„ელისაშვილი არის პოლიტიკური მეძავი, რომელიც სიაში მოსახვედრად, თავისიანებსაც კი დაალომბარდებს, პოლიტიკურ კულუარებში არაფერი იმალება...“

„ელისაშვილი არის პოლიტიკური მეძავი, რომელიც სიაში მოსახვედრად, თავისიანებსაც კი დაალომბარდებს, პოლიტიკურ კულუარებში არაფერი იმალება...“

„მართლა მოღალატეები ხართ; არ გაპატიებთ ამას, რასაც აკეთებთ; ერთხელ როგორც გაიტანეთ, ისე გაგატანინებთ კიდევ; თქვენც გაგიტანთ ყველას ხელისუფლებიდან;“ - იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილებოდა, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. დაპირისპირებისა და ხმაურის გამო კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მანდატურებს ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევება სთხოვა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება გააუქმა და ოპონენტები მხოლოდ გააფრთხილა.

თავდაპირველად, დარბაზის დატოვებაზე ოხანაშვილის მითითება მოჰყვა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მომხსენებლის, მამუკა მდინარაძის გამოსვლის დროს ანა ნაცვლიშვილის ხმამაღალ შეძახილებს. ოხანაშვილმა დეპუტატს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა შემდეგ მანდატურებს უთხრა, რომ როგორც დეკანოიძე, ისე ნაცვლიშვილი დარბაზიდან გაეყვანათ. დეპუტატებმა მანდატურებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ანა ნაცვლიშვილმა ევროკავშირის დროშა გაშალა.

მოგვიანებით, მათ შორის სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მოწოდების შემდეგ, ოხანაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და ოპონენტებს უთხრა, რომ შეკითხვების დასმის შესაძლებლობას მისცემს, თუ არ იყვირებენ. სხდომათა დარბაზში ვითარება რამოდჯერმე დაიძაბა. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აცნობდა, მოულოდნელად, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიეპარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ კომიტეტის სხდომა შეჩერდა. ელისაშვილი, რომელიც განაგრძნობდა „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სიტყვიერი შეურაცხოფის მიყენებას, მანდატურმა სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა. მოგვიანებით, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა:

„გაილახა მდინარაძე ხოშიანად. ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს. უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით. ეს კანონი ტ...ში უნდა გავუკეთოთ, ან ქართველები ვართ, ან მონები და არ ვართ მონები. ხომ ნახეთ, ყველას ვაგინებდი. რა მოხდა და მდინარაძეს ჩემი მუშტი მოხვდა იმ რუსულ სიფათში. მე მცემეს, მაგრამ მოვადე პირველი. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. ვისაც საქართველო გიყვართ, გარეთ გამოდით, რა მნიშვნელობა აქვს „ნაცი“, „ქოცი“, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი და არ უნდა შევიდეს ეს კანონი! იმდენი ხალხი მირტყამდა, ბოლოს ვეღარ გავარკვიე ვინ მირტყამდა“.

მოგვიანებით განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რომლის განცხადებით, ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი, რომლის განცხადებით მტკიცებულება აქვს.

„ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში ზის? ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა, ეს „კაცი“, რომელიც ძალიან დიდი ხანია, მიცნობს. ერთი იცოდეთ ყველამ - ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, თავისი რწმენა და ამის გამო ქართველებმა ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ. თორემ მერე სარგებლობენ ასეთი არამზადები და ვითომ კაცობენ.

ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, მაგრამ მე მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით, ეს უნდა დამთავრდეს. ამას საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ, პრობლემა არ გვაქვს. ამ ტიპის ვითომ კაცობა და ასეთი ტიპის მიპარვით ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენ მიმართ. ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წევრები?! ვინ, ალეკო ელისაშვილია პატრიოტი და აქ არიან რუსული ინტერესების გამტარებლები? შევაკვდებით, პირველ რიგში, ჩვენ, რომ იცოდეთ. პირველ რიგში, მე პირადად შევაკვდები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე თავდასხმას რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერები და ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ძალადობის წამახალისებელი პოსტებით ეხმიანებიან და თვლიან, რომ ელისაშვილმა ღირსეული პასუხი გასცა „უღირს რუსეთის მონას“.

სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს ოპერატიულად გამოეხმაურა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებით, „ერთიანობისა და შეტევის დროა“.

პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მსგავს საქციელს ვერასდროს გაამართლებს. „არასდროს მომიწონებია და არც მომავალში მოვიწონებ, ასეთ საქციელს ვერც წარსულში, ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერ გავამართლებ. ზუსტად ამიტომ ვეწინააღმდეგები კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში, რაც მოხდა, ეს გახდება ყოველდღიურობა. სამწუხაროდ, ის, რაც პარლამენტის დარბაზში მოხდა, არის ძალიან მძიმე, მაგრამ ამავე დროს ნათელი დემონსტრაცია, რას მოიტანს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება. რაც ნახეთ - და არ მგონია, რომ მოგეწონათ - ეს მოხდება. ასეთი სამოქალაქო დაპირისპირების, ადამიანების ერთმანეთზე გადაკიდების და იარლიყების მიკერების კანონია ეს რუსული კანონი. ეს რომ არ მომწონს, რუსულ კანონს ამიტომ ვეწინააღმდეგები. დაუშვებელია, სახელმწიფომ მიიღოს კანონი, რომელიც მოქალაქეებს აბრალებს უცხო ქვეყნის მსახურებას და ამაზე აკეთებს რეესტრს, შემოაქვს დასმენის ინსტიტუტი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტის ტრიბუნა არ არის ადგილი, სადაც დეპუტატები მუშტით უნდა უსწორდებოდნენ ერთმანეთს.

„რაც შეეხება, თუ რის გამოც დაიწყო ყველაფერი, ვხედავთ იმას, რაზეც დიდი ხანი ვაფრთხილებდით საზოგადოებას. ეს არის მტრობის კანონი, საზოგადოების დაპირისპირების, გაყოფისა და ჩხუბის კანონი. დღეს დავინახეთ, რა შედეგი მოჰყვა ამ კანონის განხილვას, თორემ ალეკო ელისაშვილიც და მამუკა მდინარაძეც აქ სხედან ოთხი წელია და საქმე აქამდე არ მისულა. არ მესმის, ვის იმედად ვემიჯნებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიის კანცლერს, ევროკავშირს და ვის იმედად ვიწვევთ შიდა დაპირისპირებას, რომელიც გამოიხატებოდა დღეს, როგორც პარლამენტის გარეთ გამპროტესტებელთა რაოდენობით, ასევე პარლამენტის შიგნით. ამას რატომ ვაკეთებთ და რისთვის გვჭირდება, ამისი მოტივი ჯერ არავის აუხსნია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ელისაშვილი არის პოლიტიკური მეძავი, რომელიც „ლელოში“ თუ ხუთპროცენტიან ბარიერთან ახლოს მყოფ სხვა ნაცპარტიაში სიაში მოსახვედრად, თავისიანებსაც კი დაალომბარდებს. ანალიტიკოსი „ქართული ოცნების“ აღშფოთებულ გულშემატკივრებს სთხოვს, რომ ძალადობას ძალადობით არ უპასუხონ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ცხოვრების წესი და მმართველი გუნდის მხარდამჭერები რადიკალურად განსხვავდებიან „ნაცნაძირლებისგან“.

„ალეკო ელისაშვილის დანაშაულზე რომ ვთქვა არაკაცობაა, რბილად ნათქვამი იქნება. ელისაშვილი არის პოლიტიკური მეძავი, რომელიც „ლელოში“ თუ ხუთპროცენტიან ბარიერთან ახლოს მყოფი სხვა ნაცპარტიაში სიაში მოსახვედრად, თავისიანებსაც კი დაალომბარდებს. პოლიტიკურ კულუარებში არაფერი იმალება, ყველაფერია ცნობილი. ძალიან ვთხოვ, „ქართული ოცნების“ აღშფოთებულ გულშემატკივრებს ძალადობას არ უპასუხონ ძალადობით, რადგან ეს არაა დემოკრატიული ცხოვრების წესი და მმართველი გუნდის მხარდამჭერები რადიკალურად განვსხვავდებით ნაცნაძირლებისგან“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ ელისაშვილი წაახალისა სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებულმა შეწყალებამ.

„შენი ხელით „ბოთლიდან“ გამოშვებული უსამშობლო, უსინდისო „ჯინის“ იმედით გააკეთა ამ არარაობამ ის, რაც გააკეთა! ყველა იმის წაქეზებით, ვინც კაცი მეგონა და ვინც გვერდში ჰყავს დღეს ამოფარებული თავის ადმინისტრაციაში! მოიყვანეთ დღეს შოლცები და კრამერები იმ დემოკრატიის დასაცავად, რა დემოკრატიასაც გვიწუნებთ! გაარჩიეთ მათთან ერთად დღეს მდინარაძეზე თქვენი რუსული თავდასხმა!

ხელისუფლებავ! არც ერთი ნაბიჯი უკან! „გულანთებულო“ მონებო! გაგა-ლაზარე-ბინებთ თქვენს არარაობა პრეზიდენტთან ერთად! ვის მოგვწვდება კიდევ თქვენი ბინძური მუშტები? დღეს ელისაშვილს თუ შეარჩენთ მის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს - ხვალ ჩემს შვილს თუ შვილიშვილებს ქუჩაში თავს რომ დაესხას არარაობათა ეს ბრბო - შურისძიებას და ლინჩის წესს მივმართო?“, - წერს დავით ქართველიშვილი.

trampi დღეს 1989 წლის 9 აპრილზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს--- უფრო დიდი და უფრო ვერაგი მტერი გვყავს(ე.წ. კოლექტიური დასავლეთი)
პლიუს ფულზე გაყიდული დიდი რაოდენობის შინაური მტერი!!!!!!!!!!!!!!! მაშინ მარტო გარე მტერი გვყავდა (სსრკ),...... შინაური არა გვყავდა
მოკლედ ეხლა გაცილებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს, გაცილებით მძიმე
ისე ყოჩაღ მთავრობას....კობახიძე პაპუაშვილს ................თუ ესენი იყოჩაღებენ შეიძლება მართლა გავხდეთ დამოუკიდებელი ქვეყანა.....
7 თვის უკან
trampi თუ ეხლა ამერიკამ იღლიაში ბოლომდე ამოგვიდო მაშინ მთელი ეს 35--37 წელი სუ წყალში იყრება
აბა მაშინ რა გვინდოდა რუსებისაგან?-------- ქვეყანა დავანგრიეთ, ტერიტორიები დავკარგეთ, ხალხი განახევრდა, ყველაფერი თავზე დაგვემხო და ეს
ყველაფერი მაშინ რისთვის????
რომ ეხლა ამერიკის უკანალში ამოგვეყო თავი იმისთვიიის?
რათა აქ კაი სუნია, ვიდრე რუსი ვანიას ტრაკშიიი??
იმიტომ იძახოდა პუტინი----- თქვენ დამოუკიდებლობა კი არა პატრონის შეცვლა გდომებიათო ----იმის დასაცინები ვხდებით
მოკლედ სხვა გზა----- არაა ესენი მეშვიდეები უნდა გახდნენ, ,მეშვიდეები!!!!!!!!!!!!!!!!

კაცი წყალში დახრჩობას რომ გადააარჩინეს და დაუწყეს მერე------- აი გადაგარჩინეთ, აი გადაგარჩინეთ, აი გადაგარჩინეთ...ყელში ამოუყვანეს
არ მინდა ესეთი გადარჩენაო და თავისით გადახტა წყალში
თუ ამან უარესი გვიყო რად მინდა ასეთი გადარჩენა
მით უმეტეს ეს გაცილებით ვერაგია, გაცილებით .
7 თვის უკან