დმიტრო კულება: როდესაც მაკრონი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე საუბრობდა, ის მხოლოდ ინსტრუქტორებს გულისხმობდა

დმიტრო კულება: როდესაც მაკრონი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე საუბრობდა, ის მხოლოდ ინსტრუქტორებს გულისხმობდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე საუბრობდა, ის მხოლოდ ინსტრუქტორებს გულისხმობდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Stampa იტყობინება.

„როდესაც მაკრონი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე ალაპარაკდა, ევროპელი ლიდერები პანიკაში ჩავარდნენ. მაკრონმა მხოლოდ ის იგულისხმა, რომ არსებობს უკრაინელი სამხედროების გაწვრთნის შესაძლებლობა უშუალოდ უკრაინაში, და არა მის ფარგლებს გარეთ, როგორც ეს ახლა ხდება“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მისივე თქმით, კიევს არასოდეს მოუთხოვია დასავლეთისგან, უკრაინაში თავისი ჯარები გაეგზავნა. კულებას განცხადებით, უკრაინის არმიას საჰაერო თავდაცვის საშუალებები, საბრძოლო მასალა, დრონები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები სჭირდება.