ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ვიზიტით ეწვევა. თბილისში იენს სტოლტენბერგი 18 მარტს აზერბაიჯანიდან ჩამოვა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც იენს სტოლტენბერგი აღნიშნა, საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია და, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. აქვე ამბობს, რომ სწორედ პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ეწვევა საქართველოს.
„ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ნატო დაფუძნებულია ღირებულებებზე - დემოკრატია, კანონის უზენაესობა - და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია ნატო-ს მუშაობასა და მიღწევებზე 2023 წლის განმავლობაში. ანგარიშში საუბარია საქართველოზეც. ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველო ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ალიანსის წევრობის ასპირანტია, თანამშრომლობის ფართო სპექტრმა ხელი შეუწყო რეფორმების ძალისხმევას და ინტეგრაციის მიზანს.
ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნატო-ს საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი არის ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი. 2014 წელს უელსის სამიტზე მისი დამტკიცებიდან, ის გახდა შესაძლებლობის გაძლიერებისკენ მიმართული ნატო-ს ერთ-ერთი უმსხვილესი პაკეტი.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში, რაც მნიშვნელოვნად აისახა საქართველოზე, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი კიდევ უფრო გაძლიერდა 2023 წელს, მადრიდის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო უზრუნველყოფილი ყოფილიყო მასზე მორგებული მხარდაჭერით.
პაკეტისა და მისი 18 ინიციატივის შესრულება განაგრძობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას. თებერვალში ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ორ ახალ ინიციატივას, რომლებიც ფოკუსირებულია საწვრთნელ ობიექტებზე და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე საუბარია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე და ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ნატო-ს მტკიცედ სჯერა, რომ ყველა ქვეყანამ თავისუფლად უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილებები და განსაზღვროს თავისი უსაფრთხოების არქიტექტურა, მათ შორის, რომელ ხელშეკრულებას ან ალიანსს შეუერთდეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო-ს წევრობისკენ კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული დემოკრატიისთვის, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წევრობაზე გადაწყვეტილების მიღება არის მხოლოდ ნატო-ს მოკავშირეების პრეროგატივა. როგორც დოკუმენტში წერია, ვილნიუსის სამიტის კომუნიკემ დაადასტურა, რომ მოკავშირეები ერთგული რჩებიან ნატო-ში საქართველოს საბოლოოდ წევრობის მხარდაჭერის მიმართ. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, გაფართოვდა საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების პაკეტები.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ნატოს გენერალური მდივანის ვიზიტს საქართველში, რომელსაც დასავლეთის გარკვეული წრეები მეორე ფრონტის გახსნას აიძულებლდა, საკმაოდ მნიშვნელოვანია. მით უფრო სამხრეთ კავკასიური ვოიაჟი, იმ ფონზე, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ნატოს წევრ სახელმწიფოს საფრანგეთს ღიად ადანაშაულებს აზერბაიჯანში პროცესების რადიკალიზაციაში.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ადგილი აქვს პროამერიკული განწყობების საკმაო შესუსტებას, რაც ნიშნავს პრო-ნატოს მიმართულების შესუსტებასაც, იმ ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ რეალურად, საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ აღშფოთების რეჟიმში აცხოვრეს.
„რეალურად ჩვენ გადავიხადეთ ძალიან დიდი ფასი მსოფლიოს სხვადასხვა მასშტაბის კონფლიქტებში ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობით და შედეგი პრაქტიკულად ვერ მივიღეთ. ეს გახლდა სწორედ ამ ანტიგანწყობების საფუძველი. წინ გაქვს არჩევნები და მიუხედავად იმისა, რომ ის განახორციელებს ოფიციალურ ვიზიტს და შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, გარკვეულწილად, ვფიქრობ, ამ ვიზიტს აქვს პირდაპირ პოლიტიკური პროპაგანდის დატვირთვა, რომ წახალისებულიყვნენ ის პროპაგანდისტები, რომლებიც, ზოგადად, პროამერიკულ და პრონატოურ კურსს პროპაგანდირებენ“, - აცხადებს კუხალაშვილი.
გახდება თუ რა სტოლტენბერგის ვიზიტი გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთისთვის, როგორც დავით კუხალაშვილი აცხადებს, პუტინის ბოლო განცხადების ანალიზი იძლევა იმის საშუალებას, რომ პრაქტიკულად, რუსეთის ფედერაცია უკან დახევას არ აპირებს და უფრო მეტიც, გარკვეულწილად, შესაძლებელია მან კიდევ უფრო გააძლიეროს შეტევითი ღონისძიებები.
„აქედან გამომდინარე, ნატოს ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს არის მის მიერ გაჟღერებული მესიჯები და ეს გახლავთ პირდაპირ იმ ინტერესის საწინააღმდეგო ქმედება, რაც გააჩნია რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ, ერთი მიმართულება, რაც უკვე ვთქვით, არის პოლიტიკური, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის გარკვეული მაპროვოცირებელი ვიზიტი. შესაძლებელია, ვთქვათ, არსებობს გარკევული გათვლები, რომ საქართველო შეიყვანონ დაპირისპირების რეჟიმში რუსეთის ფედერაციასთან და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ მაინც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ, არ უნდა ავყვეთ იმ პროვოკაციებს, რაც დაგეგმილია იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენ გავხდეთ პირდაპირი მონაწილე იმ საომარი კონფლიქტისა, რაც მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
უთხარით----- ქუნემ თქვენი ევროპა და ვსოოო---თქო
ესენი ან ომში ჩართვას ეტყვიან ამ ჩვენ მთავრობას, ან უკრაინაზე იარაღის ჩუქებას, ან რუსეთზე რამე ახალ საჩხიკინოს დაავალებენ
თუ ესენი არ დაუჯერებენ ბოლო ბოლო პირდაპირ ეტყვის ამათ---- თუ ჩვენ ჭკვაზე არ მოიქცევი, დედას გიტირებთო
აბა ტყუილად კი არ მოდის ეს მეფისტოლა კაცი ჩვენისთანა მაპუტუ ქვეყანაში