დონალდ ტრამპმა თაღლითობის საქმეზე სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა 175 მილიონი დოლარი გადაიხადა

დონალდ ტრამპმა თაღლითობის საქმეზე სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა 175 მილიონი დოლარი გადაიხადა

დონალდ ტრამპმა თაღლითობის საქმეზე სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა 175 მილიონი დოლარი გადაიხადა, რითაც აქტივების გაყინვა თავიდან აიცილა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ თავიდან ექსპრეზიდენტს 454 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, მოგვიანებით ტრამპის ადვოკატების მიერ შეტანილი სააპელაციო სარჩელი დაკმაყოფილდა და ჯარიმის ოდენობა 175 მილიონამდე შემცირდა.

ჯარიმის გადახდის მიუხედავად, დონალდ ტრამპი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, საქმეს კი კუდიანებზე ნადირობას და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.