ჯო ბაიდენმა შესაძლოა, ტრადიციული ღირებულებების დამცველი ამერიკელები გადაიმტეროს. თეთრი სახლის ლიდერი პერიოდულად ტრანსგენდერებთან დაკავშირებით სოლიდარულ განცხადებებს აკეთებს და ამ ტიპის ადამიანებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.
წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. თუ შარშან ბაიდენმა განაცხადა, რომ „ტრანსგენდერი ამერიკელები ამერიკელი ერის სულს აყალიბებენ“, წელს უკვე 2024 წლის 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა და ყველა ამერიკელს მოუწოდა ტრანსგენდერთა დასაცავად. მდგომარეობა გაართულა იმან, რომ წელს ეს თარიღი კათოლიკე და პროტესტანტი ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს - აღდგომას დაემთხვა.
ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას ამერიკელ პოლიტიკოსთა და კონსერვატორთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. დონალდ ტრამპის გუნდმა ბაიდენისგან ქრისტიანების წინაშე ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა დაწერა, რომ ბაიდენის თეთრმა სახლმა უღალატა აღდგომის მთავარ მრწამსს - იესო ქრისტეს აღდგომას. ჯონსონის თქმით, აღდგომის კვირა დღის ტრანსგენდერთა დღედ გამოცხადება აღმაშფოთებელი და საძაგელია, რასაც ამერიკელი ხალხი გაითვალისწინებს.
დონალდ ტრამპის პრესმდივნის კეროლაინ ლოვიტის თქმით, აღდგომის კვირის ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადება ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ქრისტიანულ რწმენაზე მრავალწლიანი თავდასხმის მაგალითი. ტრამპის გუნდი აპროტესტებს იმ ფაქტსაც, რომ თეთრი სახლის სააღდგომო ღონისძიებაზე აიკრძალა რელიგიური თემატიკით მოხატული კვერცხები.
ოპონენტთა საპასუხოდ თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბაიდენი, როგორც ქრისტიანი, არასდროს გამოიყენებს თავის რწმენას პოლიტიკური მიზნებისთვის. ამასთან, თეთრი სახლი რესპუბლიკელებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე აღინიშნება.
რამდენად უჩნდებათ კონსერვატიული ღირებულებების დამცველ ამერიკელებს სურვილი, არჩევნებში მხარი ბაიდენს დაუჭირონ, რომელიც ამერიკის სულს ეძებს ტრანსგენდერებში?
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ამერიკა პურიტანების მიერ შექმნილი ქვეყანაა. ამიტომ ამერიკა ვერ აიტანს იმ მარაზმს, რასაც იქ ატრიალებს გლობალური ომის პარტია, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ჩუჩელა ბაიდენი, კაცი, რომელსაც საკუთარი ცოლი და შვილი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია, რომელიც ჰაერს ართმევს ხელს.
„ამასთან დაკავშირებით მახსენდება საბჭოთა ლიდერი, ჩერნენკო, დიდი ხანი არ გასულა ჩერნენკოს სიკვდილიდან, რაც საბჭოთა კავშირი ხუხულასავით დაიშალა. ანალოგიური ემუქრება აშშ-საც, თუ გონზე არ მოეგო ის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ფარად აუფარებია ისეთი უბადრუკი ფიგურა, როგორიცაა ბაიდენი. რამ დაღუპა უზარმაზარი იმპერიები? - უზნეობამ. ბაიდენი თავად არ აკეთებს ამ განცხადებებს ტრანსგენდერების შესახებ, ამ განცხადებებს მას აკეთებინებენ. ნათელია, რომ ამით ახლოვდება იმ ძალის დაისი, რომელსაც ჰქვია ნეოტროცკიზმში გადაზრდილი დამპალი ნეოლიბერალიზმი“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბარში და ასკვნის, რომ, ფაქტობრივად, ტრამპი უკვე მოსულია ამერიკის ხელისუფლებაში.
ანალიტიკოსის აზრით, ტრანსგენდერებთან დაკავშირებით ბაიდენის ქმედება არის უკანასკნელი აგონია იმ ძალების მხრიდან, რომელსაც წარმოადგენს ბაიდენი და მისი დემოკრატიული პარტია.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის პეტრე მამრაძის მოსაზრებით, ეროვნული უბედურების მასშტაბს უტოლდება ის ფაქტი, რომ ევროპის ცალკეულ ქვეყნებში მშობლები იწყებენ ბავშვების ნეიტრალურად გენდერულად აღზრდას ორი წლის ასაკიდან, პატარა ბიჭებს აცმევენ კაბებს ერთი დღით, მეორე დღით აცმევენ შარვალს, თმებს უკეთებენ გოგოს მსგავსად, რომ მომავალში ბავშვი მიეჩვიოს, გახდეს გოგო, ან დარჩეს ბიჭად. ამ დროს კი ეს ბავშვი დაბადებულია ბიჭად და ეს მახინჯი ქმედება ევროპაში ხდება უკვე 15 წელიწადის განმავლობაში.
„ბევრმა მშობელმა აიტაცა ასეთი საქციელი, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სამინისტროების მიერაა დადგენილი ეს ქმედება. ნორვეგიის საბავშვო ბაღში პენისის ფორმის სასრიალოა გაკეთებული, პენისის შიგნით ხვდება ბავშვი და უნდა გამოხტეს, როგორც სპერმატოზოიდი. საბავშვო ბაღში სასქესო ორგანოების მულაჟებია და პედაგოგი ინტენსიურად უჩვენებს ბავშვებს მათ ურთიერთობას. ამის მერე ბავშვს ეუბნებიან, ახლა წადი სახლში და იფიქრე იმაზე, რა გირჩევნია გამოხვიდე - ბიჭი, თუ გოგო. ამასთან დაკავშირებით არაერთმა გამოცდილმა მეცნიერმა გაბედა და თქვა, რომ ეს ბავშვის უფლების ფეხქვეშ გათელვაა, რადგან ბავშვის შეუვალი უფლებაა, აცადონ გაზრდა, მომწიფება ბუნებრივად. სქესობრივად მომწიფების შემდეგ გამოჩნდება ის ორიენტაცია, რაც ბავშვს არგუნა ბუნებამ - ჩვეულებრივი ან განსხვავებული ორიენტაცია“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსის განმარტებით, რეალურად, მოსახლეობის 2-3%-ს დაბადებიდან სხვა ორიენტაცია აქვს ჩადებული. როგორც ამერიკელმა გამოჩენილმა სექსოლოგმა დევიდ ვალდერმა აღნიშნა თავის დროზე, ურთულესი ელექტრული წრედია ტვინში, უამრავი იმპულსი გადის ტვინში, მაგრამ ერთ-ორ ადგილას პლუსი და მინუსი აღრეულია და ამის გამო ადამიანი მთელი ცხოვრება იტანჯება, რადგან უყურებს თავისივე სქესის წარმომადგენელს და სქესობრივად აღიგზნება. ამ დროს მას არ აქვს ის ორგანო, რომ იყოს ჰარმონია, ჰქონდეს ოჯახი და ჰყავდეს შვილები. ეს მისთვის ტრაგედიაა.
რაც შეეხება ბაიდენის დამოკიდებულებას ტრანსგენდერებთან, პეტრე მამრაძე თვლის, რომ ბაიდენისთვის ეს წამგებიანია. ტრამპის აღზევება სწორედ იმას უკავშირდება, რომ უბრალო ამერიკელებიდან, ანუ ქვევიდან წამოვიდა ძლიერი ტალღა, რომელიც ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგება ამერიკაშიც და სხვაგანაც. ტრამპი ოჯახის სიწმინდის ლოზუნგებს ამოეფარა. ეს ლოზუნგები ტრამპს შველის, მიუხედავად იმისა, რომ შემზარავი რაღაცები აქვს ჩადენილი. ტრამპი აშკარად ერთადერთი პრეტენდენტია „რესპუბლიკური პარტიიდან“, საერთოდ არ ჰყავს მეტოქე, მაგრამ საღად მოაზროვნე ბევრი ამერიკელი, თუნდაც რესპუბლიკელი, ხედავს, რომ ტრამპი არ არის დალაგებული ადამიანი, ტრამპს შეუძლია, ერთ მშვენიერ დღეს თქვას, „ხალხო, დალიეთ მათეთრებლები, კოვიდისგან შველისო“. მართლაც, საავადმყოფოები აივსო იმ ადამიანებით, რომლებმაც დაუჯერეს. ტრამპს შეეძლო ჩაეგდო ანტიკოვიდური ღონისძიება შეერთებულ შტატებში და დაეღუპა ნახევარი მილიონი ადამიანი. ამ დროს აშშ წამყვანი ქვეყანაა და არავინ დაიღუპებოდა. ტრამპს შეეძლო ეთქვა 2022 წლის 24 თებერვალს, „ხომ გეუბნებოდით, ხალხო, პუტინი გენიოსია, ხომ დაამტკიცა?“ ამ დროს პუტინი ბომბავდა კიევს და კლავდა ბავშვებსა და ქალებს. არც კაპიტოლიუმზე შტურმი ყოფილა ხუმრობა, მით უმეტეს, რომ ასეთი რამ არ ახსოვს ამერიკის ისტორიას.
„ამერიკაში ურთულესი ვითარება, ნამდვილი პოლარიზაციაა. ამერიკის წამყვანი მეცნიერები ღიად წერენ დიდი წუხილით, რაც ხდება ამერიკაში. ფეიგანი ადარებს სიტუაციას რუზველტის დროს ომის წინა პერიოდს. მსგავსი განწყობები იყო მაშინაც, მსგავსი იზოლაციონიზმი. ამ ფონზე გამოდიან რესპუბლიკელი სენატორები და ამბობენ, პუტინი მაინც ერთ-ერთი ჩვენგანია, ვინც იცავს ოჯახის ფასეულობებს. ამერიკელი სენატორი რომ ამას იტყვის პუტინზე, სხვამ რა უნდა თქვას? სწორედ მრჩევლებმა ურჩიეს ბაიდენს, რომ მომგებიანია ტრანსგენდერებზე საუბარი, ვინაიდან ტრამპის „მრევლი“ მხარს მაინც არ დაუჭერს ბაიდენს, ამიტომ ლგბტ თემი მაინც არ დავკარგოთო. აქ საუბარია ამერიკული ლიბერალური ფასეულობების მიმდევრებზე, ემიგრანტებზე. ამიტომ შეცვალა ბაიდენმა ტონი ტრანსგენდერთა სასარგებლოდ, ასევე, უკრაინის დახმარების ტონი შეცვალა, რადგან უკრაინის თემა არ არის პოპულარული ამერიკაში. არჩევნები მოდის და ბევრი რამ ამითაა ნაკარნახევი“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.
ვინ ეკითხება ან ერთს ან მეორეს ბალი ათი შაურიაო ???
მხედრიონი მხედრიონი...........მორჩა კინო და გულავი..... . დამთავრებული საქმეა!!!!
რაც მთავარია მხედრიონის ქართველი ინსტრუქტორები უკვე იქ არიან
ზანგებს იქით მიაჩმორებენ
სუ მაგათ ხომ არ უნდა გვიგზავნონ ინსტრუქტორები??...ჰოოდა ეხლა ჩვენ გაუგზავნით
მააააააშ............... ესეა საქმე
რაც დაწერე მართლა მასე გგონიააა?????????
როგორ გგონია .................. მაგათ ვინმე რამეს ეკითხებაააა???? --თუნდაც ბაზარზე ბალი ათი შაური ღიიირს შენც მასე გაყიოდეოოოოოოო?
აქ ნაომარი კაცი ხარ და კიდევ ესე ფიქროოობ???
მე პირიქით ..რაც უარესი ის უფრო უკეთესი ამერიკაში
ანარხისტრი ვარ მე, ანარხისტი (გამხადეს) თუკი ვინმე ძველი მხედრიონელია(პრაქტიკა გავლილები) სააახალწლოდ ყველას აქედან იქით ვაგზავნი ---
არაააა??/ თუ არადა ვნახოთ ...................... მე ჩვენი ყოფილი მხედრიონელების დიდი იმედი მაქვს ,,,,(ისე ყოფილები არ არსებობენ)
სუ მაგათ ხომ არ უნდა გვიგზავნონ ინსტრუქტორები?? ეხლა ჩვენ უნდა გავუგზავნოთ დახმარება ---- სჭირდებათ^