დგას თუ არა რუსეთი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე? ეს კითხვა სამხედრო ანალიტიკოსებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინიდან შეჭრილი რუსი მოხალისეები ბელგოროდის და კურსკის დაკავებას აგრძელებენ. თავდაპირველად, ამ რეგიონებში მიმდინარე დაპირისპირება ყველამ საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირა, თუმცა არჩევნები დასრულდა, ხოლო რეგიონზე თავდასხმები გრძელდება.
უკვე კვირაზე მეტია ბელგოროდის და კურსკის ოლქებში აფეთქებები, დასახლებული პუნქტების დაკავება, მოსახლეობის ევაკუაცია მიდის. ოლქებში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინას აბრალებს, თუმცა უარყოფს რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას.
მეთვალყურეებისთვის კი სულ უფრო ცხადი ხდება, რომ „პუტინის ჯარს“ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსი მოხალისეები უპირისპირდებიან და კრემლს ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი, რომ მათ დაუპირისპირდეს.
სადამდე შეიძლება რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა და დაკავება გაგრძელდეს? როგორც სამხედრო ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, უკრაინას ახალი სტრატეგიული ჩანაფიქირი აქვს და ეს ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაა. ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება და არაა გამორიცხული ამან რუსეთის ჯარში ჯაჭვური რეაქციაც კი მიიღოს.
ოლექსი ჰეტმანი, უკრაინის ეროვნული გვარდიის რეზერვი და რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანი, თვლის, რომ რუსეთის თავისუფლების ლეგიონის დარბევა პუტინისა და მისი გარემოცვის გამოწვევაა. მისი აზრით, თუ რუსეთის ფედერაციის ერთი ბატალიონი მაინც გადავა პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსების მხარეს, ჯაჭვური რეაქცია შეიძლება მთელ არმიაში დაიწყოს.
13 მარტს რუსმა მოხალისეებმა რუსეთის ტერიტორიის დარბევა განაგრძეს, ხოლო კურსკისა და ბელგოროდის რეგიონების მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
ევჰენ დიკი, აიდარის ბატალიონის ოცეულის ყოფილი მეთაური, თვლის, რომ რუსებმა შესაძლოა საბრძოლო მზადყოფნა კუპიანსკის მიმართულებიდან კურსკის რეგიონზე გადაიტანონ.
14 მარტის დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა ორ რეგიონზე 14 თვითმფრინავით თავდასხმაში. მოგვიანებით ბელგოროდის მერმა მეორე თავდასხმის შესახებ განაცხადა.
14 მარტს რუსეთის თავისუფლების ლეგიონის მოხალისემ ალექსეი ბარანოვსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ რეზერვები ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში გადაიტანა და აქტიურად ცდილობდა რუსული მოხალისეთა ნაწილების გადაადგილებას. რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა გააფრთხილა ადგილობრივი მოსახლეობა აქტიური შეტევების დაწყების შესახებ.
რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა კი უკრაინა რუსეთში არჩევნების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა და შურისძიების პირობა დადო.
16 მარტს რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა უარყო ყალბი ინფორმაცია ჯგუფის სავარაუდო განადგურების შესახებ. RDC-მ ასევე განაცხადა, რომ მათ ორი ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს.
საერთო ჯამში, ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში ნაცრისფერი ზონები, რომელიც მოხალისეებმა დაიკავეს 51,64 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.
ადგილობრეივები კი „ტელეგრამ“ არხებზე და სხვა სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ბელგოროდში სიტუაცია უკიდეურესად მძიმეა. არ არის სურსათი, ელექტროენერგია და სიცივეში იმყოფებიან. მათი თქმით, კრემლი არ აპირებს მოსახლეობის ევაკუაციას და მოთმინებისკენ მოუწოდებს, რაც მათი მიტოვების ტოლფასია. აღნიშნულ ოლქებში სულ მცირე მილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ მათთვის გაუგებარია, თუკი ბრძოლები გაგრძელდა, საბოლოოდ რა ბედი ეწევათ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა ამ დაპირისპირების ფონზე ჯერჯერობით რაიმე სამოქალაქო ომის ნიშნებს რუსეთში ვერ ხედავს. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა არ დაეხმარება, ამის დაწყება შეუძლებელია. მისი აზრით, უკრაინას ახლა საკუთარი ჯარის შეაირაღება უჭირს, ამიტომ რაიმე უფრო ფართომასშტაბიანი დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის.
„მე ვერ ვხედავ სამოქალაქო ომის დაწყების საფუძველს. უბრალოდ, რუსეთმა ამ ტერიტორიიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია რომ დაიწყოს, ის აღიარებს პრობლემას. ამიტომ კრემლი ცდილობს გაწელოს დრო და არ მოახდინოს მასობრივი ევაკუაცია. შესაძლოა, ბავშვები გაიყვანონ, საბავშვო ბაღები, სკოლები დახურონ, მაგრამ მოსახლეობის ევაკუაციისგან თავს იკავებს. ამას მთელი რუსეთი დაინახავს, გამოვა რომ იმის ნაცვლად რუსეთი უტევს, პირიქით აქეთ არის თავდასხმის ობიექტი. შეიძლება უკრაინამ გააძლიეროს დარტყმები, თუმცა არ მგონია, რომ ამან რუსეთში სხვა რაიმე შიდა დაპირისპირების სახე მიიღოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
რა მიზანი აქვს ამ დაპირისპირებას და თავდასხმას რუსეთის ტერიტორიაზე? - ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამით უკრაინა ცდილობს გააჩინოს განცდა, რომ ომი მიდის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც.
„უკრაინა ამით ცდილობს რუსებს გაუჩინოს განცდა, რომ ომი მათ სახლებშიც მიმდინარეობს. ამაში საკმაოდ სერიოზული სტრატეგიული გათვლაა. მოსახლეობას აჩვენებენ, რომ რუსეთი არაა წარმატებული და ის ფრონტის ხაზზე რთულ სიტუაციაშია, მას საკუთარი ტერიტორიების დაცვა არ ძალუძს, რუსეთი არ არის ისეთი ძლევამოსილი ქვეყანა, რომ ყველა ტერიტორია დაიცვას.
უკრაინა ამით სწორედ კრემლის იმიჯს ანგრევს - თითქოს რუსეთი ყოვლისშემძლეა, უკრაინა კი მსოფლიოს, მის მოსახლეობას აჩვენებს, რომ ის საზღვარსაც ვერ იცავს. უბრალოდ, დასავლელი პარტნიორები არ მიესალმებიან, რომ უკრაინამ კიდევ უფრო სიღრმეში დაიწყოს დარტყმები, დაბომბოს ცენტრალური რაიონები, სადაც უფრო პანიკა დაიწყება. ბელგოროდი არის სასაზღვრო რაიონი და თითქოს ამას ახსნა აქვს. ეს არის კარგად გათვლილი სტრატეგიული ნაბიჯი, რომლითაც რუსეთის მოსახლეობა უნდა შეწუხდეს და დაფიქრდეს, საით მიჰყავს პუტინს ქვეყანა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, პუტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას აჩვენოს, თუ როგორ უსწორდება ის ოპონენტებს, რისი ნათელი მაგალითია პრიგოჟინისა და ნავალნის მკვლელობები. ამიტომ, ზაქარეიშვილი არ ელის, რომ თუნდაც სამხედრო ან პოლიტიკურ ელიტაში ვინმე ამ ეტაპზე პუტინის წინააღმდეგ წასვლას უახლოეს მომავალში გაბედავს.
პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი მიჩნევს, რომ ბელგოროდზე თავდასხმები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე უკრაინაში ომი იქნება. პოლკოვნიკი for.ge-სთან ამბობს, რომ გამოჩნდა რუსეთის მოსახლეობაში, სხვადასხვა რეგიონებიდან მოხალისეები, რომლებიც მზად არიან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ წავიდნენ. ბერიძე მიიჩნევს, რომ უკრაინამ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა და ის არ გამორიცხავს, რომ ამას კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიეცეს.
„ეს არის რუსეთის მოქალაქეების მხრიდან დაწყბეული რეიდი და ლოგიკურია, უკრაინა ცდილობს ამ მოხალისეებს დაეხმაროს და ტერიტორიები დაიკავონ. ამით კი ფრონტის ხაზიდან ყურადღება სხვა მიმართულებებზე გადააქვთ. რაც შეეხება ამ რუს მოხალისეებს, ეს არის მათი მხრიდან ენით აუწერელი რისკი. როგორც სამხედრო და მეომარი, გეუბნებით, რომ ამის გაკეთება არის ურთულესი. ჯერ მარტო იქამდე ჩასვლა ხომ გინდა - რუსეთი დატოვო, მთელ მსოფლიოს მოუარო, უკრაინაში ჩახვიდე და მერე იქიდან ბრძოლით რუსეთის ტერიტორიაზე შეხვიდე ისევ! როდესაც რუსეთში ყველანაირი პოლიტიკური აზრი და წინააღმდეგობა მოკვდა, ასეთ დროს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ერთადერთი გზა რჩებათ, აიღონ იარაღი და ებრძოლონ რეჟიმს.
თუკი აქამდე ეს იყო უკრაინის მცდელობა და რუსი პატრიოტების მცდელობა, რომ ებრძოლათ პუტინის წინააღმდეგ, ახლა უკვე უშუალოდ ბატალიონი „ციმბირი“ ჩამოყალიბდა, სადაც რუსეთის მოქალაქეები არიან. ჩვენ ვხედავთ ე.წ. თათარინების დაჯგუფებებს, რომელბიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. ადრე თუ გვიან, პუტინი ამ ომს ვერ გაუძლებს. თუკი რომელიმე ჯარის ნაწილი ფრონტის ხაზიდან მოხალისეების მხარეს გადავიდა, ამას ჯაჭვური რექცია მიეცემა. უკრაინის ახალი სტრატეგია ზუსტად ეს არის, რომ ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა მოხდეს. იმ ხალხის შეიარაღება და გაძლიერება, ვისაც რუსეთის წიანააღმდეგ ბრძოლა სურს“, - ამბობს პოლკოვნიკი.
მისივე თქმით, ასეთი მოძრაობის ტემპი მხოლოდ და მხოლოდ მოიმატებს და უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა რუსეთში კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ პოლკოვნიკი ამბობს, რომ რუსეთს ყველასთან აღარ ჰყოფნის ძალა, რომ გაუსწორდნენ და ადრე თუ გვიან, რუსეთის თავდაცვით ხაზებზე ბზარი გაჩნდება.
მე მაგალითად ვიგებ რომ უკრაინა საცააა მოსკოვს აიღებს .
..აი დეაც ესე ამბობს
მაგრამ მარტო რუსულს კი არა .... ალ ჯაზირასაც ვუსმენ .... სიენენსაც ..,... ბიბისისაც .... ევრონიუსსაც (რუსულად ოღონდ ---ბორშის დიდი თეში მაქვს --ინგლისური არ მასწავლეს) მერე კომუნისტების ნასწავლ ფილტრში ,,ვატარებ,, (ამერიკელების სამწუხაროდ კომუნისტებმა განათლება მართლა მოგვცეს) და ვიგებ მერე სინამდვილეში რაც ხდება
ჰოოდა ამ ამოტრიალება გადატრიალებაში ის დავადგინე , რომ ამ ე.წ. დასავლეთს პუტინი დედას ტირობს
თუმცა კი............... უკუღმა მერჩივნა და იმედიც მქონდა !!!!
მაგრამ ........ ფაფუუუ