ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გაზაფხულის ბოლოს იერიშებს გააძლიერებს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გაზაფხულის ბოლოს იერიშებს გააძლიერებს

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გაზაფხულის ბოლოს იერიშებს გააძლიერებს, - პროგნოზს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები აკეთებენ და აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები, დიდი ალბათობით, დონეცკის ოლქისკენ იქნებიან კონცენტრირებული.

ანალოგიური გაფრთხილება ცოტა ხნის წინ უკრაინის ოფიციალურმა პირებმაც გაავრცელეს და განაცხადეს, რომ რუსეთი სამხედრო ძალების პირად შემადგენლობას ხარკოვ-ლუგანსკის მიმართულებით, ასევე ბახმუტის, ავდეევკის, ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში ზრდის.