რა გავლენას მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე თუკი რამდენიმე ევროპარლამეტარის მოთხოვნა რეალობად იქცა და საქართველოს ხელისუფლება, ქვეყანა საქნციების ქვეშ მოექცა? შეცვლის თუ არა ამის შემდეგ ხალხი დამოკიდებულებას ურეიტინგო ოპოზიციის მიმართ და გახდება თუ არა რადიკალურად მიუღებელი „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, იმდენად მისაღები, რომ მას უკან ხელისუფლებაში დააბრუნებს?! რას ელის ქართული ოპოზიციას პოლიტიკური დივიდენდის სახით დასავლეთიდან და რა გავლენა ექნება ამას მოსახლეობაზე?
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი და ახლანდელი ლობისტი ევროპარლამენტარები საქართველოს სახელმწიფოს პირდაპირ შანტაჟზე არიან გადასულები. მათ თავი ქართველი ხალხის დირექტორად მიჩნიათ და ჰგონიათ, რომ თუკი სანქციებს დაუწესებენ ქვეყანას, მოსახლეობა აზრს შეიცვლის და ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალურ მოძრაბას“ დააბრუნებენ. მათი თქმით, საქართველოს მიმართ ვასალური დამოკიდებულება, უკვე დეკლარილებულ სახეს იღებს, მით უმეტეს, როცა გვერდით სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი ნიკა გვარამია უდგათ და მას მედია მენეჯერად მოიხსენიებენ. ამით ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკის აზრზე არ არიან და იმაზე, რა დამოკიდებულება აქვს ხალხს გვარამიას მიმართ.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ, პირველ რიგში, ევროპარლამენატრებისგან მიღებულმა რეზოლუციებმა მაშინ დაკარგეს აზრი ქართველი ხალხისთვის, როცა სააკაშვილის გათავისფლებას ითხოვდნენ და ყველა რეზოლუცია, რომელიც რადიკალური ძალების მხარდამჭერია, ქართველ ხალხზე არანაირი გავლენა არ ექნება.
„საინტერესო ისაა, რომ 700-მდე ევროპარლამენტარიდან 15 კაცი გამოვიდა და ზუსტად იმ ტექსტებით საუბობდნენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. ხალხი, რომელიც ითხოვს, რომ სააკაშვილი გაათავისუფლეთ და ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეთო, არ მგონია, საერთოდ, ქართულ პოლიტიკის გონზე იყვნენ. აქედან ჩანს უკვე რა დონის სპეკულაციებთან გვაქვს საქმე. ასეთი გადაწყვეტილება და რეზოლუციის მიღება პირიქით, ჩვენს ქვეყანაში ხელს რადიკალიზმის გაღვივებას შეუწყობს. საქართველოში კი ეს მოსახლეობის დიდ ნაწილში ძალიან დიდი უსამართლობის შეგრძნებას იწვევს. ამიტომ თუ ასეთი მწვავე გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც ივანიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება ჰქვია, ეს მოსახლეობაში უკურეაქციას გამოიწვევს. ჰიპოტეტურად რომ დავუშვათ და მართლა სანქციების პაკეტი დაუწესონ ჩვენს ხელისუფლებას, ქვეყანაში ისეთი დონის პოლარიზაციას შექმნიან და ანტიევროპულ განწყობებს გააჩენენ, რომ მათთვის უარესი იქნება“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარი კუბილიუსი და მისნაირები, საქართველოში სერიოზულ ანტიევროპულ განწყობებს აღვივებენ. ქადაგიძე ამბობს, რომ იქ სადაც ნიკა გვარამიას გმირად ასაღებენ, იმათ არც ერთ ნათქვამს ქართველი ხალხი არ დაიჯერებს.
„ეს ნაძირალა პიროვნება ვინ იყო დღემდე კარგად იცის ქართველმა ხალხმა. ჰიპოტეტურად, ეს სანქციები, შესაძლოა, იმ მდუმარე უმრავლესობისთვის ბიძგი გახდეს და არჩევნებზე გამოვიდნენ. შესაძლოა, ამით ოპოზიცია კიდევ უფრო დააზარალონ. ახლა ხომ ცდილობენ, რომ ამ რეზოლუციებით ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ოპოზიცია გააცოცხლონ, სანქციების შემთხვევაში, ეს პირიქით იმუშავებს. ნაციონალების ისევ უკან დაბრუნების შიშით, ოპოზიცია უარეს შედეგს მიიღებს. აბა, ამ ევროპარლამენტარებმა გამოკითხონ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მათ გვარამია მედია მენეჯერი ჰგონიათ? ეს ხომ ჩვენი შიდა პოლიტიკის საერთოდ არცოდნაა. ხომ აბსურდია, რომ სადღაც დამოუკიდებელ ქვეყანაში ხელისუფლებამ კანონი მიიღოს და ამ კანონის გამო მთავრობის წევრები დაასანქცირონ ან ქვეყანა. თუ ევროპიდან დაფინანსებას შეგვიწყვეტენ, ეს ხომ ქვეყნის დასანქცირება იქნება“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ღია მხარდამჭერები არიან, ცდილობენ ეს რეზოლუცია 29 აპრილს დაამთხვიონ, რომ მერე რადიკალებმა საკუთარ ტელევიზიებში ამაზე იყაყანონ.
თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ევროპარლამენტში არის ევროპარლამენტარების ჯგუფი, რომლებიც არა საქართველოს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები არიან. ბოჟაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ მათ ქართველი ხალხი უკვე კარგად ცნობს და მათგან ეს განცხადებები უკვე აღარავის უკვირს.
„ივნისში ვიცით, რომ ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდება და ბევრი მათგანი, შესაძლოა, საერთოდ, ევროპარლამენტის წევრი ვეღარ გახდეს. ამიტომ ასეთი განცხადებები მნიშვნელოვანია და ყურადსაღებია, თუმცა ეს არის ტყუილის და დეზინფორმაციის ტირაჟირება. ევროპარლამენტის არაერთი როზოლუცია გვინახავს, მაშინაც მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შესახებ ერთი სიტყვა არ ეწერა მართალი. ამიტომ, ბუნებრივია, ის რეზოლუცია რეზოლუციად დარჩა და არავის აღარ ახსოვს. ეს მოწოდებები და რეზოლუციები ამის იქით არ წასულა, ამიტომ არ ველი, რომ მათი სურვილი რეალობად იქცევა. ბუნებრივია, ეს პროცესი შორს ვერ წავა, რადგან ივანიშვილის და დანარჩენი ხელისუფლების წევრების დასანქცირების არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს. ეს ხალხი, რომლებიც ევროპელობას იბრალებენ, ტყუილის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი თავად არიან. ამიტომ ქართველ ხალხშიც მათ ტყუილებს გავლენა არა აქვს. გარკვეულწილად გულს იფხანენ, მაგრამ მათი დამაჯერებლობა იქ სრულდება, როცა გვარამიას დემოკრატიის დამცველად ასაღებენ“, - ამბობს ბოჟაძე.