მედია: ფინეთში ნატოს სახმელეთო ძალების შტაბ-ბინა განთავსდება

მედია: ფინეთში ნატოს სახმელეთო ძალების შტაბ-ბინა განთავსდება

ფინეთში ნატოს სახმელეთო ძალების შტაბ-ბინა განთავსდება - ინფორმაციას ფინური მედია, თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შტაბ-ბინა ფინეთის სამხრეთით, ქალაქ მიკელში იქნება და შეერთებული შტატების, ქალაქ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას დაემორჩილება. გეგმის თანახმად, ახალ შტაბ-ბინაში ნატოს წევრი ქვეყნების 300-ზე მეტ ოფიცერს გააგზავნიან.

ფინეთი ნატოს 31-ე წევრი 2023 წლის აპრილში გახდა.