„არჩევნების შეფასებას აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და, მეტ-ნაკლებად, დემოკრატიული ქვეყნები ირჩევენ ამ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ მის მიერ ჩატარებულ არჩევნებში ეჭვი არავინ შეიტანოს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან ინტევიუში განაცხადა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია, ხელისუფლებამ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას: „ვფიქრობ, ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ, რომ არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებით. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს“, - აღნიშნა დეგნანმა, რომლის განცხადების თარგმანიც „ფორმულამ“ გაავრცელა.
როგორ შეაფასებთ აღნიშნულს, ბატონო ვახტანგ?
- ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა, მოიწვევს საერთაშორისო დამკვირვებლებს თუ არა - ხელისუფლებას უღირს მათი მოწვევა ან არმოწვევა. თუ არ იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, ან უარს იტყვიან მათ მოწვევაზე, ჩვენი პარტნიორების მხრიდან დღის წესრიგში დადგება არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი - რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება, თავისუფალ გარემოში და რამდენად კონკურენტუნარიანი იყო. ამის შეფასებას აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და, მეტ-ნაკლებად, დემოკრატიული ქვეყნები ირჩევენ ამ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ მის მიერ ჩატარებულ არჩევნებში ეჭვი არავინ შეიტანოს. მათ შორის, დამკვირვებლებს ირჩევენ შტატებიც - ეს არის დამკვიდრებული წესი.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გრძელვადიანი მისიები უკვე მოიწვია...
- ერთია, მოწვევა და მეორე - ჩამოვლენ თუ არა. ეს კიდევ ცალკე პრობლემა შეიძლება გახდეს თუ წინასწარ თვლიან, რომ არჩევნები უკვე ცუდად მიდის. გრძელვადიან დამკვირვებლებზე იყო საუბარი და ალბათ, დღე-დღეზე უნდა გადაწყდეს ეს თემა, მოიწვევენ თუ არა, როგორი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და ა.შ. არიან ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლები - არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოდიან და არჩევნებს აკვირდებიან. ასე შეთანხმება და ხელისუფლების განცხადება იყო, რომ ისინი თანახმა იყვნენ გრძელვადიანი [მისიები] მოეწვიათ ქვეყანაში.
და მაინც, რამდენად შეიძლება წავიდეს „ქართული ოცნება“ საერთაშორისო დამკვირვებლების არმოწვევაზე და რა შედეგს მოიტანს ეს?
- არ მგონია „ქართულ ოცნებას“ მათი მოწვევა გადაეფიქრებინა, რადგან ეს იქნებოდა უარის თქმა ყველაფერზე. თუ შენ ევროპაში გინდა და დამკვირვებლები არ მოგყავს, თავად წააგებ - არჩევნების შედეგები იქნება ლეგიტიმაციის გარეშე. შესაბამისად, რთული წარმოსადგენია, რომ ამას რაიმე პოზიტიური მოჰყვეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მოწვევა აქედან აუცილებლად იქნება.
ამ პროცესმა, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, უკვე საკმაოდ დააზიანა ქვეყნის საგარეო იმიჯი, მით უმეტეს ჩვენს პარტნიორებში. თანაც ვხედავთ, რომ პროტესტი მზარდია. თუ 5 წლის წინ პროტესტი იყო საშუალო და უფრო ხანდაზმული ასაკის ჭარბობდა ამ პროტესტანტებს შორის, დღეს საოცრად გაახალგაზრდავებულია, რაც ძალიან სასიამოვნოა - სტუდენტობა ჩაერთო და ეს პროტესტი იქნება მზარდი. ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ ჩვენი მეგობრებიც და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაც.
ყველაფერი შეიძლება მიბმული იყოს ამ კანონზე. ის, რაც დეგნანმა თქვა, იგულისხმება საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვლენ თუ არა - ამ მოწვევას მიიღებენ თუ უკვე ჩათვლიან, რომ ხელისუფლება გავიდა ამ ფარგლებიდან და აღარ ღირს არჩევნებისთვის დაკვირვება.
ოცნების კი არა, სააკაშვილის და ედიკას დროსაც კი მუდამ დამკვირვებლები იყვნენ არჩევნებზე.
ისე, ის ცხონებული ჟვანია და მისი ,,კამანდა" იყვნენ ძალიან ნიჭიერები გაყალბებაში ედიკას დროს. ისეთ ხვრელებს ტოვებდნენ კანონებში, შედი და იგულავე, გააყალბე, როგორც გინდა, პირდაპირი და ირიბი გზებით. ჯერ მარტო, გაყალბებების მატრიარქი, გოგორიშვილი რად ღირდა.