დასავლეთში უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო სცენარებს განიხილავენ? გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, უკრაინას NATO-ში მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიებს რუსეთს დაუთმობს. გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის NATO-ში შესვლის გარანტია შეიძლება იყოს ქვეყნის ფიქსირებული საზღვრები, სადაც რუსეთის ფედერაცია ყირიმსა და 2014 წლიდან დაპყრობილ ტერიტორიებზე კონტროლს შეინარჩუნებს. ვარაუდობენ, რომ თუ ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩევნებში დამარცხდება, შესაძლოა, ასეთი გარიგება დღის წესრიგში დადგეს. წყარო ამბობს, რომ ტრამპის გამარჯვების ალბათობა დიდია, ამიტომ დასავლეთში უკრაინის ომის დასრულების ისეთ სცენარზე ფიქრობენ, რომელიც უკრაინისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი არ იქნება.
„უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ კომპრომისზე წავა რუსეთთან“, – ამის შესახებ კი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსი სამხედროების თავისი ტერიტორიებიდან გასაძევებლად კიევს, შესაძლოა, დათმობებზე წასვლა მოუწიოს.
„საბოლოოდ, სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი სახის კომპრომისზე წასასვლელადაა მზად. ჩვენ მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ იყოს ისეთ მდგომარეობაში, სადაც რეალურად მიაღწევს მისაღებ შედეგს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.
როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ის არ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე წასვლას ახლავე, თუმცა აღნიშნა, რომ მშვიდობა მაშინ იქნება მიღწეული, როცა უკრაინა გაიმარჯვებს.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, არსებობს ისეთი ავტორიტარული ალიანსები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ, რაშიც, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა იგულისხმა.
„ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ეკონომიკას თავდაცვის ინდუსტრიისთვის ძირითადი ნაწილების მიწოდებით, რის სანაცვლოდაც მოსკოვი პეკინს თავის მომავალს აძლევს“, – ამბობს სტოლტენბერგი.
ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი კი უკრაინის ომთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას შეუძლია უკრაინაში ომის გადაწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვიდან 24 საათის განმავლობაში, თუმცა უარი თქვა დეტალების გამხელაზე.
„თუ ეს არ მოგვარდება, მე მოვაგვარებ 24 საათში ზელენსკისთან და პუტინთან და ძალიან იოლი მოლაპარაკებები შედგება, მაგრამ არ მინდა დეტალებზე საუბარი, რადგან მაშინ მე ამას ვერ გამოვიყენებ. მე მოვაგვარებ ამას ერთ დღეში“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა
ტრამპს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მაღალი რეიტინგი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალი აქვს წაყენებული 90-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეზე. ამიტომ არ არის გამორიცხული ის ამერიკის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდეს.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ეს იგივე სცენარია, როგორზეც, მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში იყო საუბარი, რომ ნატოში მიგვიღებდნენ თუკი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს ვიტყოდით. მაისაია მიიჩნევს, რომ თუკი ტრამპმა მართლაც გაიმარჯვა და ის ხელისუფლებაში დაბრუნდა, მაშინ მოვლენები იმაზე უარესად განვითარდება, ვიდრე ეს მოსალოდნელია.
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიდა საუბრებში მიდის იმავე სცენარზე მუშაობა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდებოდა. თუმცა მაინც არ მგონია, რომ ეს ნატოს ოფიციალურ დონეზე ხდეობდეს და ამას ჰქონდეს რეალური სახე. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოფილი მაღალჩინოსნების შეთავაზებებია, რადგან ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის ომთან დაკავშირებით, მისი პოზიცია ყველამ იცის. ამიტომ ეძებენ რაღაცა ალტერნატივას, რომ ორივე მხარისთვის მისაღები იყოს. თუმცა თუკი ტრამპი ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდება, რისი ალბათობაც დიდია, მაშინ სიტუაცია იმაზე რთულად იქნება, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. აქ საუბარია იმაზე, რომ პრობლემები თავად ნატოს არსებობას შეექმნება.
ჩვენ ვიცით ტრამპის წინასაარჩევნო პოპულისტური განცხადებები და საუბარი იმაზე, რომ ამერიკის ნატოდან გამოსვლის საკითხს დააყენებს. მისი თქმით, ნატო უკვე ამერიკისთვის სერიოზული ტვირთის მატარებელია, ამიტომ ის ამ გაერთიანებაში ყოფნის აზრს ვეღარ ხედავს. ნუ, უკრაინის ომთან დაკავშირებით ხომ საერთოდ ამბობს 24 საათში დავასრულებო. როგორ და რაინაირად, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ მისი შეხედულებები უკრაინისთვის შესაძლოა ძალიან მძიმე პროცესების მომტანი იყოს. ამიტომ რთულია წინასწარ საუბარი იმაზე, რეალურად რა სცენარით შესაძლოა მოვლენები განვითარდეს“, - ამბობს მაისაია.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი და უშიშროების პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ თუ ტრამპს არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი აქვს, მაშინ უკრაინას მის ინაუგურაციამდე ერთი წელი მაინც დრო ექნება, რათა ფრონტის ხაზზე რაღაცა გარდატეხა შეიტანოს.
„სიტუაცია უკრაინასთან დაკავშირებით ნამდვილად რთულად არის. საქმე კი იმაშია, რომ ეს სცენარი რომც განიხილებოდეს დასავლეთში და ნატოში, ამაზე ორივე მხარის დათანხმებაა საჭირო. ჯერ ერთი, რუსეთი ამას არ დათანხმდება და ბევრად მეტი ტერიტორიები აქვს ახლა დაკავბეული, ვიდრე 2014 წელს ჰქონდა. ამიტომ ამხელა რესურსის გაღება, ამდენი კაცის დაღუპვა და ამ შარში თავის გაყოფა, პუტინს ბევრად მეტი უღირს. ის, რომ კრემლი ამაზე თანახმა იქნება, ტყულია. ავიღოთ ასევე უკრაინის პოზიცია, რა უნდა მოხდეს მაშინ იმისთვის, რომ ზელენსკი ამაზე წავიდეს? - მაშინ ქვეყანაში უნდა დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, გდააგდონ ზელენსკი დ მისი მთავრობა, მოვიდეს ვიღაც პრორუსული ხელისუფლება, რომელიც ამაზე დასავლეთს გაჰყვება. სხვაგვარად წარმოუდგენელია ზელენსკიმ ეს ამხელა ომი რამით გაამართლოს. მაშინ თავად მას დაუდგება საფრთხე და მისი სიცოცხლე დაიდება სასწორზე.
არც რუსეთი და არც უკარინა ყირიმზე უარს არასდროს იტყვიან. ახლა რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს, რათა სავაჭრო მეტი ჰქონდეს. რაც უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციას შეძლებს, უკრაინას მით მეტს დაათმობინებს. ამიტომ, ამ ეტაპზე, გამოვრიცხავ რაიმე მოლაპარაკებაზე დაჯდომას. თუმცა უკრაინა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება, თუკი ევროპაშიც და ამერიკაშიც არჩევნების შემდეგ ხელისუფლებების ცვლილება მოხდება. მას ახლა აქვს სადღაც ერთი წელი კიდევ დრო იმისთვის, რაც შეიძლება მაქსიმალური სამხედრო დახმარება მიიღოს და ომში რაღაცა გარდატეხა შეიტანოს“, - ამბობს ალადაშვილი.
მისივე თქმით, უკრაინის ომის მიმართ დასავლეთში დამოკიდებულება ძალიან სწრაფად იცვლება. საფრანგეთში თუ ოპოზიციამ გამარჯვება შეძლო, მაშინ უკრაინა მხარდაჭერას აქედანაც დაკარგავს. იტალიის დამოკიდებულება ისედაც ცნობილია და რუსეთს აქ ძალიან ბევრი მოკავშირე ჰყავს. გერმანიის დამოკიდებულებაც ცნობილია და ქვეყნის შიგნით მოსახლეობის განწყობა ომის მიმართ უარყოფითია. ამიტომ პოლკოვნიკი ფიქრობს, რომ პუტინი ფსონს, როგორც დასავლეთის გამძლეობაზე, ასევე ამერიკის არჩევნებზე დებს.
ზელენსკის ხისტად ეტყვის, დანებდი ბაბაია, თორემ რაც დაგრჩა იმასაც დაკარგავ; პასუხი ბაიდენმა და დემოკრატიულმა პარტიამ გაგცეს, დაგაფინანსოს; ხოლო ნატოს ეტყვის ამერიკა ალანსიდან გადის და თუ მხარს არ დამიჭერთ, მაგ საქმეზე აშში პილატესავით ხელებს დაიბანსო!
შიგნიდან მაყურებელი კაცი ხარ და მაინც მასე ფიქროობ ???