დღეს, წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე განახლებულ ტაძარში მივიდნენ.
მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელები წირვას დაესწრნენ. მათ ტაძარში მისულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მრევლს გიორგობა მიულოცეს.
ტაძარში წირვა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სამხედრო მოძღვარმა (კაპელანმა) და ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა დავითმა აღასრულა.