მაიკ პომპეომ არ გამორიცხა, რომ შეიძლება კვლავ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში იმუშაოს

მაიკ პომპეომ არ გამორიცხა, რომ შეიძლება კვლავ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში იმუშაოს

მაიკ პომპეომ არ გამორიცხა, რომ შეიძლება კვლავ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში იმუშაოს, თუ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად თეთრ სახლში დაბრუნდება.

Fox News-ის კითხვაზე, დაინტერესებულია თუ არა პომპეო ტრამპის გუნდში მუშაობით, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ იშვიათად საუბრობს თანამდებობებზე, რომლებიც მისთვის არ შეუთავაზებიათ.

„თუ მომეცემა შესაძლებლობა, ვემსახურო ქვეყანას, და ჩავთვლი, რომ სიტუაციის შეცვლა შემიძლია, დიდი, ალბათობით, ამ შესაძლებლობას დავთანხმდები“, - აღნიშნა პომპეომ.

მაიკ პომპეო ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2018 წლის აპრილიდან 2021 წლის იანვრამდე იკავებდა.