რა არის 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეკრების მიზანი და რა იქნება ბიძინა ივანიშვილის მთავარი სათქმელი, რომელიც ამ შეკრებას დაესწრება? მმართველი გუნდის ინფორმაციით, საყოველთაო შეკრების თხოვნა მხარდამჭერებისგან მიიღეს. მმართველი პარტიის თქმით, მაშინ როდესაც „ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას კი, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს და, ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია, ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ და პრეზიდენტი ხალხის სახელით საუბრობენ - ეს არა მარტო მათ მომხრეებში, არამედ საზოგადოებაში, სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.
ოპოზიციაში აღნიშნული შეკრება კი საზოგადოების გაყოფისკენ და დაპირისპირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შერაცხეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, განსაკუთრებით ეს საფრთხის შემცველი მაშინ იქნება, თუ სწორედ 29 აპრილს ჩაინიშნება კანონპროექტზე მეორე მოსმენა.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ, საზოგადოებას შორის დაპირისპირებაზე საუბრით, ოპოზიცია წინასწარ ცდილობს 29 აპრილს დაანონსებული აქციის დისკრედიტაციას.
საქართველოში ხელისუფლების წყარო ხალხია და ის ყველამ უნდა დაინახოს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, მოსახლეობას კი მეტი ინფორმაცია სჭირდება. სამთავრობო გუნდში კიდევ ერთხელ თქვეს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ გეგმავენ.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ რასაც სოციალურ ქსელებს აკვირდება, ამ შეკრების ინიციატორი ის მილიონზე მეტი ადამიანია, რომელიც, ტრადიციულად, მხარს „ოცნებას“ უჭერს.
„შეურიაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს, „ოცნების“ ამომრჩეველში ამ შეკრების მოტივი და სურვილი რამხელაა. ჩემი აზრით, ეს ძალიან გასათვალისწინებელი ფაქტია „ქართული ოცნების“ მხრიდან. პარტია იმ ადამიანების უმრავლესობას ყოველთვის უნდა უსმენდეს, რომელიც მას მხარს უჭერს. რასაც ვაკვირდები, ჯერ კიდევ შარშანდელი მარტიდან მოყოლებული, როდესაც ეს აქციები იყო, საზოგადოების დიდი ნაწილში გარეთ გამოსვლის მოთხოვნა იყო. ამის მიზანი კი ის არის, რომ ამ ხალხს სურს იმ ადამიანებს თვალებში ჩახედოს, ვინც ამ ქვეყანაში იმიჯს იქმნიან, თითქოს ხალხის უმრავლესობა მათ მხარეს არის. ეს ხომ რეალობას არ შეესაბამება?! „ნაცმოძრაობა“ სატელიტი მედია საშუალებებით თუ ენჯეოებით, ქმნის ისეთ ილუზიას და განწყობას საზოგადოებაში, თითქოს ქართულ პოლიტიკაში რაღაცა ტონის მიმცემები ისინი არიან. 29 აპრილს კი 100 ათასამდე ქართველი ქუჩაში გამოვა და ამ აბსურდს, სადაც 500 და 1000-იანი კაცის ისტერიკა ჰქვია, წერტილს დაუსვამს“, - ამბობს ახლედიანი.
ექნება თუ არა ამ აქციას დანარჩენ ნეიტრალურ მოსახლეობაზე გავლენა და მოახდენს თუ არა მათ დარწმუნებას იმაში, რომ „ოცნება“ არ იღებს ე.წ. რუსულ კანონს, ახვლედიანი ამბობს, რომ თუ ვინმე ახლა კიდევ ორჭოფობს და ჰგონია, რომ ოპოზიცია მართალია, ის 29 აპრილს ამ აზრს შეიცვლის.
„ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ მეორე მხარეს არის ათასობით ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ენა, მამული და სარწმუნოება. ის ვინც მიიჩნევს, რომ ელგბტ გარყვნილება არ არის და ასე უნდა იყოს, ისინი ამ 500-კაციან ტვინგარეცხილი ენჯეოების აქციაზე იქნებიან. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა გადარჩება მხოლოდ იმ ტრადიციების და ოჯახის ფასეულობების დაცვით, რომელმაც წლებია გადაგვარჩინა, ამ აქციაზე იქნება ათასობით ხალხთან ერთად. მთავარი აქ ერთი რამ არის, უნდა იყოს თუ არა გამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. მესამე სექტორი, მათი დონორები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც აქედან დაფინანსებას იღებენ, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ ეს ფინანსები გამჭვირვალე არ უნდა იყოს. სწორედ ამ აქციაზე იდგება ის ხალხი, რომელიც ამბობს: დიახ, გამჭვირვალობა არის ევროპა, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელიც ევროპაში არსებობს“,-ამბობს ახვლედიანი.
ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ 29 აპრილს შეკრება ქართველი ხალხის და „ოცნების“ მხარდამჭერების დაკვეთაა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ იმას, რასაც ახლა ქვეყანას ოპოზიცია და მესამე სექტორი სთავაზობს, ცუდის მომასწავლებელია და ქვეყნისთვის კარგად არ დასრულდება.
„გაცილებით უფრო მეტია საღად მოაზროვნე ადამიანების რიცხვი, რომლებიც ქუჩაში არ გამოდიან. ეს ადამიანები, რომლებიც ყველა მიხვდა, რომ დაფინანსებულები არიან და საქართველოს ინტერესებს არ ემსახურებიან, უფრო აქტიურები არიან და ამის მოტივიც აქვთ - იმ თანხების დამალვა, რომელსაც ისინი უცხოური დონორებისგან იღებენ. ხოლო ჩვეულებრივი ხალხი, რომელთაც ქვეყანაზე გული მართლაც შესტკივათ, სახლში სხედან. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ამ პროცესებს უყურებს, ნერვები ეშლება და არ იცის რა ქნას. აუცილებელია იმის ჩვენება, რომ საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი სრულიად სხვა აზრზეა. ეს იქნება კარგი ლუსტრირება განწყობების, რომელიც რეალურად ჩვენს საზოგადოებაში არსებობს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
კითხვაზე, რისი თქმა სურს ბიძინა ივანიშვილს და აქვს თუ არა მას საზოგადებაზე კვლავ ძველებურად გავლენა, რომ აზრის ფორმირება მოახერხოს, კიკნაძე გვპასუხობს, რომ სწორედ, ივანიშვილის დამსახურებაა, დღეს საქართველოში სიმშვიდე რომ არის. ამიტომ, მას ჩვენს მოსახლეობაში ავტორიტეტი აქვს და სათქმელიც ბევრი დაუგროვდა.
„დღეს ბიძინა ივანიშვილი რომ არ იყოს, ძალიან ბევრი პროცესი სხვანაირად წავიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის საპატიო თავმჯდომარეა, მას გარკვეული კონტროლის მექანიზმი აქვს. თავის სიტყვაში, როცა ის პოლიტიკაში დაბრუნდა, ამაზე მშვენივრად ისაუბრა. მე არ მგონია, რომ მას საზოგადოებაში ავტორიტეტი აღარ აქვს, მით უმეტეს მმართველ გუნდში და მის ელექტორატში. სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა, რომ გარშემო ცეცხლი ანთია და ამ ომის ალში მშვიდობიანად გავდივართ. ჩვენს საქმეს მაინც ვაკეთებთ და ევროინტეგრაციის გზაზე მაინც მივდივართ. მით უმეტეს მივიდივართ, არა მონის მგდომარეობით, არამედ ამაყად და საკუთარი ინტერესების დაცვით. დღეს ევროპას გაცილებით უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ ევროპა. ამიტომ ეს მომენტი კარგად არის დასაფიქსირებელი და ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი წინ უნდა წამოვწიოთ. ვითანამშრომლებთ ევროპასთან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომლის გათვალისწინებაც უნდა მოხდეს“, - ამბობს კიკნაძე.
შეცდომააა ..................... ეს აქცია ხელისუფლების სახელით რო კეთდება
ეს ორგანიზებული უნდა ყოფილიყო არა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ (თამადობით),,,მაგალითად მაღრაძე შათირიშვილი ( არის ხალხი)
ან ხალხის ძალის წარმომადგენლების მიერ
მეორე
ამათ აუცილებლად აუცილებლად აუცილებლად უნდა გაააკეთონ ,,მოდელირებული ქრონიკა,, და გაუშვან 26 მაისის მიტინგის დარბევის კადრები ტიტრებით --------------- დემოკრატიის ფეიერვეკები
თან ის დარბევა ისეთ დღეს უნდა გაუშვან, როცა ამ ნაცების მიტინგი იქნება .... რომ ამ ევროპელებს ის დარბევა ამ ხელისუფლების მიერ მიტინგის
დარბევა ეგონოთ.... რომ მანამ გაერკვევიან კაი ტაშხოშიანად აღშფოთდნენ
და როცა გაიგებენ მართლა სიმართლეს (მიშასეულ დემოკრატიას) ენა ჩაიგდონ... .............ნაცების საქმენი საგმირონიაზე ნე ვიჟუს რომ აკეთებენ
ეს აუცილებლად, აუცილებლად გასაკეთებელია, აუცილებლად
როგორც აქ 13 წლის სტაჟის მქონე და ძალაინ ბევრ ღამეებ ნათენები კაცი...... ვთხოვ იაკობაშვილს---ჩვენს საპატიო ,,დირეხხხხტორს,, (სხვაზე უბრალოდ ხელი არ მიმიწვდება) -------------ეს წინადადება ვინმეს მიაწოდის ოცნებიდან...სხვებს თუ ვერ მიწვდება .ბოლო ბოლო სოზარას მაინც მიწვდება... ისიც ძველი გაზეთჩიკია ადვილად გაუგებენ--მიწვდებიან ერთმანეთს .....
უთხრას მაინც
საღამოს რვა საათზეო
ამათ მიტინგის ჩატარებაც არ იციან
~საღამოს რვაზე კი არა..... ბარემ ათზე დაეწყოთ ათზე