„პუტინი კიდევ უფრო აგრესიული გახდება, აბა, ჰუმანური პუტინი მის ხალხს მოეწონება?!“

„პუტინი კიდევ უფრო აგრესიული გახდება, აბა, ჰუმანური პუტინი მის ხალხს მოეწონება?!“

ჯერ კიდევ 2018 წელს, ანუ მეოთხე ვადით არჩევისას, პუტინი ამბობდა, „100 წლამდე ხომ არ ვიჯდები პრეზიდენტად, ეს სასაცილოა“, მაგრამ რაც სასაცილოდ ეჩვენებოდა წინათ, დღეს უკვე რუსეთის რეალობაა. პუტინი მეხუთე ვადით პრეზიდენტია და მის ანგარიშზეა აგვისტოს ომი, ყირიმში შეჭრა, უკრაინასთან ომი, ოპონენტების პოლონიუმით თუ სხვა მეთოდებით მოწამვლა-განადგურება, პრიგოჟინივით ჰაერში აფეთქება და „ვაგნერული“ ფინალი. როგორც ამბობენ, პუტინი დაემსგავსა უბნის ყოჩ ბიჭს, რომელიც გამუდმებით აშინებს ხერხემალგამოცლილ, მფრთხალ დასავლეთს.

დასავლეთში თავს იტეხენ იმაზე ფიქრით, ვინ იქნება პუტინის მემკვიდრე, მაგრამ მემკვიდრე არ ჩანს, ან თუ ჩანს, მხოლოდ გისოსებს მიღმა, ან მიწაში.

ევროპელები და ამერიკელები რა დაავადებას აღარ მიაწერენ პუტინს და მის დღეებს ითვლიან პარკინსონის, ხერხემლის პათოლოგიის, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს, ფარისებრი კიბოს მოლოდინში. პაციფისტები პუტინთან დაახლოებულ წყაროებს ებღაუჭებიან და იჯერებენ, თითქოს რუსეთის პრეზიდენტი პანკრეასის კიბოთი იტანჯება და სიკვდილთან ახლოსაა, იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ეს „პუტინთან დაახლოებული სანდო წყაროები“ როგორ ვერ დაადუმა პუტინმა?! ამასობაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი, უილიამ ბერნსი პუტინის სიკვდილის მოდარაჯეებს იმედს უწურავს და ამბობს, რომ ჭორების არ სჯერა და პუტინი მეტისმეტად ჯანმრთელია.

პარალელურად, უკვე წლებია, ვრცელდება მითები, რომ ავადმყოფ, ან უკვე გარდაცვლილ პუტინს ორეულები ჰყავს. ამ მითების ფონზე პუტინი გზას იკვალავს და იშორებს მათ, ვინც ის ხელისუფლებაში მოიყვანა.

თავის დროზე ასე მოხდა ბერეზოვსკის შემთხვევაში. ხელისუფლებაში პუტინის მოსასვლელად კრიტიკული როლი ოლიგარქმა ბერეზოვსკიმ შეასრულა, რომლის საკუთრებაშიც არსებული ОРТ პუტინის გაპიარებას ემსახურებოდა. თუმცა პრეზიდენტად არჩევიდან მოკლე ხანში პუტინისა და ბერეზოვსკის გზები გაიყო. შედეგად, ბერეზოვსკი ინგლისში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა.

ჩეჩნეთის ომის მსვლელობისას პუტინს არ მოეწონა ტელეკომპანია НТВ-ს კრიტიკული ტონი, ტელეკომპანიის სათაო ოფისში პოლიციის რეიდი განახორციელა და მალე ოლიგარქი ხადარკოვსკი ციხეში მიავლინა.

„მთელი ეს წლები მე ვმუშაობდი, როგორც მონა გალიორკაზე“,-ეს პუტინის მიერ 2011 წელს წარმოთქმული სიტყვებია, თუმცა იმავე წელს გამოვიდა რუსი ოპოზიციონერის - ბორის ნემცოვის მიერ მომზადებული კვლევა, სახელწოდებით, „გალიორკის მონის ცხოვრება“, სადაც საუბარია პუტინის პირად საკუთრებაში არსებულ ძვირფას საგნებზე, იახტებზე, ძვირადღირებული საათების კოლექციაზე, რაც ადასტურებს, რომ ის სულაც არ ყოფილა „ღარიბი მონა გალიორკიდან“.

როგორი იქნება პუტინის ხელწერა 2030 წლამდე და კვლავაც მოინდომებს თუ არა პრეზიდენტობას უკვე 2036 წელს, როცა ის 83 წლის გახდება?! კიდევ მეტ აგრესიას გამოავლენს ახლანდელი არჩევნების შემდეგ, თუ ეცდება, მისი რენომე გამოსწორდეს?

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა, ეს არჩევნები პუტინისთვის ბოლო არც იყოს და კიდევ იყაროს კენჭი 2036 წლის არჩევნებშიც, რადგან პუტინი „კაშეი ბესმერტნივით“ არის.

„ისეთი ხმები დადის, რომ პუტინი კი არაა, მისი ორეულია. ყველა ხელისუფალს ჰყავდა თავისი ორეულები და შეიძლება პუტინსაც ჰყავდეს. ბევრი ვერსიაა პუტინთან დაკავშირებით, ასე რომ, დროზე ადრე ნუ დავუმთავრებთ მას პოლიტიკურ კარიერას“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე და მოელის, რომ პუტინი უფრო აგრესიული გახდება. ეს არცაა გასაკვირი, აბა, რა უნდა ქნას? ჰუმანური რომ გახდეს, თავის მოქალაქეებს მოეწონებათ?

ანალიტიკოსის აზრით, რუსი მოქალაქეების თვალით რომ შევხედოთ მოვლენებს, განა მეფის ჰუმანიზმი დადებითი თვისებაა?!

„ეს ჩვენ ვიძახით, რომ ჰუმანური უნდა იყოს მეფე, რომ „რასაცა გასცემ შენია, რაც არა-დაკარგულია“, მაგრამ არის კი ამ მენტალიტეტის რუსი ერი? თუ პირიქით, „შიში შეიქმს სიყვარულსა“, ამიტომ, რაც მეტად ეშინიათ პუტინის, მეტად უყვართ იგი“, - ასკვნის რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, პრეზიდენტობის მეხუთე ვადას პუტინი გამოიყენებს იმაში, რომ აგრესია უფრო მეტად გაზარდოს. ის არ გაჩერდება, რადგან თუკი მარცხდება უკრაინაში, ეს ნიშნავს მის დამარცხებას თვით რუსეთში. ამდენად, მისი არჩევა პრეზიდენტად არ უშველის საქმეს, დამარცხების შემთხვევაში, პუტინს შეიძლება პასუხი მოსთხოვონ იმ ადამიანებმა, ვისაც ახლობლები დაეღუპათ უკრაინასთან ომში. რუსეთის დანაკარგმა ამ ომში 350 ათასს გადააჭარბა. ამიტომაც იყო პუტინის ინიციატივა, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი ყოფილიყო რუსეთის მთელი ბიუჯეტის ერთი მესამედი.

„რუს ხალხს სხვა გზა არ აქვს, ამიტომაც „ირჩევენ“ პუტინს, მიუხედავად იმისა, რომ ასე ერთსულოვნად მისი მომხრენი არ არიან. ხალხი შეშინებულია. პუტინმა გაამკაცრა კანონები, ომის გაპროტესტების გამო ადამიანს შეიძლება ციხე დაემუქროს. რუსი ხალხი მასობრივად ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. შესაძლოა, მოსახლეობის დიდი რაოდენობა მხარს უჭერდეს პუტინს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის 100%“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.

 

ლევკოთეა ,,შესაძლოა, მოსახლეობის დიდი რაოდენობა მხარს უჭერდეს პუტინს" კი არა, ნამდვილად მხარს უჭერს.
პუტინის კი არ ეშინია რუსეთის მოსახლეობის პერიფერიულ უმრავლესობას. პირიქით, პუტინი მათი სურვილების რეალიზებას ახდენს. რუსის მუჟიკს ტვინი უკუღმა აქვს ჩადებული. ოღონდ სჯეროდეს, რომ რუსეთი ყველაზე ძლიერია და ყველას ეშინია მათი და პურით და სელიოდკითაც მშვენივრად გაიტანს თავს. ნუ, სასმელი არ უნდა მოაკლდეს თან. ეს აქსიომაა.
ე.წ. რუსი დემოკრატი, ან ინტელიგენტი, რამდენიმე ჭიქა სასმელის მერე, ზუსტად ისე მილიტარისტულად და ველიკოდერჟავულად აზროვნებს, როგორც რუსი მუჟიკი, ჩეჩმის მეტი რომ არსადაა ნამყოფი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
8 თვის უკან
თომა 100%
8 თვის უკან
trampi ლევკოტეა
მეც სუ მაგას ვამტკიცებ--- რუსი დებილია მეთქი, თორემ საქართველოს არ აიყირავდება
მაგრამ უბედურება ისაა რომ ,, ჭირს მოგცემ ჭირს დაგავიწყებო,, ისე გამოგვდის...
საქმე ისა რომ უკეთეს ველოდით და უარეს ვღებულობთ.....
აფხაზეთი მეორე ადგილზე და განათლების პრობლემა პირველ ადგილზე დაგვიდგა
8 თვის უკან