იერუსალიმში 7 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

იერუსალიმში 7 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

იერუსალიმში 7 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციაზე 100 000 ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები, არჩევნების ჩატარებისა და მთავრობის შეცვლის მოთხოვნით, ქნესეთის წინ შეიკრიბნენ.

აქცია გაიმართა თელ-ავივშიც, სადაც მძევლების ოჯახების წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ ნეთანიაჰუმ მათი საყვარელი ადამიანების დაბრუნება ვერ მოახერხა.