დედაქალაქში გამოქვეყნებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პლაკატებზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას მოკვლევა აქვს დაწყებული. პოლიტიკური შინაარსის პლაკატების ავტორები არიან როგორც „ქართული ოცნება“, ასევე ოპოზიცია და ე.წ. ენჯეო სექტორი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს თუ როგორ ხევს ნატა ფერაძე საინფორმაციო პლაკატებს გამჭვირვალობის კანონის შესახებ. ფერაძესთან ერთად აქტიურობდნენ ა-ო ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის განმარტებით, აღნიშნული დაჯგუფების წევრები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და ვერ ხსნიდნენ თუ რატომ არის გამჭვირვალობის კანონი რუსული ან ვისი დაკვეთით ანადგურებდნენ პლაკატებს. მათივე თქმით, აღნიშნული პლაკატები მოსახლეობისთვისაა, რომელიც მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
„ფეისბუქზე“ ბანერების დაბლოკვის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ პლაკატების ჩამოხევაზე გადავიდა, რითაც სიმართლეს უპირისპირდება. რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებმა „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დეზინფორმაციული კამპანია რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არის რუსული, რომლითაც საქართველო ამკვიდრებს იმავე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს.
ასევე, მათი მტკიცებით კანონი მიმართულია საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს. რადიკალების მტკიცებით, მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ქვეყანას რუსეთის პირისპირ დატოვებს. სინამდვილეში ანალოგიური კანონები მოქმედებს აშშ-ში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის განმავლობაში კი, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც ცხადია, რომ დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს.
საქართველოს შემთხვევაში კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნონ, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ ვინმე კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც ნახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და ევროპულსა და ამერიკულში არ არის, ასეთ შემთხვევაში მმართვეული უმრავლესობა მზად არის კანონპროექტი გაიწვიოს.
„ყველას მივმართავ, ერთი პუნქტი დაგვისახელონ, რა არის რუსული და რა მოთხოვნაც გინდათ, დავაკმაყოფილებთ. წაუკითხავ კანონს როგორ აპროტესტებინებენ ხალხს? რა დღეში, დარტყმის ქვეშ, ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ ადამიანებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვთ, მაგრამ თავისას მიერეკებიან პიარულად“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია მითითებებს ქვეყნის ფარგლებს გარედან იღებს. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეცდომა, რომელიც მმართველმა გუნდმა ერთი წლის წინ დაუშვა, როცა გაიწვია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „გამჭვირვალობის კანონპროექტი“, აღარ უნდა განმეორდეს.
„მთავარი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება - ის, რაც შეიძლება ევროპისთვის, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? ის, რაც ევროკავშირის წარდგენილ კანონპროექტში არის დასავლური - იგივე საფრანგეთის სენატის ქვედა პალატაში დამტკიცებულ პროექტში კონკრეტული მიმართულებები არის დასაშვები, რატომ არის ქართულ პროექტში, მით უმეტეს, უფრო ლიბერალური დამოკიდებულებით - რუსული? გრძელდება ქართულ პოლიტიკაზე ფინანსური და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. იმას, რომ ეს კანონი რუსულია, ოპოზიცია ხმამაღლა თავადაც ვერ ამბობს და მხოლოდ იშველიებს გარედან მითითებებს. სწორედ ეს არის საფრთხე სუვერენიტეტისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა, ისინი მზად არიან კანონპროექტი უკან გაიწვიონ. ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიციის მრავალათასიანმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხი უკან არ დაიხევს და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ იწყებს უკან დახევას.
„რიტორიკა მანამდე ბევრად უფრო მკაცრი ჰქონდათ და მოსახლეობის გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ მათ აჩვენა რეალურად ის, რომ საქართველოს მოსახლეობა უკან არ დაიხევს, ისე როგორც 7-8 მარტის მოვლენების დროს არ დაიხია და ამ შემთხვევაშიც მზად არის, ბოლომდე იბრძოლოს საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. ის, რომ ეს რუსული კანონია, ამაზე საუბრობენ დასავლელი პარტნიორები. ყველა პუნქტი რუსულია!
„ქართული ოცნების“ კანონპროექტის მთავარი არსი ის არის, რომ ისინი ზღუდავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული დემოკრატიის განმტკიცებისთვის პროექტების დაფინანსებას. თუნდაც ამ პუნქტის გამო, რომ რეალურად, ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგაა მიმართული და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი წინაღობაა, ამიტომ უნდა გაიწვიოს მდინარაძემ ეს კანონპროექტი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ჩვეულებრივი ინფორმაციული ომია, აქედან „გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა“, იქიდან „რუსული, რუსული“. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა არც მმართველი გუნდისთვის არის ხელსაყრელი და არც ოპოზიციისთვის.
„ხან „პლაკატებით“ ბრძოლა ჩნდება, ხან „პოსტებით“ - ჩვეულებრივი ინფორმაციული ომია. მიდის სიტყვების რახარუხი. შინაარსობრივად არავის აწყობს დეტალური განხილვა, იმიტომ, რომ დეტალური განხილვა რომ დაიწყოს, აღმოჩნდება, რომ ეს არა გამჭვირვალობაზე, არამედ ამერიკის წინააღმდეგაა მიმართული. მეორე მხრივ, NGO-ები პოლიტიკაში არიან ჩართული და ამ ლოგიკით, მაშინ მართლა NGO-ებმა უნდა აკონტროლონ. რადგანაც არც ერთ მხარეს არ აქვს მწყობრი პოლიტიკური პოზიცია, ამ პრიმიტივზე გადადიან,“ - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, თქვას, საიდან მოდის და ვინ დგას ამ მითითებების უკან, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი მითითებები არსებობს. მაგრამ, თუ პროცესებს შევხედავთ ყოველგვარი მითითებების გარეშე, მისივე თქმით, რას აკეთებს არასამთავრობო სექტორი ისეთს, რომელიც არის ამ მითითებების შედეგი?
„რაში არ ეთანხმება ხელისუფლება სამოქალაქო სექტორს, იმაში, რომ სასამართლო რეფორმა არ არის გატარებული და ამას ლაპარაკობს? იმაში, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია არის და ამას ლაპარაკობს? იმაში, რომ ცესკო, ფაქტობრივად, ერთპარტიული არის და ამას ლაპარაკობს? მაშინ, ეს ყველაფერი ყოფილა არასწორი. უკაცრავად, მე, რომელიც არ ვღებულობ ამ დაფინანსებას და მეც რომ ასე ვფიქრობ, მაშინ მე რა მჭირს? მაშინ უნდა ითქვას, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა.
როდესაც მეუბნებიან, რომ ყოფილი პრემიერის მამა, რომელიც პენსიაზე და აფინანსებს შვილის და შვილიშვილის მოგზაურობას, უკაცრავად, მასზე მეტ პენსიას ვიღებ, მაგრამ იმის თავიც კი არ მაქვს, რომ საშუალო დონეზე ვიყო და იმან როგორ მოახერხა, რომ ამ პენსიით თვითმფრინავი დაიქირავა? ამიტომ, არგუმენტები უნდა მოაყოლონ. თუ რომელიმე არასამთაბრობო ორგანიზაცია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს, კი ბატონო, მე ხუნდაძესთან ერთად ვარ. მაგრამ თუ არ აკეთებს მაშინ რა ვქნათ? ამიტომ, ასეთი ლაპარაკი არის წმინდა წყლის პროპაგანდა. როგორც ჩანს, ძალიან უჭირს „ქართულ ოცნებას“, რადგან ასეთ სარისკო ნაბიჯზე წავიდნენ, რასაც გამჭვირვალეობის შესახებ კანონის მიღება ჰქვია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ 2023 წლის დეკემბერში თვითონ ევროკომისიამ წარადგინა საკანონმდებლო წინადადება „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არაწევრი სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“. აქედან გამომდინარე, ანალოგიური შინაარსის კანონის, საქართველოში მიღების აუცილებლობაც, თითქოს, არ უნდა გამხდარიყო სადავო, მაგრამ მისივე თქმით, ყველასათვის, და პირველ რიგში, ამ კანონპროექტის ინიცირების ავტორებისთვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ ეს დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევდა.
„რასაკვირველია, ველოდით იმ საერთაშორისო აჟიოტაჟსაც, ხმაურსაც, რომელიც, ძირითადად, საქართველოში შედგენილი ტექსტებით და ამ ტექსტებზე უცხოელების ხელმოწერებით გამოიხატა. არ გვიკვირს, რომ განცხადებაზე პირველი ხელმომწერები ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერმი, მაიკლ გალერი და სხვები იყვნენ.
გასაკვირი უფრო ის არის, რომ 700 ევროპარლამენტარიდან მხოლოდ 22-მა მოაწერა ხელი იმ ოდიოზურ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია: „ამ კანონის მიღების შემთხვევაში მხარს ვუჭერთ, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს“. ანუ, ეს ხელმომწერები გვემუქრებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, ჩვენ შევეცდებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩამოერთვასო საქართველოს.
მარტო ეს ბოლო წინადადებაც მიუთითებს, რომ ტექსტი საქართველოშია შედგენილი და განკუთვნილია შიდა მკითხველის მოსატყუებლად. დასავლეთში ყველამ იცის, რომ სტატუსის ჩამორთმევას და სხვა ამგვარ სისულელეებს ევროკავშირის არც თეორია და არც პრაქტიკა არ ითვალისწინებს. სამაგიეროდ, აქაური გასულელებული ხალხისთვის ეფექტურად ჟღერს ლოზუნგი - „ამ კანონის მიღებით საქართველო კანდიდატის სტატუსს დაკარგავს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.
იაპონურია იაპონური!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ....................
არადა მოზამბიკი ძალიან მიყვარს, ძალიან ...............მაგათ ყავდათ პრეზიდენტი სამორა მაშერი .....რუსებს ემხრობოდა და 1977 წელს ტრაკში(სამალიოტში) ააფეთქეს ამერიკელებმა
საწყალი აფრიკა --------------------- ჩვეზე უარეს დღეშია
ხოოდა იმ სამორას სულ ვფიცავ, ძაან ,,მიყვარს,, მოზამბიკური კანონი..... ~
დაჟე მაგ სამორას გამო სტიპენდია დავკარგე ............. გამოცდაზე ვერ მივასწარი---- შევარდნაძეს გზები ჰქონდა გადაკეტილი, ასე ვთქოთ სტუმარს დაასეირნებდა
ჰოოოდა წარმოიდგინეთ როგორ მიყვარს და ვემხრობი მოზამბიკურ კანონს!!!
მოკლედ ქუნემ ამერიკული კანონი და გაუმარჯოს მოზამბიკს!!!