ბუნდესტაგის შემდეგ ძებნილი ადეიშვილი ამჯერად ჰააგაშია კონფერენციაზე - „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“

ბუნდესტაგის შემდეგ ძებნილი ადეიშვილი ამჯერად ჰააგაშია კონფერენციაზე - „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“

ზურაბ ადეიშვილი უკვე მერამდენედ გახდა თავსატეხი საქართველოს ხელისუფლებისთვის. ბელგიასა და გერმანიის ბუნდესტაგში სტუმრობის შემდეგ ძებნილი ყოფილი გენპროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ამჯერად უკვე ჰააგაშია კონფერენციაზე, სახელწოდებით „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“. ადეიშვილი სამართლიანობაზე ზრუნავს მაშინ, როცა საქართველოში ამის საწინააღმდეგოს აკეთებდა. ტელეკომპანია „იბერიის“ ხელში ჩაგდება, ღვინის ქარხნის მიტაცება, კობა დავითაშვილის გატაცება და მასზე ძალადობა, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვა, 7 ნოემბრის ძალადობა, - საქართველოში ამ და სხვა საქმეებს ედავებიან ადეიშვილს. მისი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით საქართველოს პროკურატურამ ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს უკვე მიმართა.

ვინ იყო ადეიშვილი საქართველოსთვის, ამის შესახებ for.ge- ს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ესაუბრა.

გამოწვევა გამოწვევად რჩება, რატომ მიიყვანა მმართველმა გუნდმა აქამდე საქმე, რომ ძებნილის სტატუსის მქონე პირი ასე თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში? უნდოდათ კი რეალურად ადეიშვილის დაკავება და ახლა მაინც თუ გამოიღებს შედეგს მისი ექსტრადირების მოთხოვნა?

- თქვენ გაინტერესებთ, რატომ არ მოხერხდა აქამდე ადეიშვილის ექსტრადირება, - ამ საკითხით ჯერ კიდევ მაშინ დავინტერესდი, როცა პარლამენტმა ცნო თავისი უფლებამოსილება 2012 წლის 21 ოქტომბერს. მას შემდეგ მალევე მოხდა ახალი მთავრობის ფორმირება, პრემიერი გახდა ბიძინა ივანიშვილი, ერთი წელი იყო პრემიერად და შემდეგ უკვე მმართველ გუნდს წარმოადგენდა „ქართული ოცნება“. იმ პერიოდში დავინტერესდი, რა ხდებოდა სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მიმართ, რატომ არ იყო გამოძიებული რიგი საქმეები და მინდა, გითხრათ, რომ ზოგიერთ კითხვაზე დღესაც არ მაქვს პასუხი. ორი რამ დავადგინე, პირველი ის, რომ იმ პერიოდში განწყობა იყო, რომ ეს არ ჩაეთვალათ პოლიტიკურ დევნად, რადგან სააკაშვილს და მის გუნდს ძლიერი, გავლენიანი ლობისტები ჰყავდათ. იქნებოდა ეს ყველაზე ხალხმრავალი და ძლიერი „სახალხო პარტია“ ევროპარლამენტში, სენატორების და კონგრესმენების ნაწილი შეერთებულ შტატებში, ევროპის ხელისუფლებაში. ეს ნამდვილად ასე იყო. თუმცა იყვნენ ისეთნიც დასავლეთში, რომლებიც ღიად წერდნენ, რომ ეს არის დამნაშავე რეჟიმი, მაშინდელმა ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებებში წერილიც კი მოიწერა, იმედია, ახლა მაინც დასჯიან კანონის სრული ძალით სააკაშვილს და მის თანამზრახველებს შესაბამისი გამოძიების შემდეგო. მეორე ფაქტორი იყო ის, რომ იმ ეკლექტურ გაერთიანებაში, რომელსაც მაშინ წარმოადგენდა  „ქართული ოცნება“, ეს ექვსი პარტიისგან შემდგარი კოალიცია, იქ შედიოდნენ „რესპუბლიკელები“, ირაკლი ალასანია და სხვები. ლევან ბერძენიშვილი პირდაპირ, საჯაროდ ამბობდა, სააკაშვილის არათუ დაპატიმრება, საქმის აღძვრაც კი არ შეიძლება მის წინააღმდეგ, ვინაიდან ის გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე მთელი საქართველო ერთად აღებულიო. მახსენდება ივანიშვილის ცნობილი განცხადება, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორი პრესინგი იყო დასავლეთის მხრიდან პირველ წლებში ჩვენზე, რომ არ შეიძლებოდა სააკაშვილის და მისი თანამზრახველების ხელის ხლება. სინამდვილეში, პირდაპირ ივანიშვილზე კი არ იყო პრესინგი, არამედ პრესინგი იყო ეკლექტურ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ივანიშვილს ეუბნებოდნენ, ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს უცხოელებთან და უცხოელებისგან ვიღებთ ამ დავალებასო.

ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები ატყუებდნენ ბიძინა ივანიშვილს, თითქოს დასავლეთი ბლოკავდა დამნაშავე რეჟიმის გასამართლებას და მეხამრიდად ეფარებოდნენ სააკაშვილს იმის გამო, რომ მათზე კომპრომატები ჰქონდა, ან ფულადი დაინტერესება ამოძრავებდათ?

- რა თქმა უნდა. აქ ყველაფერი იყო ერთად აღებული, ისიც, რომ ნაცებს მათ შესახებ ჰქონდათ კომპრომატები და ახლაც აქვთ, ისიც, რომ თვითონაც ეს ადამიანები ნაცები იყვნენ თავიანთი შინაარსით. მაგალითად, გავიხსენოთ ის ადამიანი, რომელიც ფანტასტიკურ სიძულვილს აფრქვევდა ივანიშვილის მიმართ და შემდეგ უკვე თემურ ალასანიას პატაკს აბარებდა 2020 წელს, მე ბოლო კაცი ვიქნები, ბატონო თემურ, ვინც შევა პარლამენტშიო.

გუბაზ სანიკიძეს გულისხმობთ?

- დიახ, ეს ადამიანი მერე გახდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ამბობდა, მინდა ვიყო მილიონერი.

ეს ნიშნავს, რომ ნაცებმა ტროას ცხენები შეაგზავნეს ქართულ ოცნებაში და ამით საკუთარი უსაფრთხოება მოიპოვეს?

- არ შეაგზავნეს, თავისთავად ასე გამოვიდა, თავის დროზე ნდობით არჩეულმა პირმა - გია ხუხაშვილმა ურჩია ივანიშვილს, ვინ უნდა შეეყვანა „ოცნებაში“, პროდასავლური ძალები ხომ უნდა გვყავდესო?! დღეს ჩვენ ეს კარგად ვიცით, როცა თანდათან გაიწმინდა „ოცნება“, ბოლო ჯგუფმა გავრილოვის ღამის შემდეგ მიატოვა „ოცნება“. გარდა ამისა, პირველ წელს ძალოვანი სტრუქტურები, პროკურატურის ჩათვლით, უშიშროება და სხვა, ინტენსიურად იყო გავსებული ნაცების მომხრეებით. ამის გაწმენდას წლები სჭირდება. როცა ეიხმანის პროცესი იყო იერუსალიმში 1960 წელს, მაშინ ქვეყნდებოდა სტატისტიკა, ნახევარზე მეტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მართლმსაჯულებაში იყვნენ ჰიტლერის დროინდელი მოსამართლეები, გამომძიებლები, მათი გამოცვლა რთული იყო, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძირითადად, ისინი კარგად მუშაობდნენ.

თავის დროზე გაუგებრობა გამოიწვია ივანიშვილის ფრაზამ, ჩემი მთავრობის პირობებში ადეიშვილი კარგი ჩინოვნიკი იქნებოდაო. რისი მინიშნება უნდოდა ამით?

- სხვათა შორის, ვიზიარებ ივანიშვილის ამ ცნობილ ფრაზას, რომ მის ხელისუფლებაში ადეიშვილი დანაშაულს არ ჩაიდენდა. ადეიშვილისნაირი ბიუროკრატები მიეკუთვნებიან სიტუაციურ ოპორტუნისტებს, მორგებულს სიტუაციაზე. ჟვანია რასაც დაავალებდა ადეიშვილს, ის ასრულებდა. მეუბნებოდა კიდეც ზურაბ ჟვანია, რომელთანაც ვმუშაობდი, ასეთი მიკი მაუსი სარდაფში მყავს გამომწყვდეული, საღამოს რომ ვეტყვი, ახალი კანონი მჭირდება, დღისით უკვე გამოაცხობს და მომცემსო.

დღესაც გვესმის, რომ სწორედ ადეიშვილმა ჩაატარა ე.წ. ვეტინგის სისტემა ქართულ სასამართლოში, რაც გულისხმობდა სასამართლოებზე ზეწოლას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იძულებას, დაეტოვებინათ სამსახური, ამასვე აკეთებს ადეიშვილი უკრაინაში.

- გეთანხმებით, მერაბიშვილისგან განსხვავებით, ადეიშვილი არასოდეს გამოსულა ინიციატივით. სხვათა შორის, ადეიშვილი ერთადერთი იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში, ვინც 2007 წელს, იმ ცემა-ტყეპის შემდეგ, ვითომ რომ გადადგა სააკაშვილი, ამბობდა, მოდით, რეალურად გადავდგეთ ყველანი, მიშამ აღარ იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე, ყველამ მივატოვოთ თანამდებობები და ვნახოთ, რა იქნება, მერე დავბრუნდებით ძალიან კარგადო. ანუ ადეიშვილმა იცოდა, უკეთესი იყო დროულად გასცლოდნენ სიტუაციას, ვიდრე ყველანი ციხეში წასულიყვნენ. ამდენი ჭკუა მას ჰქონდა. ამდენად, ვიზიარებ ფრაზას, რომ ადეიშვილი ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს კარგი მუშაკი იქნებოდა, ეს არანაირად არ ამართლებს ადეიშვილის დანაშაულებს, რასაც ის სხვების დავალებით ახორციელებდა, რადგან სინდისი და პრინციპები არ გააჩნდა. საქართველოდან წასული ადეიშვილი ძებნილად ჩაითვალა, სასამართლოც ჩატარდა, მაგრამ საქართველოში ინტენსიურად არ მიყვნენ ამ საქმეს. შედეგიც გამოჩნდა, ჯერ იყო და, ადეიშვილმა მიიღო დევნილის სტატუსი უნგრეთში, ამის შემდეგ უკრაინაში ამოყო თავი. უკრაინის უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა ძებნილი ადეიშვილი, რადგან ზელენსკის ხელისუფლება და სააკაშვილის დამნაშავეთა მთელი ხროვა ერთად შერწყმული, კორუფციით შედუღებული ერთი ორგანიზმია.

ერთი თვის წინ ადეიშვილი უკრაინის გენპროკურორის მრჩევლის სტატუსით იმყოფებოდა ბუნდესტაგში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უკრაინის ხელისუფლება შეგნებულად აღიზიანებს ქართულ მხარეს, რომ ზუსტად სამართლიანობის აღმდგენის სტატუსით აგზავნის ადეიშვილს ჰააგაში. რას ფიქრობთ ამაზე?

- უკრაინაში კადრების დიდი დეფიციტია. ადეიშვილმა მაშინვე აჩვენა თავისი გამოცდილება და უნარი უკრაინელებს. ბუჩაში დატრიალებული ტრაგედიის, შემზარავი დანაშაულის შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს, ვგულისხმობ ჩვილი გოგონების აკვნიდან ამოყვანას და სიკვდილამდე გაუპატიურებას, ჰააგიდან რომ ჩავიდა კომისია უკრაინაში, მას ადეიშვილი დახვდა ბუჩაში. გია ლორთქიფანიძეც შემთხვევით არ არის უკრაინაში დაზვერვის დირექტორის მოადგილე, საუბარია უკრაინაზე, ამხელა ქვეყანაზე, ევროპის ცენტრალურ ქვეყანაზე, არადა, ლორთქიფანიძეა მთავარი დამნაშავე- შემსრულებელი ლაფანყურის ტრაგედიაში, რაც დღემდე არ გამოუძიებია „ოცნებას“.

საქართველოს პროკურატურის მოთხოვნას ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით რაიმე შედეგი ექნება?

- მეეჭვება, რადგან ამდენი დრო გავიდა და ამ ადამიანს სტატუსები მიღებული აქვს, ლტოლვილის, თუ მრჩევლის სტატუსი, შემთხვევით ხომ არ აღმოჩნდა ბუნდესტაგში. ჩვენთან ასე ჰგონიათ, ბერლინი იქნება, თუ ნიუ-იორკი, პარიზი თუ ლონდონი, დღენიადაგ ფიქრობენ საქართველოზე. საერთოდ არ არის ასეთი ინტერესი. ბუნდესტაგში ერთ კაცს ვერ იპოვით ადეიშვილზე ეჭვების მქონეს. წარადგინა უკრაინამ დელეგაციაში ეს წევრი, მორჩა და გათავდა. ზელენსკის რომ გამოუყვანეს კანადაში ომის ვეტერანი, მებრძოლი, გახსოვთ? ტაში დაუკრეს, ზელენსკიც ფეხზე წამოუდგა, სინამდვილეში, ეს კაცი ესესელი აღმოჩნდა. ეს იყო საერთაშორისო სკანდალი. ეს არ მოხდებოდა, ძალიან ინტენსიურად რომ ემუშავა „ოცნების“ ხელისუფლებას ყველა დონეზე, ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას იმაზე გაემახვილებინა ყურადღება, რომ არის ასეთი დამნაშავე - ადეიშვილი და თქვენთანაც შეიძლება გამოჩნდესო. პრევენციული ზომები ჩატარებული არ იყო. ელჩმა სწორი პასუხი გასცა, არავითარი სამართლებრივი საფუძველი გერმანიას არ ჰქონდა, არ მიეღო ადეიშვილი. ამიტომაც ისმის კითხვა, აქამდე სად იყვნენ? არ დამავიწყდება, რაც თქვა წლების წინ ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში და დაესწრო კეზერაშვილის პროცესს. ფრანგმა მოსამართლემ მაშინ მიმართა საქართველოდან ჩასულ წარმომადგენელს, ჩვენ ეს ადამიანი დავაკავეთ, ბრასლეტი დავადეთ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, გთხოვთ, წარმოადგინეთ მტკიცებულება, რომელიც შეიძლება იყოს მისი შემდგომი დაკავების საფუძველი. თუ თქვენ ამას ახლაც არ იზამთ, მაშინ იძულებული ვიქნები, დარბაზიდან გავათავისუფლო ეს ადამიანი და ეს მოხდება პირველად ჩემს ცხოვრებაში. ასე გაუშვეს კეზერაშვილი დარბაზიდან. სპეკულაციები იმაზე, რომ საქართველოდან ჩაწყობილი იყო და ადეიშვილის გავლენით მაშინდელმა პროკურატურამ არ წარადგინა მტკიცებულებები, ეს მე არ ვიცი. ფაქტია, მაშინ კეზერაშვილი გაათავისუფლეს და დღემდე დაკავებული არ არის. დღესაც ლონდონში ცხოვრობს რამდენიმე მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებულ სახლში და მილიარდერია.

ლევკოთეა ეკლექტურ ოცნებაზე გამახსენდა. როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლაზე განაცხადა და 2011 წლის 7 ოქტომბერს შესაბამისი წერილი გამოაქვეყნა მედიაში, მეორე, თუ მესამე დღეს, ლევან ბერძენიშვილის ტვინის ნაჟური წავიკითხე პრესაში. სულ პუტინის და რუსეთის კაცი უძახა ბიძინას.
გადის სულ ერთი დღე და ივანიშვილი თავის კოალიციაში ეპატიჟება რესპუბლიკელებს. და ეს პროსტიტუტები, როგორც ჩვევიათ, უცებ უგორდებიან პოლიტიკურ სარეცელზე მორიგ მფარველს. ჯიპებიც სინდისის ქეჯნის გარეშე იჩუქეს ბიძინასგან. წინასწარ უყიდა ბიძინამ, სანამ სააკაშვილი მორიგ უკანონო კანონს მიიღებდა სასწრაფო წესით, ივანიშვილისთვის რომ პარტიების დაფინანსება შეეზღუდა.
ეს მამრაძეც კარგი კონფორმისტია. ვის ნავში აღარ მახსოვს.
7 თვის უკან