი ერი რას ფიქრობს და რა უნდათ.

„ევრონესტის“ დეპუტაციაში ვიყავი საქართველოდან 4 წლის განმავლობაში და ყოველთვე, რამდენჯერმე მიწევდა ამ ევროკავშირის დეპუტატებთან კამათი, რომ საქართველო საბოლოოდ ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. თავიდან ძალიან დიდი დაპირისპირება იყო ამაზე და ისინი კატეგორიულად წინააღმდეგები იყვნენ, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავმხდარიყავით. ამ ადამიანებთნ რომ ვსმჯელობდი, ერთადერთი განცდა მიჩნდებოდა, რომ წარმოდგენა არა აქვთ საერთოდ რა ხდება თავისი სოციუმის იქით. საქართველოზე რომ გეკითხა და იმაზე, სად არის კავკასია, იმასაც ვერ გეტყოდნენ. ეს ადამიანები ამ ყველაფერს ჰონორარის გამო აკეთებენ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამას არ უნდა დავუწყოთ ყურება, როგორც ტრაგედიას და რაღაცა სერიოზულ გამოწვევას.

„ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროპარლამენტის არქივში მსგავსი რეზოლუციები ათეულობით დევს. რა მოუპრიანებს თავში ფოტიგას, რომელმაც რამდენიმე მილიონი ჰონორარი სააკაშვილისგან და მისი ოჯახისგან მიიღო, ნამდვილად არ არის ამაზე დამოკიდებული ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილება. ევროპარლამენტარები პოლიტიკურად უფრო თავისუფალ რეჟიმში არიან, ამბობენ ისეთ რამეს, რომელზეც პასუხს არავინ მოსთხოვს - პოლიტიკური განცხადებაა და მორჩა. თან ჩვენ ისე გვიყურებენ, თითქოს საქარათველოს დირექტორები იყვნენ. აბა, გერმიანიაზე, საფრანგეთზე ისაუბრონ ასე, ხომ ენას ამოგლეჯენ მათივე კოლეგები. ხოლო ვინც ევროკავშირის მაღალჩინოსნები არიან, ასეთ გადაწყვეტილებებს ევროპარლამენტარების სურვილების გამო არ იღებენ“, - ამბობს ახვლედიანი. 

ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ ამ რეზოლუციასაც იგივე ბედი ელის, რაც აქამდე მიღებულ დანარჩენ რეზოლუციებს, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ამ რეზოლუციას რეალური სახე მისცეს და მხარი დაუჭიროს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ აბსოლუტრად იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ გვარამიას არანაირი მორალური უფლება არა აქვს ისაუბროს ადამიანის უფლებებზე. ასევე ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის ამ რეზოლუციაში მოხვედრა, ხელისუფლებას კვლავ საშუალებას აძლევს, რომ ევროპარლამენტარები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში დაადანაშაულოს.

„დღემდე ვერ შეძლეს იმის ახსნა ჩვენს პარტნიორამდე თუნდაც დანარჩენმა ოპოზიციამ, რომ ნიკა გვარამია და სხვა სააკაშვილის სისტემასთან უშუალო კავშირში მყოფი პირები, საქართველოს მოსახლეობაში არ სარგებლობენ ავტორიტეტით და მხარდაჭერით. რა თქმა უნდა, წამგებიანია, როცა ევროპარლამეტში გვარამია გამოდის და დემოკრატიაზე ლაპარაკობს. ასევე, იმ ამბების შემდეგ, როცა სააკაშვილი ვითომ კვდებოდა და არაერთი რეზოლუცია მიიღეს, ამ რეზოლუციაში მისი გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ ჩნდება. რა ვიცი, რომელი დემოკრატი გვარამიაა?

ხელისუფლება ნებისმიერ ამ ფაქტს გამოიყენებს და პოლიტიკურად მომგებიან პოზიციაში იქნება. მე არ ვიცი, ევროკავშირის ელჩს მაინც რატომ არ ეუბნებიან აქ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ან გვარამიას მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება როგორია? ეს ხომ ამ ელჩმა უნდა იცოდეს და ერკვევოდეს ჩვენს შიდა პოლიტიკში. ასეთ სახეებს რაც უფრო წინ წამოწევენ ჩვენი პარტნიორები და სააკაშვილის გათავისუფლებაზე ისევ ისაუბრებენ, ეს ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, თუ ამ ფაქტებს გავითვალისწინებთ, ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებში დეტალურად არ არიან ჩახედულები, რაც ოპოზიციურ ამომრჩეველში აგრესიას იწვევს.

ლევკოთეა ევროპარლამენტარებს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, თუ რა განწყობაა ჩვენთან. არაფერში სჭირდებათ ამის ცოდნა. იღებენ ფულს სააკაშვილის ლობირებაში და რაში აინტერესებთ სიმართლე? სიმართლის ლობირებაში ხომ ფულს არავინ გადაუხდით.
თან, ხვალ-ზეგ არჩევნებია მათთან. ან იქნებიან კიდევ თაფლის კასრთან და ან არა. მოსწრებაზეა ყველაფერი ცხოვრებაში. რაღა დროს სიმართლეში გარკვევაა.
თონე სანამ ცხელია, მჭადი მანამდე უნდა ჩააკრა.
6 თვის უკან
არაგველი641 ჩვენი მთავრობა ბევრს ცდილობს პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ არც ბოზბანდა არ ჩამოუვარდება ქვეყნისათვის კარგი საქმეების კეთებაში. ყველაზე კარგი საქმე რაც მაგათ გააკეთეს, იყო ის, რომ მაგ კანონს დაარქვეს "რუსული", რამაც გამოიწვია ყველა ძაღლისა და მამაძაღლის გამოაშკარავება! შესაბამისად მოსახლებაც უფრო მეტად გახდა ინფორმირებული და ჩვენი სასახელო მთავრობაც გახდა ბრძოლაში უფრო თვითდაჯერებული!
ასე რომ, "კარგი საქმე" არ უნდა დავუკარგოთ ნაცბოზბანდას!
6 თვის უკან