შვეიცარიაში, ზვავის ჩამოწოლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

შვეიცარიაში, ზვავის ჩამოწოლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

შვეიცარიის ალპებში, სათხილამურო ტრასასთან ზვავის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი. ზვავის ჩამოწოლის კადრები თვითმხილველებმა სოციალური ქსელით გაავრცელეს. ცუდი ამინდის მიუხედოვად, ადგილზე მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა.

ამასთან, თოვლისა და ზვავის კვლევის ინსტიტუტი გაფრთხილებას აქვეყნებს, რომ ალპებში მოსალოდნელია ძალიან დიდი, სპონტანური ზვავები.