სააღდგომო არდადეგების შემდეგ შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინის დახმარების საკითხს კენჭისყრაზე ისევ გამოიტანს

სააღდგომო არდადეგების შემდეგ შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინის დახმარების საკითხს კენჭისყრაზე ისევ გამოიტანს

სააღდგომო არდადეგების შემდეგ შეერთებული შტატების კონგრესი უკრაინის დახმარების საკითხს კენჭისყრაზე ისევ გამოიტანს. წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაბამისი პირობა მან წარმომადგენელთა პალატის სპიკერისგან უკვე მიიღო.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, სწრაფად დაამტკიცოს დამატებითი დაფინანსება უკრაინის დასახმარებლად და განმარტა, რომ ბრძოლის ველზე მისი შესაძლებლობები ამაზეა დამოკიდებული.