გვარამიას სტრასბურგის ალიყულის შემდეგ, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამერიკა დასანქციეებული მოსამართლეების გადაწყვეტილებას გადახედავს

გვარამიას სტრასბურგის ალიყულის შემდეგ, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამერიკა დასანქციეებული მოსამართლეების გადაწყვეტილებას გადახედავს

სტრასბურგისგან ალიყური ნიკა გვარამიამ უკვე მეორედ მიიღო და ევროპელ მოსამართლეებზე კვლავ გაბრაზებულია. მმართველი გუნდის თქმით, ევროპულმა სასამართლომ კრიმინალს პოლიტპატიმრობა არ გაუფორმა, რის გამოც თავზე სარჩელგადახეული გვარამია ახლა „სამართლის“ ძიებას გაეროში აპირებს. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ე.წ. პროდასავლელმა გვარამიამ ვერა და ვერ გაიგო, რომ ევროპაში და სტრასბურგის სასამართლოში ხელმძღვანელობენ არა აღქმებით, არამედ ფაქტებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული და თავის დროზე, გვარამიას საქმის მოსამართლეს ცილი ტყუილად დასწამეს.

ნიკა გვარამიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს უარი „ქართული ოცნებისთვის“ იმის საფუძველი გახდა, რომ სტრატეგიულ პარტნიორს მოუწოდონ, სანქციების ქვეშ მყოფი მოსამართლეების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედონ.

„საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა“ და „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის“ მიზეზით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, 2023 წლის 5 აპრილს, სავიზო შეზღუდვა დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს.

ამერიკის მხრიდან ქართველი მოსამართლეების სანქცირება არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო მმართველი გუნდისთვის. სუვერენული სახელმწიფოს მოსამართლეებისთვის შეზღუდვების დაწესებას სახელისუფლებო გუნდი სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის მცდელობად მიიჩნევს.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენი 2022 წლის 16 მაისს გამოუტანა და მას, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე, 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნეს.

სახელისუფლებო გუნდი ახლა სტრატეგიული პარტნიორისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა ან სანქციების გამოყენების მართებულობა უნდა განმარტონ, ან შეზღუდვები საერთოდ გააუქმონ.

თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ ამ უარით საერთასორისო დონეზე დადასტურდა, რომ ნიკა გვარამია კრიმინალია. ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ქართული სასამართლოს მიერ, შავით თეთრზე იყო დადასტურებული, მან კომპანიას რა უქნა, როგორგ გაფლანგა თანხები და გააკოტრა.

„ჩემთვის სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება გვარამიასთან მიმართებაში გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ის არანაირი მედიამენეჯერი არასდროს არ ყოფილა და ყველამ კარგად ვიცით, რა კრიმინალიც იყო. ახლა იქნება სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისირების გადამოწმებაც კი მოითხოვონ. ამ მოსამართლეებს ნაცები ხან მერაბიშვილის, ხან ადეიშვილის, ხან „რუსთავის 2“-ის საქმეზე აკრიტიკებდნენ. ვერც კი ბედავენ, რომ სააკაშვილის საქმე სტრასბურგში წაიღონ, რადგან ძალიან კარგად იციან, რა პასუხსაც მიიღებენ. ყველა სარჩელი, რომელიც 2012 წლამდე სტრასბურგში შევიდა, ან შემდგომ წლებში, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხებოდა, ყველგან საქართველოს მოსახლეობის წინაშე, მაშინდელი ხელისუფლება დამარცხდა.

ერთი მხრივ შემცირებულია სტრასბურგში შესული საჩივრების რაოდენობა, მეორე მხრივ, ასევე, გამამტყუნებელი სარჩელებია შემცირებული. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი სასამართლო დამოუკიდებელია. რაც შეეხება გვარამიას, სამწუხაროა, რომ მეორე კრიმინალთან ერთად ჩამოაყალიბეს პარტია, ეს კრიმინალები ბედავენ და სახელსაც კი „ახალს“ ირქმევენ. სამწუხროა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სხვების რეკომენდაციით შეიწყალა ნიკა გვარამია. სტრასბურგმა კი ქალბატონ პრეზიდენტსაც გასცა პასუხი, რომ მას კრიმინალის შეწყალება მოუწია“, - ამბობს ბოჟაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ, სავარაუდოდ, როცა სტრასბურგს მიმართა, ფიქრობდა, რომ პოლიტიკურად ეს გამოადგებოდა, თუმცა საბოლოო შედეგი ვერ განსაზღვრა. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად ეს მელია-გვარამიას დააზიანებს, ხოლო წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ამას უკვე მშვენივრად იყენებს.

„ძალიან მიკვირს გვარამია იურისტია და წინასწარ რატომ ვერ გააანალიზა, რომ სტრასბურგს შესაძლოა ეს საქმე არ მიეღო და პოლიტიკურად მასვე დააზიანებდა. ალბათ, პირიქით ეგონა. თუ სტრასბურგს მიმართავდა და საქმეს მსვლელობა მიეცემოდა, ამას არჩევნებისთვის გამოიყენებდა. ახლა ამბობს, რომ საქმეს გაეროში წავიღებო. ხელისუფებას ეს აღარ ადარდებს, რადგან სტრასბურგის შემთხვევაში ფაქტი უკვე მოხდა და ეს წინასაარჩევნოდ მათთვის მშვენიერი კოზირია.

ჯერ გაერო როდის მიიღებს თუ მიიღო და მერე პასუხი როდის იქნება, ღმერთმა იცის. მანამდე არჩევნებიც ჩატარდება და ამას აღარანაირ მნიშვნელობა აღარ ექნება. სწორი ქნა მიხეილ სააკაშვილმა, როცა თავისი საქმეები სტრასბურგში არ წაიღო. ძალიან კარგად იცის, რომ უარყოფითი პასუხი იქნება, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ქვეყანაში შემოიპარა და საზღვარი უკანონოდ გადმოლახა. ამიტომ გვარამიასი მიკვირს“,-ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, გვარამიას ახლა ე.წ. შუაშისტი მხარდამჭერის დახმარება სჭირდება, რომლებიც სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყურადღებას მიაქცევენ. შესაძლოა, ამის გამოც სურდა ამ საქმის სტრასბურგში წაღება, თუმცა პირიქით მოხდა, ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი.

„არ ვიცი მელია-გვარამიას ამომრჩეველი ვინ იქნება, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატისა, რომელიც შესაძლოა ახლა ამჟამინდელი მენეჯმენტის უკმაყოფილების გამო მხარს მათ უჭერს. თუმცა, მათ სჭირდებათ გადაუწყვეტელი ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველი, რომელიც რაღაცა ახალ პოლიტიკურ დასაყრდენს ეძებს. ისინი არიან ძალიან დაკვირვებული და პრეტენზიული ამომრჩევლები. ამიტომ გვარამიას საქმეზე სტრასბურგის უარი მათთვის დამატებით მოტივაცია იქნება, რომ მას მხარი არ დაუჭირონ. ამიტომ ასეთი რაღაცები ოპოზიციას ყველაზე მეტად აზაინებს და დღემდე ვერ ისწვალეს ჭკუა“, - ამბობს ძაბირაძე.

ილია "ალიყული"-ხანი გამიგონია, "ალიყური" უფრო მართებულია ამ შემთხვევაში :)
7 თვის უკან
ლევკოთეა ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველი სტრასბურგის გარეშეც მშვენივრად არჩევს თეთრს და შავს და არ სჭირდება დამატებითი ,,სტრასბურგული არგუმენტი". სწორედ ამიტომ არიან შუაში, რომ აზროვნებენ და ბრმად არ უჭერენ მხარს არავის.
7 თვის უკან
trampi დავენაცვლე .............. დავენაცვლე ....................(ეს უკუღმა)................... ჩვენ ევროპელ მეგობრებს .............
ეგენი რომ არა, ვინ გაააგებინებდა და აუხსნიდა საქართველოს მოსახლეობას თუ სინამდვილეში ეგენი ვინც არიან??
მერე ამბობენ პუტინის ანტი დასავლური პროპაგანდაო..........
რომელი ...... რომელი ......პუტინის რომელი პროპაგანდა აჯობებს მაგათ ნაგლობებს და პირდაპირ ანტი ანტი ანტი დასავლურ საქმეეებს??
ეხლა ვხვდები ----------------- ანარხისტები თურმე მართლები ყოფილან!!
მიდით ........ მიდით......... მიდით ............. სადაც წვრილია იქ გაწყდეს.....საქართველოს მაინც არაფერი მოუვა,
თქვენ იკითხეთ თქვენ, თქვენი ოხერი დედაც.......!!!!!!!!!!!!
7 თვის უკან