მიიღეს თუ არა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ქვეყნის გარედან ინსტრუქციები? – „ღია საზოგადოების ფონდში“ არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის დეტალები ხდება ცნობილი. მედიაში გამოსული ინფორმაციის მიხედვით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დროს, ნინო ლომჯარია ტელეფონზე საუბრობდა და დახმარებას ითხოვდა. „თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ“ -დახმარებას ითხოვდა ლომჯარია.
შეხვედრაზე არასამთავრობოებმა თქვეს, რომ კანონპროექტიდან აგენტის ცნება ამოიღეს, მაგრამ უნდა ვიძახოთ, რომ უარესი შემოიღესო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დირექტორის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ „რამდენად აზარალებს რუსული კანონი საქართველოს“ და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მისი მიღება არ მოხდეს.
„მსჯელობა იყო სწორედ ამაზე, თუ რამდენად აზარალებს რუსული კანონი საქართველოს, რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს ეს პირობები და არ გადადგას ნაბიჯები უკან. რა თქმა უნდა, აქცენტები გვექნება იმაზე, რომ რუსული კანონი არ მიიღოს ხელისუფლებამ, ვიბრძოლოთ ამისთვის, თუნდაც იმ შესაძლებლობებით, რაც სამოქალაქო საზოგადოებას აქვს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიცია კიდევ ერთხელ გეგმავს სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლას და ამის დასტურია ის ჩანაწერი, სადაც დასავლეთიდან დირექტივებს ითხოვენ.
მისი განმარტებით, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლებისგან ელოდებიან მორიგ დაკვეთას, რომ ეს ქვეყანა შეარყიონ და საზოგადოება კვლავ შეცდომაში შეიყვანონ.
„გეგმავენ, როგორ შეიძლება კიდევ ერთხელ სახელმწიფო ინსტიტუციები ჩამოშალონ. ამისთვის დირექტივას ელოდებიან დასავლეთიდან. ნახეთ ის ჩანაწერები რა საუბარიც იყო, - ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ, თუ დასავლეთიდან არ იქნება შესაბამისი ინსტრუქციაო. „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლებისგან ელოდებიან მორიგ დაკვეთას, რომ ეს ქვეყანა შეარყიონ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნინო ლომჯარია ქუჩაში არავის გამომყვანი არ არის, ეს ერთი წლის წინაც ვიცოდით და ახლაც ვიცით. ერთი წლის წინ, ლომჯარიამ ან გვარამიამ კი არ გამოიყვანეს და შეცდომაში შეიყვანეს, არამედ უცხოურმა ძალებმა შეიყვანეს შეცდომაში საზოგადოება. თუმცა, დღეს უკვე ამას ისინი ვერ მოახერხებენ და ამაზე მოწმობს ლომჯარიას სიტყვები, როდესაც თავის პატრონებს მიმართავს და ეუბნება, რომ მე რისი გამომყვანი ვარ, თუ არ დაამძიმებთ სიტუაციას. ეს იმის პირდაპირი ლუსტრირებაა, რასაც „ხალხის ძალა“ ამბობს. სამწუხაროდ, უცხოურმა ძალამ შეძლო და, თავის დროზე, აქ პარალელური ხელისუფლება ჩამოაყალიბა „ენჯეო“-ს სახით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ დასავლეთის ჩართულობის გარეშე, რა თქმა უნდა, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ შეძლებდნენ. ქართველიშვილი მბობს, რომ უკვე გასული წლის 10 მარტსავე გამოჩდა, რომ რადიკალური და დესტრუქციული მუხტი მომიტინგეებს შორისაც ჩაქრა. გიორგი ვაშაძე აქციიდან სტვენით და გინებით გააგდეს.
„ერთი წელი გავიდა იმისთვის, რომ თუნდაც ახალგაზრდების რაღაცა ნაწილს ის ექვსგვერდიანი კანონპროქეტი წაეკითხათ და გაეაზრებინათ რეალურად რაზე იყო საუბარი. ამ პერიოდში ევროკავშირის სივრცეში, სლოვაკეთი იქნება ეს, საფრანგეთი თუ სხვა ქვეყნები, იგივე გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღეს. ახალგაზრდებმა დაინახეს, რომ არავინ მათ აგენტად გამოცხადებას არ აპირებდა და ეს კარგად შეფუთული აფიორა იყო. თითქოს ე.წ. აგენტების და რუსული კანონი იყო, ეს ტყუილი აღარ მუშაობს. მაშინ ევროპაში როგორ იღებენ ამას? თუკი რუსულია, იქ რატომ ჩნდება ამ კანონის მიღების აუცილებლობა?
როგორ, თუკი საფრანგეთი დგას ამხელა რისკის წინაშე, ჩვენი ქვეყანა არა დგას? კვლავინდებურად, ეს კანონი არანაირ ფიზიკურ პირებს არ ეხება. ასევე არ ეხება სტუდენტებს, შეზღუდული შესაძლებლობების პირებს და ა.შ. ეს დეზინფორმაცია უკვე გააზრებულია. ამიტომ ამ გრანტიჭამიებს ხალხის მოტუყუება და ქუჩაში გამოყვანა უჭირთ. ხედავენ, რომ დასავლეთიდანაც არც თუ მწვავე რეაქციები მოდის. კი ბატონო, ბრიუსელიდან არის გარკვეული განცხადებები, მაგრამ არა იმ ფორმის, რაც შარშან იყო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც თავშეკავებულია, ამიტომ აღარ იციან რა ქნან“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ენჯეოები უზარმაზარ შემოსავალს კარგავენ. ისინი რა თქმა უნდა, ნერვიულობენ, ამიტომ ევროკავშირს, ამერიკას მიმართავენ, რომ დესტრუქციული ქუჩის აქციების გამართვაში ფორა მისცენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული განცხადებები ევროკავშირისგან გვესმის, რუსული კანონი ხმარებიდან დასავლეთმაც კი ამოიღო. ვერც ერთი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატი თუ უცხოელი მაღალჩინოსანი, იმ 6-გვერდიან ტექსტში ვერც ერთ წინადადებას, სადაც რაიმე რუსულთან კავშირშია, ვერ ამოიკითხავს. იმ პოლიტიკურ პარტიებსაც კარაგდ ესმით უკვე, რომ აპრიორი წაგებული თამაში უწევთ. მათ ისედაც დაქვეითებული რეიტინგი აქვთ და ამ რაღაცა რადიკალური ქმედებებით, იმ რეიტინგსაც გაიქრობენ, რაც აქვთ. გრანტიჭამიების სააშკარავოზე გამოყავანა ჩვენი მოსახლეობის ინტერესებშიც შედის, რომლებიც ფულის სანაცვლოდ საკუთარ ქვეყანას გაყიდიან. ამიტომ ოპოზიცია, როგორც კი საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ სვლას დაიწყებს, მათი მდგომარეობა კიდევ უფორ დამძიმდება. ვინ რისი გამომყვანია ქუჩაში, ფაქტი სახეზეა“, - ამბობს ქართველიშვილი.
ცალ ფეხზე მდგომებს პატივს არ სცემენ. ენჯეო-ები ცალ ფეხზე კი არა მუხლებზეც დადგებიან არამი ფულისათვის. სინამდვილეში ისინი არ წარმოადგენენ ქართულ საზოგადობას. საზოგადოებას წარმოადგენს ხელისუფლება, რომელსაც როგორც არასდროს, სახელმწიფოებრივი პოზიცია უჭირავს და საკმეოდ წარმატებულ პენალტებს ურტყამს. თუ შეცდომას არ დაუშვებენ, ყველა იძულებული იქნება პატივი სცეს სახელმწიფოებრივ ინსტიტუციებს.
ამ 37 წლის ტანჯვა--წამების მერე(1987 წ-დან) მგონი მართლა დამოუკიდებლი ქვეყანა ვხდებით
მთავარია ამათ გაუძლონ( ისე პაპუაშვილ --კობახიძე კია უდარზე)
ისე ეხლა საქართველოსთვის კია გამოსაყენებელი მომენტი----
ლიჩნად მე ამერიკას რუსეთით დავუწყებდი ვაჭრობას, რუსეთს კიდევ აფხაზეთით..
.ამერიკას ვეტყოდი --- დამანებე თავი, ნუ მიტრაკებ თორემ რუსეთს დავუძმაკაცდები--მეთქი
რუსეთს კიდევ ვეტყოდი ---- დამიბრუნე აფხაზეთი და ვიძმაკაცოთ --თქო
ვიცი ესე მარტივად რომ არ იქნება საქმე მაგრამ.................. ორივე გვიღირს საქართველოს...
მე აფხაზეთის გამო ყველაფერს დავყაბულდებოდი.....................მაგრამ
ოოოოო.....რა მძიმეა ეს 33 წელიწადი ..................
ამ ქაჯს ინგლისურის ცოდნა მართლა განათლება ჰგონია