რუსმა ოკუპანტებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები ფრონტის მთელ ხაზზე. აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხების გამო, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოუწევთ რესურსების დაგროვება და თავდაცვის პრიორიტეტებთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილებების მიღება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო დახმარების შეფერხებამ აიძულა თავდაცვის ძალები დაეთმო ინიციატივა ბრძოლის ველზე. მისი თქმით, უკრაინის დამცველები ვერ გეგმავენ წარმატებულ კონტრშეტევას ან თავდაცვას, არ იციან, როდის და რა სახის დახმარებას მიიღებს ქვეყანა.
„აუცილებელია კონგრესს კონკრეტულად ვუთხრათ, რომ თუ კონგრესი არ დაეხმარება უკრაინას, უკრაინა ომს წააგებს, მაგრამ თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსეთი სხვა სახელმწიფოებს დაესხმება თავს. ცის დახურვა განსაკუთრებით აუცილებელია ხარკოვში, რომელსაც რუსი სამხედროები ყოველდღიურად ბომბავენ“, - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ 6 აპრილს განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, უკრაინის არმიას რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა არ შეუძლია. მისივე თქმით, უკრაინას სჭირდება ამერიკული Patriot-ის 25 სარაკეტო სისტემა, რათა დაიცვას თავი რუსეთის მასიური თავდასხმებისგან. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინულ ძალებს მოუწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება თავდაცვის გარკვეული ასპექტების პრიორიტეტიზაციასთან დაკავშირებით რუსეთის სამხედრო პოტენციალის შეზღუდვის ინიციატივის ან მომავალი კონტრშეტევითი ოპერაციების დაგეგმვის ხარჯზე. მიზეზი არის გაჭიანურებული დებატები შეერთებულ შტატებში სამხედრო დახმარების პაკეტის ირგვლივ.
უკრაინის ფრონტზე არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელეს გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებებმა, რომელთა განცხადებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი მესამე წელია მიმდინარეობს და ის დიდ გავლენას ახდენს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე.
„ორივე აბსოლუტურად ცხადად ვაცხადებთ: უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი. თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ. გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ამაყობენ იმ მხარდაჭერით, რომელიც გავუწიეთ უკრაინას, დაწყებული უპრეცედენტო სანქციებით, პირველი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების, Scalp-ისა და Storm Shadow-ის კოორდინირებული მიწოდებით. კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ რუსეთის დასამარცხებლად. მსოფლიო გვიყურებს - და განგვსჯის, თუ ვერ შევძლებთ“, - აცხადებენ დევიდ კამერონი და სტეფან სეჟურნე.
The Washington Post-ის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც ტრამპის გეგმებს იცნობენ, ანონიმურობის დაცვის პირობით აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის წინადადება გულისხმობს უკრაინის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობას. The Washington Post-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირის თქმით, რომელმაც ეს საკითხი ტრამპთან განიხილა, ყოფილი პრეზიდენტი პირად საუბრებში აცხადებს, რომ როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას გამოსავლის პოვნა სურთ და რომ ყირიმსა და დონბასში მცხოვრები ადამიანები, სავარაუდოდ, არ იქნებიან წინააღმდეგები, რუსეთის ნაწილი გახდნენ. The Washington Post-ი წერს, რომ უკრაინის ნაწილებზე რუსეთის კონტროლის მიღება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დიქტატურას გააფართოებს.
თავის მხრივ სკანდალურ განცხადებას აკეთებს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომლის განცხადებით, უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე არის მზად წავიდეს. ნატო-ს გენერალურმა მდივნის თქმით, ის არ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე ახლა წავიდეს, თუმცა ამბობს, რომ ნამდვილი მშვიდობა მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს რუსეთისგან, ჩინეთისგან, ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან შემდგარი „ავტორიტარული ალიანსი“, რომლის წევრების ერთმანეთს პრაქტიკულ დახმარებას უწევენ და რომელიც სულ უფრო მჭიდრო ხდება.
„ბოლოს და ბოლოს, სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რომელ კომპრომისებზეა ის მზად წავიდეს, შესაძლებლობა უნდა მივცეთ ისეთ მდგომარეობაში იყოს, როდესაც ის რეალურად მიაღწევს სასურველ შედეგს მოლაპარაკებების მაგიდასთან. თავდაცვითი მრეწველობისთვის საკვანძო დეტალების მიწოდებით ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას, რისთვისაც მოსკოვი პეკინს თავის მომავალს აძლევს გირაოთი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
დასავლელი ლიდერების განცხადებები ცხადყოფს, რომ უკრაინის ბედი არის გადაწყვეტილი, რაც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილის განცხადებით, ნიშნავს იმას, რომ მესამე მსოფლიო ომის დადგომის ალბათობა აღარ არის.
„პრაქტიკულად, გამოდის, რომ უკრაინა ვერ მიიღებს იმ დახმარებას, რაც მისი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენა-შენარჩუნებისთვის იქნება აუცილებელი. ამიტომ, ეს პროცესი ჩვენთვის აუცილებლად არის გასათვალისწინებელი, რომ სტრატეგიული პარტნიორობის პირობებშიც კი არ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორისთვის ბოლომდე მინდოდა.
უნდა იმუშაონ სპეცსამსახურებმა და უნდა გააჩნდეთ ისეთი ინფორმაცია, რომ რაიმე ისეთ პროცესებში არ მოხდეს ქვეყნის ჩართვა, რომელიც მერე, საერთო ჯამში, დააზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ეს იმას ნიშავს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის პირობებშიც კი აუცილებელია ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს სხვადასხვა ქვეყნებთან, რომლებიც ჩაანაცვლებენ იმ სტრატეგიულ პარტნიორს, რომლიდანაც სახელმწიფო მიიღებს უფრო მეტ ბენეფიტს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
რაც შეეხება ტრამპის სამოქმედო გეგმას, პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბევრი რამ შეიცვლება, თუმცა თვლის, რომ არსებულ ვითარებაში, ბუნებრივია სტოლტენბერგის განცხადება, რომ უკრაინელები უნდა წავიდნენ დათმობებზე.
„სამი თვეა უკრაინას არ მიეწოდება იარაღი და სიმართლე გითხრათ მიკვირს როგორ დგანან აქამდე. ვფიქრობ, რომ დასავლეთს მობეზრდა ფულების ხარჯვა და, ალბათ, პოტენციურად აღარც მიაწვდის და უკრინას აიძულებენ წავიდეს დათმობაზე, მაგრამ ახლა რუსეთის პოზიცია არის გასათვალისწინებელი. როგორც რუსების ამბობენ, ისინი არ შეჩერდებიან ნახევარ გზაზე. იმიტომ, რომ პოტენციურად მათთვის დარჩენილი უკრაინაც კი იქნება მუდმივად პრობლემის შემქმნელი და ამიტომ, ძალიან ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს, რომ რუსეთი კიევამდე უნდა ჩავიდეს“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ახლა მნიშვნელოვანია და გააჩნია, როგორ დამთავრდება მოლაპარაკებების პროცესი და რა დათმობებს მოითხოვენ უკრაინისგან.
„რეგიონები, რაც უკევ რუსეთის კონტროლქვეშ არის, მაგაზე ლაპარაკი არც არის, ახლა დანარჩენ უკრაინაზე არის ლაპარაკი, რომელიც გარიგების ობიექტი უნდა იყოს. რუსები თვლიან, რომ დარჩენილი უკრაინა იქნება ბუფერული სახელმწიფო, რომელიც მუდმივად შეუქმნის რუსებს პრობლემას. ამიტომ, აქ უკვე ლაპარაკია დანარჩენ უკრაინაზე და იმაზე, როგორ მოილაპარაკებს რუსეთი და უკრაინა. ყველასთვის ცნობილია, რომ უკრაინა არის პროქსი სახელმწიფო და როგორც ვატყობ, რუსები ავითარებენ შეტევით ოპერაციას და ამიტომ ალაპარაკდნენ გარიგებაზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.
შეიწირეს უკრაინა და თან რუსეთსაც ვერაფერი დააკლეს
დააკლერს კი არა პირიქით........ უკრაინის გარდა ყველა ხეირშია ამერიკის და რუსეთის თამადობით
კი მაგრამ აკი ვლადივასტოკამდე უნდა გასულიყვნენ??
თან რუსეთმა ამ საწყალ უკრაინელებზე სუ ახალ ახალი შეიარაღება გამოსცადა..
აკი ნატოს ჯარებიო??................აბა სადაა ნატოს ჯარები??
ფანდარასტები !!!!!