რადიკალური ოპოზიცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ნაცვლად, 27 ოქრომბრისთვის ემზადება. ამ დღეს უნდა მოხდეს საპარლამენტო არჩევნების არაღიარება, რისთვისაც მომხრეებს მოუწოდებენ გამოვიდნენ ქუჩაში და დაიცვან „წართმეული“ მანდატები. უკვე ცნობილია, რომ სასამართლოს წინააღმდეგ და ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად ქვეყანაში შემოდის ძალიან დიდი თანხა.
როგორც ირკვევა, „მთავარმა არხმა“ სადაც 12%-ს ფლობს პარტია „ახალი“-ს ლიდერის, ნიკა გვარამიას მეუღლე, მიიღო გრანტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად. გრანტი, ასევე, მოიცავს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მოქმედებას - ყველა ის მოსამართლეზე, რომელიც ე.წ. ვეიტინგის“ სისტემის წინააღმდეგ გამოდის, უნდა განხორციელდეს ბულინგი. თავად ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „მთავარი არხისთვის“ დამტკიცებულ ფინანსურ გრანტს არაფერი აქვს საერთო ლგბტ პროპაგანდასთან. მისი თქმით, ეს გრანტი არის მიზნობრიობის გარეშე, მედიის მხარდაჭერისთვის.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპონენტებმა და მათმა პატრონებმა უკვე სავსებით რეალურად გადაწყვიტეს, რომ არაფრის თავი არ აქვთ და ახლა ფულზე გააკეთეს აქცენტი. მდინარაძის განმარტებით, სწორედ ამას ემსახურებოდა ამერიკული კანონის რუსულ კანონად გამოცხადება, რათა ვერ მომხდარიყო გრანტების მიზნობრიობის დადგენა.
„დღეს გახდა ცნობილი, რომ გრანტი დაუმტკიცდა ერთ-ერთ „ნაცმოძრაობის“ არხს. შემდეგ, თურმე ვიღაცები ამბობენ, გრანტი კი დაგვიმტკიცდა, მაგრამ არანაირი ირიბი მხარდაჭერა არ არის ლგბტ პროპაგანდის, უბრალოდ, უმიზნოდ დაგვიმტკიცდა ეს გრანტიო. უმიზნოდ და უმიზეზოდ გრანტები არ მტკიცდება. თურმე ამიტომ მოიკლეს თავი შარშან, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი ღირსეული მომავალი თაობა მოეტყუებინათ, ამერიკული კანონი რუსულიაო. ეს იმიტომ, რომ ვერ უნდა გაგვეგო ამ გრანტების მიზნობრიობა. კონკრეტული გრანტის მიზნობრიობა შეადგენდა ლგბტ პროპაგანდისთვის გამოყოფილი თანხის 5-6%-ს.
მოიგეს გრანტი ამ მიზნობრიობით და ამბობენ, რომ ამას მიზნობრიობა არ აქვს. რაღაც მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს გრანტს. ნიკა გვარამიამ დეტალურად იცის თურმე ამ გრანტის შესახებ და თან ისიც იცის, რომ მიზნობრიობა არ აქვს. ეს რას ნიშნავს? ანუ, რა მიზნობრიობაც დასახელდა, მართალი ყოფილა. როდესაც ინფორმაცია ვრცელდება, რომ ირიბი მხარდაჭერისთვის გამოყოფილი დიდი თანხის 5-6%, რომელიც ასევე დიდი თანხაა, გამოეყო „მთავარ არხს“ და ამ დროს გვარამია აცხადებს, რომ ამას მიზნობრიობა არ გააჩნია, ესე იგი, რაც გავრცელდა, ის არის მართალი. ვერ მოიფიქრეს, რა გამართლება მოუფიქრონ ამ ყველაფერს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
უმიზნოდ და უმიზეზოდ გრანტი რომ არ მტკიცდება, ამის შესახებ საუბრობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომელიც 20 წელზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებში მუშაობს და გრანტების გაცემის პროცედურები და პირობები საკმაოდ კარგად იცის.
„რაც შეეხება აღნიშნულ ინფორმაციაში გრანტის თაობაზე LGBTQ თემის პედალირებას, მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით, 2015 წლიდან, თითქმის ყველა დონორის მოთხოვნაში გრანტების მაძიებლებისათვის ხაზგასმულია და ლამის აუცილებელია, რომ საგრანტო განაცხადში მკაფიოდ იყოს ასახული LGBTQ თემის ჩართულობის მექანიზმები.
მოთხოვნის მიზანი, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია - ხელი შეეწყოს LGBTQ თემის საზოგადოებაში ინტეგრაციას, რომ მათი ცხოვრების წესი აღარ აღიქმებოდეს ისე, როგორც ეხლა აღიქმება საზოგადოების უმრავლესობის მიერ. და თუ გრანტის მაძიებელი ამ მოთხოვნას სათანადოდ ვერ დააკმაყოფილებს, მიიღებს უარს, ესაა და ეს. შესაბამისად, ისინი იძულებული არიან ეს გარემოება გაითვალისწინონ. ასეთია გლობალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და განსჯა თქვენთვის მომინდვია“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ ლგბტ პროპაგნდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის გასაჯაროვების შემდეგ, საქართველოში არსებული მეხუთე კოლონის დონორები ამუშავდნენ, გადმორიცხეს ფინანსები და კოლექტიურ ნაცებსა და მათ სატელიტ „ენჯეოებს“ დავალებები მისცეს.
„როგორც ჩანს, საქართველოში არსებული მეხუთე კოლონის დონორები მთელი ძალებით ამუშავდნენ. გადმორიცხეს ფინანსები, მისცეს აქაურ დამქაშ - კოლექტიურ ნაცებსა და მათ სატელიტ „ენჯეოებს“ დავალებები. ამ უსამშობლო მოღალატეებმაც არ დააყოვნეს, დაფაცურდნენ, მოიძიეს სტამბები. დაწერეს, ააწყეს და დაბეჭდეს „პროკლამაციები“, თითქოსდა საქართველოში ხალხი აღშფოთებულია ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის გამო და გააკრეს ქუჩებში.
თუმცა, რა გასაკვირია ყოველივე ეს, როდესაც „დემოკრატიის მექაში“, აშშ-ში დღევანდელი დღე, კათოლიკური აღდგომის დღე გამოაცხადეს ტრანსგენდერის დღედ! მაშინ, როდესაც იქაურ სკოლებში, ბაღებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ატარებინებენ მათ საუბრებს, რომ ბავშვს შეუძლია სქესი შეიცვალოს! ბრძანებები გამოსცეს დედას „დედა“ არ დაუძახონ და მამას - „მამა“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, ყველაფერი გენიალური მარტივი გადასაწყვეტია და გამოდის ინიციატივით, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი თემაზე - „გსურთ თუ არა ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა და მისი ასახვა კონსტიტუციაში. მისი თქმით, ამით დასრულდება გრანტიც, ტანციც და ერთი ადგილების ცანცარიც. მისივე შეფასებით, ეს დრო შეიძლება შეედაროს გარყვნილ-გათახსირებულ კალიგულას მმართველობას ძველ რომში - 41-37 წწ. ქრისტე შობამდე. თუმცა, მისი თქმით, ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროის რომი ამ დონემდე არ დაცემული, რაც ახლა ხდება.
„ამიტომაც სრული უპირობო უფლება აქვთ გვარამიას, ხიდაშელს, მელიას, ჭიჭიკო ვაშაძეს, პატიკო მანჯგალაძეს, გუბაზას, ხატიას, გიგაურს, ადგილობრივებთან ერთად, შემოსული თანხებით მოიწვიონ და წაიყვანონ საკუთარ ოჯახებში ცნობილი ტრანსგენდერები. ჩაატარებინონ მათ ლექცია-სემინარები საკუთარ მომავალ თაობასთან, საკუთარ ოჯახებში გაიარონ მათთან ამ დარგში პრაქტიკული მეცადინეობის კურსები. ჩაატარებინონ საკუთარი ოჯახის წევრებზე ექსპერიმენტები, გაიკეთონ და გაუკეთონ საკუთარ შვილებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ქვეყნის გარეთ სქესის შესაცვლელად ოპერაციები; გაათხოვონ საკუთარი შვილები - ბიჭი ბიჭზე და გოგონა გოგონაზე! არც არავინ უშლით და არც არავინ არსად შეუვარდება! საზოგადოებას ნუ შეაწუხებენ და მშვიდობაში მოიხმარონ თავიანთი სხეულების ერთი ადგილები“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
ყოველი მომდევნო პროექტი ,,კოპი-ფეისიტ"-ით გადადის და მხოლოდ თარიღები ახლდება.
ე.წ. ვარდების რევოლუციისთვის უკვე სააკაშვილის კოჰორტაში ჩაეწერნენ და ყველა ნებადართული, თუ აკრძალული მეთოდებით აფათურებდნენ ხელებს პოლიტიკურ ველზე.
მერე, როგორც ყველაფერი, ეგ სექტორიც წაბილწა სააკაშვილმა და თუ მისი მეხოტბე არ იყავი, დიდ გრანტს არავინ მიგასუნინებდა. ვანოც კურირებდა საგრანტო თემას. ბედის ირონიაა, რომ ჟვანიამ გაიყვანა მერაბიშვილი პარლამენტის დეპუტატად სიით. არასამთავრობოში მუშაობდა მაშინ ეგ ბლუც.
მერე უკვე გაუტკბათ მუქთა საგრანტო ფული და გრანტიჭამიებად ჩამოყალიბდნენ ის კაფანდარა გოგო-ბიჭები. იდეა, რომ მოქალაქეების ცხოვრება უკეთესი გახდეს, აღარ არსებობს. და მივიღეთ ის, რაც ეხლა გვაქვს.
ეხლანდელი სამოქალაქო სექტორი არის ,,ქართულ ჯიგრულ პონტში" მომუშავე ორგანიზაციების ერთობლიობა. ნეპოტიზმი, ფულის გამაზვა, ატკატი და ა.შ. ძალიან ნაცნობი თემებია მათთვის.
ზუსტად ისეა --- უკვე კოლუმბის ლანძღვა მეზარება.....ყველაფერი ნათელია, რაღა უნდა ვთქვა??
მე ეხლა მხოლოდ ფანჯრიდანღა ვიყურები და ველოდები ---- როდის ჩამოატარებს მტკვარი(ან მისისიპი) კოლუმბს...
და იმედია დიდხანს არ მომიწევს ლოდინი
ისე მდინარაძე კოლუმბს უკვე დაჟე ჩემზე ძაან აგინებს, წარამარა გაიძახის--- ქუნემ კოლუმბი, ქუნემო,
მოკლედ ჩემს სათქმელს უკვე ყველა ოპტომ გაჰყვირის--- ქუნემ, ქუნემ კოლუმბიო
ადრე უნდა დაეჯერებინათ ჩემთვის ეგ, ადრე უფრო კარგი იქნებოდა (აქაურებისთვის)
ისე კი ძაან მიკვირს---ამ ბოლო ხანებში ესენი ესე ვინ გაააყოჩაღა?? ან აქამდე სად იყვნენ, მე რომ მაყეფებდნენ აქ
მაგრამ მაინც კაია............. სჯობს გვიანო.......