„პუტინის მუქარა კარგს არაფერს უქადის შავი ზღვის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც“

„პუტინის მუქარა კარგს არაფერს უქადის შავი ზღვის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც“

რუსეთის მორიგი განცხადება, რომელიც შავ ზღვაში სასაზღვრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას გულისხმობს, საქართველოსაც ეხება და ეს გარკვეულწილად, ირიბ მუქარად თუ გაფრთხილებად უნდა ჩაითვალოს. ასე აფასებს საქართველოში ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი რუსეთის პრეზიდენტის კომენტარს. ვლადიმერ პუტინის თქმით, აუცილებელია მობილური ჯგუფების ეფექტურობის გაზრდა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებებითაც.

„ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ სასაზღვრო უწყებების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილური ჯგუფების ეფექტურობა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებითაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს დღეს შავ ზღვას ეხება“, - ამის შესახებ პუტინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში თქვა, პუტინის ეს განცხადება მანიშნებელია იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, მორიგი აგრესიული ნაბიჯი გადადგას. მისი შეფასებით, აღნიშნული საკითხი მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.

„ეს არის აგრესიული გამოხტომა იმის ფონზე, რასაც რუსეთი უკრაინაში ჩადის. განცხადების გაკეთება, შავ ზღვაში საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, კარგს არაფერს უქადის შავი ზღვის სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც. საფრთხის შემცველი პირდაპირი განცხადება [პუტინს] არ გაუკეთებია, მაგრამ სასაზღვრო ძალების გაძლიერება, ყველაზე მშვიდობიან საზღვაო აკვატორიუმში, ნიშნავს მის სურვილს - დამატებით აგრესიული ნაბიჯები გადადგას, თუკი ის ამას საჭიროდ ჩათვლის. ამ კუთხით, ეს საკითხი სიფრთხილეს მოითხოვს“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

საქართველოს ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ პუტინისთვის შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას საქართველო-თურქეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელიც ოჩამჩირის საპირწონე იქნება.

„ეს ძალიან სტრატეგიული განცხადება იყო. ამით პუტინმა აღიარა, რომ შავი ზღვა მისთვის მნიშვნელოვანია. ის შავ ზღვაში ჩაიკეტა, თურქეთმა ის ბოსფორის სრუტეში ჩაკეტა და გარედან სამხედრო გემები ვერ შედის. უკრაინა ანადგურებს მის სამხედრო ფლოტს და რუსეთი ვერ ავსებს მას. ამიტომაც, მისთვის პრიოტიტეტია შავი ზღვა, სადაც ძლიერდება ნატო, ბულგარეთისა და რუმინეთის საშუალებით, ხოლო საქართველო და უკრაინა ნატო-ში მიდის. რუსეთის გარდა, ყველა სახელმწიფო, ადრე თუ გვიან, იქნება ნატო-ს წევრი, საქართველოსა და უკრაინის მიღების შემდეგ.

პუტინს ეს განცხადება შემთხვევით არ გაუკეთებია, მან ყველას აგრძნობინა, რომ შავ ზღვაში აპირებს მისი ქცევების გარკვეულ მოდერნიზებას და, პირველ რიგში, ეს ეხება ოჩამჩირის პორტს, რომელიც ჩვენთან ახლოსაა. ეს უნდა გავითვალისწინოთ. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს შემდეგი: პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვახდენდეთ არმიის მოდერნიზაციას თურქეთის ყაიდაზე, რადგან ეს ნატო-ს სტანდარტებია. უნდა შეიქმნას თურქეთ-საქართველოს სამხედრო-საზღვაო ბაზა, ოჩამჩირის საპირწონედ“, - განაცხადა For.ge-სთან პაატა ზაქარეიშვილმა.

ბოლო პერიოდში, ევროპელი ლიდერების მხრიდან ხშირად ისმის ერთგვარი გაფრთხილება, რომ რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს შესაძლოა თავს დაესხას, რასაც ბუნებრივია, მესამე მსოფლიო ომამდე მივყავართ. ამას თან ერთვის ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, რაც მთელი მსოფლიოსთვის დიდი საფრთხის შემცველია.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა ნატო-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში განახორციელოს, ხოლო ამის ფონზე, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და შემაკავებელი მექანიზმი შექმნან. მისი თქმით, პუტინი აორმაგებს ომის ეკონომიკაზე გადასვლის ტემპს ნატო-ზე თავდასხმის მიზნით.

„განგაშის ზარი რეკავს: 2-3 წელი გვაქვს, რომლის დროსაც შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, მოვაგროვოთ საბრძოლო მასალა და ვაწარმოოთ იარაღი, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ევროპული უსაფრთხოება, მოვამზადოთ და უზრუნველვყოთ, რომ შეჭრა არ მოხდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ომში არ ჩავერთოთ. მიზანი ისეთი შემაკავებელი მექანიზმის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენზე თავდასხმა არ მოხდეს“, - აღნიშნა დუდამ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის სადაზვერვო სამსახურებმა მთავრობისთვის მოამზადეს რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის ანალიზი, რომელიც პროგნოზირებს, რომ მან, 2026 წლიდან, შესაძლოა, ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელება.

ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, რუსეთის დარტყმა ნატო-ს რომელიმე წევრ სახელმწიფოზე, გულისხმობს ალიანსის საპასუხო დარტმას, რასაც კრემლი ან გაუძლებს, ან ვერა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთს ამის ძალა არ ექნება, რადგან ყოველგვარი დარტყმა დღევანდელ პირობებში, უცილობლად ნიშნავს საპასუხო დარტყმის მიღებას, რასაც რუსეთი ან გაუძლებს ან არა. თუმცა, ვითვალისწინებღ რუსეთის ხელმძღვანელობის ავანტიურისტულ ბუნებას, დიდი სიფრთხილეა საჭირო. საუბარია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რითაც პუტინი დიდი ხანია იმუქრება. თუ გონი აქვს, ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას, მაგრამ აქვს თუ არა, ეს ბევრ მომენტზე არის დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თავად რა ჭკუაზე იქნება იმ დროისთვის, როდესაც საბოლოოდ დაინახავს, რომ უკრაინაში მისმა ავანტიურამ შედეგი არ მოიტანა“, - აღნიშნა მენაღარიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, 2026-2027 წლისთვის რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, რაც რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილების დონეს გაზრდის. როგორც მან აღნიშნა, პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან იცის, რა მძიმე შედეგის მომტანი იქნება ეს თავად რუსეთისთვის.

„ამხელა ძალა რუსეთს არასდროს ექნება, რადგან 2-3 წელიწადში რუსეთის ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად დასუსტებული იქნება და მთელი ფული იარაღში წავა. ხელისუფლების მიმართ რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება გაიზრდება. რუსეთი რამდენიმე წელიწადში უფრო ბეჩავი გახდება, ნატო გაძლიერდება და საქართველოს ხელისუფლებას ეს უნდა ესმოდეს. ბირთვული იარაღის გამოყენებით ხშირად იმუქრება პუტინი, რადგან ამაზე წამსვლელი არაა. ეს იქნება მთელი მსოფლიოსთვის ყოვლადმიუღებელი რამ და რუსეთში კატასტროფა მოხდება. ასე რომ, ამაში რეალობას ვერ ვხედავ. გამორიცხვა არაფრის შეიძლება, მაგრამ ეს პირველ რიგში, რუსეთს გაანადგურებს“, - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

 

 

trampi ყბა მოქცეულმა 2008 ხომ თქვა --მაგათი ჯანგიანი ტანკები ვერაფერს გვიზავს, მოსკოვამდე ჩავალთო

გემებზე ეხლა მე ვიტყვი ---- სუ ძირმომპალი გემები ჰყავს პუტინს, ესენი ზღვაში სუ თავისით ჩაიძირებიან, ბომბები არც დასჭირდებათ
მოკლედ საცააა მოსკოვსაც აიღებენ

უუუუუფფფფ............
რა მაგარი პროდასავლური ლოზუნგი ვგლიჯე ...... ნაცებს კი არა დაჟე ამერიკის ელჩს შეშურდება
ჯერ სადააა საცააა ესენი მოსკოვსაც აიღებენ
..

ვააააააააააააააა ............... ვინ არიან?? საიდან მოვიდნენ ან სად გამოიყვანეს ეს იმიერ--ამიერი ქჯები?
8 თვის უკან
trampi წინ კინჯალი, უკან კლკლკლკლკლკლ---ოოო საქართველოზეა ნათქვამი (ე.ი ჩვენზეც)
ამ 30 წელში ჯერ მარტო ჩვენ რაც გამოვიარეთ და წარმოგიდგენიააათ 30 საუკუნეეე??
უფრო ზუსტად გასაგებად წარმოიდგინეთ რო საქართველო საკუთარი ძმაააა..... შვილია....... მეგობარია.... (წარმოსადგენადაც კი ძნელია)
და ამას უძლებს საქართველ;ო!!!!

რამდენი შინაური და გარეული მტერი (აფსუსსს............. აღმაშენებელი)

,,შენ სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო......

....... მუხრანი მაგარია......
8 თვის უკან
DDDzia პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ პუტინი "შავ ზღვაში ჩაიკეტა, თურქეთმა ის ბოსფორის სრუტეში ჩაკეტა და გარედან სამხედრო გემები ვერ შედის. უკრაინა ანადგურებს მის სამხედრო ფლოტს და რუსეთი ვერ ავსებს მას."

ამ სულ სამმილიონიან ქვეყანაში საიდან ამდენი იდიოტი, ჰა?
ამ რეგევენ ზაქარეიშვილმა არაფერი არ იცის, მაგრამ სკოლაში მაინც არ უსწავლია?
არ იცის, რომ სულ ფინეთის ყურიდან და თეთრი ზღვიდან, ასევე კასპიის ზღვიდან შეუძლია შავ ზღვაში მოხვედრა შიდა მდინარეების საშუალებით?

ირაკლი მენაღარიშვილი - „დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთს ამის ძალა არ ექნება, რადგან ყოველგვარი დარტყმა დღევანდელ პირობებში, უცილობლად ნიშნავს საპასუხო დარტყმის მიღებას, რასაც რუსეთი ან გაუძლებს ან არა."
არა რა, ესენი საერთოდ გამო-ბულები არიან.
8 თვის უკან
8 თვის უკან