„შეწყალება, როგორც პოლიტიკური შურისძიების იარაღი“, - ასე აფასებენ სახელისუფლებო გუნდში და მის მომხრეებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ.
შეწყალების შესახებ კი თავად პრეზიდენტმა განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტრილებას ხელს პროცედურების გავლის შემდეგ, უახლოეს მომავალში მოაწერს.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ბოროტად, იარაღივით იყენებს, რომლითაც ქართულ სახელმწიფოს და ქართულ კანონს აზიანებს. მათი თქმით, შეწყალება პრეზიდენტისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებაა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი კრიმინალების შესაწყალებლად იყენებს. მან ბოლო უახლოეს წლებში ყველა კრიმინალი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და პოლიტიკაში მოიყვანა.
„გადაწყვეტილება მივიღე დღეს დილით, 10 საათზე, არ დაველოდე არც არავის მოწოდებას. ასე რომ, ვერავინ ჩაითვლის ქულებს. მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, არის პროცედურები. გადაწყვეტილება არის მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე. ამაზე ვფიქრობდი რამდენიმე დღე, თუმცა სანამ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მანამდე ვერაფერს გადავწყვეტდი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა „TV პირველთან“ საუბრისას.
თბილის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლით, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში, დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება 12 აპრილს გამოაცხადა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოსთვის საზიანოა. მამრაძე ამბობს, რომ ეს არის კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
„პრეზიდენტმა დადო ფიცი, რომ მან უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოება და ა.შ. თავად ამ ყველაფერს სამაგალითოდ არღვევს. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნისთვის ზიანის მომტანია. გამოკვეთილად სისხლის სამართლის დამნაშავის ასე დემონსტრაციულად და ცინიკურად შეწყალება, პირველ რიგში, პოლიციის შეურაცხყოფაა, შემდეგ კი, სახელმწიფოს და ხალხის. ის არ ყოფილა პოლიტიკური მოტივით გასამართლებული და ფაქტებით არის ეს დადასტრებული. ეს არის წახალისება დანაშაულის და კრიმინალების.
როცა ზურაბიშვილზე ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც მსჯელობენ, რაციონალიზაციის ახსნას ცდილობენ, არადა ეს არის ძალიან რთული ხასიათის ქალბატონი, რომელიც გადაწყვეტილებებს არ იღებს ფიქრის და ანალიზის შედეგად. მან ეს ნაბიჯი დარწმუნებული ვარ „ოცნებაზე“ შურისძიების მინზით გადადგა. ამით სიამოვნებას იღებს და გული მოიფხანა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს ძალიან წამგებიანი პოლიტიკური სვლაა“,-ამბობს მამრაძე.
მისი თქმით, ზურბიშვილი თუ თავის სასარგებლოდ იღებს ამ გადაწყვეტილებას, მას ეს არანაირ პოლიტიკურ დივიდენდს არ მოუტანს, ეს უფრო ჯინაზე გაკეთებული გადაწყვეტილებაა.
„ფრანგებისგან მომისმენია ამაზე უფრო თავნება ქალი არ შეგვხვედრიაო. გარკვეულ წრეებში შესაძლოა მის მიმართ ვიღაცამ მადლიერებ გამოხატოს, მაგრამ ეს მას არანაირ პოლიტიკურ ღირებულებას არ მისცემს. ყველაზე კარგად ეს ქალბატონი რასაც წარმოადგენს, თავად ნაცებმა და მათთან ასოცირებულმა პარტიებმა იციან. როგორც მათ ყველაზე კარგად იციან სააკაშვილი რას წარმოადგენს, ასევე იციან ზურაბიშვილი რაც არის. მთლიანობაში, ქვეყანაში მისი რეიტინგი ვერ გაიზრდება, მაგრამ გარკვეულ ჯგუფებში ის ადგილის გამყარებას ეცდება. თუმცა კიდევ გავმეორდები, ნაცები მას არ ენდობიან და ძალიან კარგად იციან რისი მკადრებელი ქალბატონიც არის“, - ამბობს მამარაძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი ამბობს, რომ ეს არის მთავარსარდლის მხრიდან მართლმსაჯულების სრული უპატივცემულობა და ხაზის გადასმა. ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა, რომელმაც კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო, ახლა კრიმინალების მთავარი იმედი გახდა.
„სადმე ვინმეს გაუგია, რომ ქვეყნის მთავარ სარდალს, ტერორისტი და პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობაში ბრალდებული შეეწყალებინოს?! არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება ამაზე გაკეთდეს. დე ფატქო პრეზიდენტია, რომელიც ყველანაირ კანონს თუ სამართალს აბუჩად იგდებს. ვინც კი სისხლის სამართლის მუხლებით არის დაჭერილი, ამ ქალბატონმა ყველა მათგანი შეიწყალა. კრიმინალები პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლა. მორჩება ეს ნაკადი და, ალბათ, გადავა სხვა მსჯავრდებულების ახალ კატეგორიებზე. ზურაბიშვილი ამით ცდილობს, ოპოზიციურ ფლანგზე როგორმე რაღაცა წონადობა შეემატოს. ამიტომ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, თუკი მას დაავალებენ მიხეილ საკაშვილიც შეიწყალოს. ამ ქალბატონისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ალბათ, ამას უფრო წინასაარჩევნოდ გააკეთებს, რათა ქვეყანაში პროცესები დაიძაბოს და რეიტინგის ფსკერზე მყოფი მომაკვდავი ოპოზიცია ოდნავ მაინც გამოაცოცხლოს. ახლა ამ ნაბიჯის გადადგმას აზრი არ აქვს, მას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პრეზიდენტობის ვადა ეწურება, ამიტომ გედის სიმღერად, ალბათ, ის სააკაშვილის შეწყალებასაც გადაწყვეტს“, - ამბობს ქართველიშვილი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფრით ამიხსნია მისი ასეთი პოლიტიკური თვითგანადგურების რეჟიმში ყოფნა.
აი ქალი აბდალია!!!
იქამდე მიიყვანა იმ აბდალმა საქმე, რომ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა.