ბოლო პერიოდში, კიდევ ერთხელ გააქტიურდა საუბარი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესაძლო გამართვასთან დაკავშირებით. ერთგვარი მზაობა, მხარეთა შორის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ, კრემლის მხრიდან იქნა გამოხატული. რუსულმა მედიამ, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ დისკუსიების ამოსავალი წერტილი შესაძლოა, მოსკოვსა და კიევს შორის თურქეთში, 2022 წელს დაწყებული მოლაპარაკებები იყოს, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
საქართველოს ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება, საბოლოოდ მოლაპარაკებებით დასრულდება, თუმცა უცნობია, როდის მოხდება ეს. მისი შეფასებით, უახლოეს პერიოდში, უკრაინამ შესაძლოა, კონტრშეტევა განხორციელოს რუსეთის წინააღმდეგ, რის შემდეგაც გაირკვევა, არსებობს თუ არა მხარეთა შორის მზაობა, შედგეს მოლაპარაკება.
„ეს, ადრე თუ გვიან, მოხდება, მოლაპარაკებების გარეშე ვერ დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდის მოხდება, ესაა საკითხავი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მხარეებს რა რესურსები ექნებათ მოლაპარაკების დროს. რუსეთმა რეალურად ვერაფერს მიაღწია, რაც ჰქონდა აღებული, მას მხოლოდ სამი ქალაქი მიუმატა. ეს ძალიან შორს არის იმ მიზნებისგან, რაც რუსეთმა დაისახა. რუსეთი აშკარად ჩაეფლო ამ ომში. ამავე დროს, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ კონტრშეტევაზე ეფექტურად ვერ გადადის.
ვფიქრობ, უკრაინა დასავლეთისგან სერიოზულ მხარდაჭერას ელოდება. ნატო-მ დაანონსა 100 მილიარდიანი დახმარება უკრაინისთვის. თუ ამას უკრაინა მიიღებს, ის შეეცდება კონტრშეტევა გაზაფხულ-ზაფხულში განახორციელოს. თუ ამ კონტრშეტევამ შედეგი ვერ მოიტანა და უკრაინამ წინ ვერ წაიწია, ამ წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან შეიძლება სერიოზული საუბარი დაიწყონ მოლაპარაკებებზე. შანსები, რომ უკრაინა ახალი პირობებით დაელაპარაკოს რუსეთს, მაღალია. თუმცა, იქამდე უკრაინამ თუ სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია, დასავლეთი უკრაინას მკაფიოდ ეტყვის, რომ ესაუბროს რუსეთს.
მოსკოვი რადგან წინ ვერ მიიწევს, მას სურს რაღაც წარმატება მაინც გაიფორმოს. ის, ალბათ, დათანხმდება მოლაპარაკებებს, თუ მისი კონტროლი ყირიმსა და დონბასზე შენარჩუნდება. თუმცა, ამ რეგიონებს არავინ აღიარებს რუსეთის საკუთრებად და დასავლეთი ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ გააგრძელებს. ვფიქრობ, ამ პირობებზე შესაძლოა უკრაინა დაითანხმონ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან საუბარში.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მზაობა რომელიმე მხარე რაიმე ტიპის დათმობაზე წავიდეს. როგორც მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
„შესაძლოა, ეს მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ არ არსებობს რაიმე კომპრომისის მიღების საფუძველი. რუსეთს სურს უკრაინამ დათმოს ხელთ არსებული მდგომარეობა, ხოლო უკრაინა თვლის, რომ ის თავს უფლებას ვერ მისცემს ამ ომში რუსეთს რაიმე დაუთმოს. ასე რომ, არ გამიკვირდება, თუკი რაიმე სახის პროცესი დაიწყება, მაგრამ შეუძლებლად მიმაჩნია სწრაფად და ეფექტურად მოხერხდეს შედეგების მიღწევა, ამ ეტაპზე.
ეს ომი დიდხანს გასტანს, რადგან ეს ისეთი ფაზაა, როდესაც ორივე მხარე საკუთარი რესურსების ხარჯზე აგრძელებს მოქმედებას. ეს ომი მიმდინარეობს სწორედ ამ პირობით - რუსეთი იბრძვის არა უკრაინის, არამედ მთელი დასავლეთის წინააღმდეგ. აშშ-მა ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მისმა ჩარევამ, რომელიც ახლაც ამ ომის ერთ-ერთი პირობაა, გარდატეხა მოიტანოს“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან კომენტირებისა.
ცნობისთვი, საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის განცხადებები უარყო იმასთან დაკავშირებით, თითქოს მათ გამოთქვეს მზადყოფნა უკრაინის საკითხზე დიალოგის ან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების განსახილველად.
„ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ არასოდეს გამოგვიჩენია მზადყოფნა უკრაინაზე დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის ან რაიმე მსგავსისთვის“, - ციტირებს Reuters-ი წყაროს, რომელიც, სააგენტოს ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელია.
აქვე შეგახსენებთ, რომ რუსულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების, სერგეი შოიგუსა და სებასტიან ლეკორნუს შორის გამართული სატელეფონი საუბრისას აღინიშნა მზადყოფნა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დიალოგისთვის და ხაზი გაუსვეს, რომ ჟენევაში რუსეთის მონაწილეობის გარეშე სამიტის ჩატარება უაზროა.
ის იტყვის ოდესა და დნეპრის აქეთ მხარე მე, დანარჩენი ნეიტრალური ზონაო(რუსები ესე ამბობენ და გეგმავენ)
ეგრე კიდევ მანამდე რუსეთი პოლონეთამდე არ მივა, დასავლეთი არ დათანხმედება, ისიც ვინუჟდენზე
ანუ ისევ ომი ბოლო უკრაინელამდე .
..ეგრე გამოდის
ისე რა სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი ამ დებილმა დასავლეთმა....თავიდან ერთი დარტყმით, სუ .მარშბრასოკით აპირებდა ვლადივოსტოკამდე გასვლას, ეხლა კიდევ ვაი .... ვაის გაიძახის
სეროჟას ანეგდოტი მახსენდება-------- უბანში ერთ ბლატნოი ბიჭზე, თავის ძმაკაცს რო ეუბნებოდა
-- წამო ვცემოთო
იმან კიდევ .... ეეე.... ეეე ...რას ამბობ ეგ ორივეს ერთად გვცეემსო
სეროჟამ კიდევ..
რა უნდა, რას გვერჩის, ..
თავიდან თვითონ უპირებდა ცემას და მაგრამ რო უთხრეს რომ აქეთ დაბუთქავდნენ----- რას გვერჩის, რა უნდაო
ანუ თუ თვითონ სცემდააააა... ის შეიძლებოდა და მაგრამ იმ ვიღაცას რო ორივე აქეთ ეცემა ის არ შეიძლებოდა
ზუსტად ეგ დაემართა ამ უტვინო დასავლეთს
ან რის იმედი ჰქონდათ....სტალინს ორი პლასგაგუფცი ჰქონდა და სამი ატვიორკა და მაინც მოუგო იმათ ომი და დღეს ამხელა ......
დებილები................. იმათ რუსი საერთოდ არ იციან ვინააა...............ეგონათ ფული გვაქვს, ღონე გვაქვს და ......... ჩვენი მომგები კაცი არაააო
ეგე თუ არააა ....შიშველი ხელით, მაგრამ რუსი მაინც იომებს, მით უმეტეს მაგდენი იარაღი დღეს არავის არა ააქვს...
ჟანგიანი ტანკებიო.........
აბა ვისა ჰქონია ჟანგიანი ტანკები???
თან ეს ჩათლახი პუტინი სუ ახალ ახალ ბომბებს ისვრის--- უარეს და უარესს
პლიუს სუ კბილებს აკრაჭუნებს--- ერთი სული აქვს ნატო როდის ჩაერთვება, რო მათი ჯავრი იყაროს
აფსუსს უკრაინა ................ რა კაი ქვეყანა იყო