შარშანდელი მარტის საპროტესტო გამოსვლებიდან ერთი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ, მაგრამ დღემდე გაუგებარია, თუკი ევროკავშირი, ამერიკის მსგავსად, აპირებს უცხოური გავლენის აგენტების გამოვლენას, სხვადასხვა ქვეყნის რეზიდენტებით სავსე საქართველოში რატომ არ შეიძლება სხვა ქვეყნების სამსახურში ჩამდგარი აგენტების გამოვლენა?!
7-9 მარტის მოვლენებს სამოქალაქო პროტესტი დაერქვა. სინამდვილეში, ეს იყო გარე ძალებისგან ინსპირირებული აქცია, რომელშიც ჩართეს გამოუცდელი ახალგაზრდობა და არასამთავრობოების ფინანსების მეხამრიდად გამოიყენეს. შედეგად, კვლავაც გაგრძელდა მავნე პრაქტიკა - სოციალური უთანასწორობა, როცა ერთ მხარეს დგას გამდიდრებული არასამთავრობოების კასტა, ხოლო მეორე მხარეს - გაღარიბებული ხალხი. თანაც, ეს არასამთავრობოები ამოფარებიან „დიად იდეას“ - აღზარდონ „ჩამორჩენილი ჩვენი საზოგადოება“ და სამოქალაქო ცნობიერება ჩაუნერგონ მათ. ეს ხელოვნური „აღზრდა“ კი ხდება რუსთაველის ქვეყანაში, სადაც ყველამ იცის, რომ „ლეკვი ლომისა სწორია“ და სადაც თამარ მეფის დროს წინარე პარლამენტი - ყუთლუ არსლანის კარავი არსებობდა.
შარშანდელ პროტესტს „ვიკიპედიაში“ რომ ჩავხედოთ, აშკარად ჩანს პროტესტის მონაწილე მხარეები, ვინც ვითარების დაძაბვით იყო დაინტერესებული - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, ხოლო მხარდამჭერად მითითებულია საქართველოს პრეზიდენტი. მარტის ცხელ დღეებში გავრცელდა ორი ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც არასამთავრობოები და პოლიტიკოსები პარლამენტში შევარდნასა და ხელისუფლების აყირავებაზე ლაპარაკობენ.
„ფარას“ კანონი რუსულ კანონად მონათლა აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა და არასამთავრობოების სტიგმატიზაციად მიიჩნია, არასამთავრობოებიც უმალვე ამოეფარნენ კელი დეგნანის ნათქვამს და მოიფიქრეს ლოზუნგი - „არა რუსულ კანონს“. თუმცა მოგვიანებით ყველამ დაინახა, რომ სწორედ მსგავსი ამერიკული კანონით აეხადა ფარდა ბევრ დაფარულ ინფორმაციას, მათ შორის, თუ რამდენ თანხას უხდიდა სააკაშვილის ოჯახი ლობისტებს სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
პოლიციის მანქანების დაწვისა და სამართალდამცავებთან მომიტინგეების დაპირისპირების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ სადავო კანონპროექტი გაიწვია, მაგრამ რაოდენ უხერხულიც არ უნდა იყოს, უცხოელი აგენტების გამოვლენას ახლა უკვე ევროკავშირიც გეგმავს. ევროკავშირის მიზანია, აიძულოს საკუთარი არასამთავრობო ჯგუფები, საკონსულტაციო ორგანიზაციები და აკადემიური ინსტიტუტები გაამჟღავნონ ნებისმიერი დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ.
შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად სანდო პარტნიორი გამოჩნდება ბრიუსელი, თუკი ისინი თავადაც მიიღებენ „ფარას“ მსგავს კანონს, რომელიც აკრძალეს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ საქართველოსა და ბოსნიის ეთნიკურად სერბულ ერთეულში?! მით უმეტეს, რომ არც ევროკავშირშია ერთგვაროვანი სიტუაცია და ევროკავშირში არ ენდობიან საკუთარი „კლუბის“ წევრებს - უნგრეთის ლიდერ ვიქტორ ორბანსა და სლოვაკეთის ლიდერ რობერტ ფიკოს. სავარაუდოდ, ამ ორ ადამიანსაც დაადანაშაულებენ თავიანთ ქვეყნებში ოპოზიციური ძალების დევნაში „ფარას“ კანონის მეშვეობით.
რა გვასწავლა 7-9 მარტის გაკვეთილებმა?
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 7-9 მარტის მოვლენებმა, ფაქტობრივად, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გარეშეც შეასრულა ის ამოცანა, რასაც ამ კანონის მიღების შემთხვევაში შეასრულებდა. კონკრეტულად, მარტის საპროტესტო გამოსვლებმა ამ აქტორების, კონკრეტული ორგანიზაციების გაშიშვლებას შეუწყო ხელი. ამ გაშიშვლებაში იგულისხმება საქართველოს მოქმედი სამარცხვინო პრეზიდენტი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, საქართველოში აკრედიტებული ამერიკის ყოფილი ელჩი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების უმრავლესობა, ყველა ის ადამიანი, რომელიც ან ასპონსორებს რადიკალურ დესტრუქციულ ძალებს საქართველოში, ან სარგებლობს საეჭვო გზებით შემოსული ფულით.
„სწორედ ასეთმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა დეზინფორმაციის გავრცელებაში, როცა „ფარას“ კანონი რუსულ კანონად გამოაცხადეს. თუმცა შემთხვევით და უნებლიეთ დაღვრილი ერთი ადამიანის სისხლის ფასადაც არ უღირდა ამ კანონპროექტის ინიციატორ „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებას“ ამ ინიციატივის გატანა ცხელი აქციის დღეებში. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მეორე მოსმენით გამოგვეწვია აღნიშნული კანონპროექტი. ჩვენთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია, რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტია, თუ მხარდამჭერი. ადამიანის სიცოცხლე ვერც ერთ მიღებულ კანონს ვერ გადაწონის. სისხლისღვრის დაშვების შემთხვევაში, ამ დანაშაულში თანამონაწილეებად გამოვიდოდნენ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, კელი დეგნანი, მთელი არასამთავრობო სექტორის მესვეურები და მათ უკან მდგომი საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ საელჩოების თანამშრომლები“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას ერთ დეტალს იხსენებს, როცა შარშანდელი მარტის მძიმე დღეებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაისმა, ეს არ არის ამერიკული კანონი, ეს რუსული კანონიაო. ფაქტია, ამერიკა რომ იტყვის ასეთ რამეს, ეს უფრო დამაჯერებელია, ერთ-ერთი ბოლო წვეთი ესეც იყო და ეს იყო ილუსტრაცია იმისა, რომ სწორედ დასავლეთია დაინტერესებული ამ კანონის შეჩერებით.
„ვერ შევალ იმ სიღრმეებში, რაშიც, წესით, მარტის მოვლენების ძიება უნდა შესულიყო, ძიებას უნდა დაედო გამჭვირვალე შინაარსი იმისა, თუ რა ხდებოდა იმ დღეს, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ მარტის მოვლენების დროს გადატრიალების მცდელობა იყო, არ მეჩვენება სერიოზულად, რადგან სერიოზულ გადატრიალებას ასეთნაირად არ აწყობენ. გადატრიალება საკმაოდ რთული, კარგად ორგანიზებული პროცესია და მაშინ აქვს გადატრიალებაზე ლაპარაკს აზრი, თორემ გადაჭარბებულია გადატრიალებად შეფასდეს ქუჩის შეჯახება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. ქუჩაში ჩაწერილი იმ საუბრით, სადაც გედევან ფოფხაძე და სხვები ლაპარაკობენ, ვერ ვიტყვით, რომ ეს კლასიკური ტიპის გადატრიალებაა. ქუჩის საუბრებით გადატრიალებები რომ ხდებოდეს, არც ერთი ხელისუფლება არ დარჩებოდა არსად“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე და მიიჩნევს, რომ შარშანდელი მარტის მოვლენებმა უნდა გვასწავლოს, რომ უადგილო ადგილას არ უნდა შეტოპოს ხელისუფლებამ, თუკი არ სურს შეხვდეს უსიამოვნება.
ანალიტიკოსის აზრით, არ იყო ის კანონი შემოსატანი. ეს გამოჩნდა კიდეც, როცა აღნიშნული კანონპროექტი უკან გაიწვიეს. ამით დაამტკიცეს, რომ ამ კანონის გარეშე ცხოვრებაც შეგვიძლია და არაფერი დაშავდება ამის გარეშეც. რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ეს კანონი გაუგებრობას რომ გამოიწვევდა, ესეც ბუნებრივია, რადგან ოფიციალური თუ არაოფიციალური უამრავი რეზიდენტი მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა, მათ არ სურთ დამატებითი გართულებები და ცდილობენ, შექმნან საზოგადოებრივი აზრი საიმისოდ, რომ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ არ უნდა არსებობდეს. ამიტომ გაუგებარია, ჩვენმა ხელისუფლებამ მოუმზადებლად რატომ გადადგა ეს ნაბიჯი. თუკი ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებდნენ, მაშინ კარგად მომზადებული უნდა ყოფილიყო ეს ნაბიჯი. ასე რომ, მთლიანად იმ მოვლენებში დამნაშავეა ხელისუფლება იმ მხრივ, რომ ხელისუფლების შეცდომებმა განაპირობა ის მდგომარეობა, რაც შეიქმნა. საბედნიეროდ, ახალგაზრდებს გამჭრიახობა ეყოთ და ნგრევის ინერცია თვითონვე შეაჩერეს.
ჰმმმმ ..............................მეგობრები....................
. მტერს და ავს მაგათთანა მეგობრები
ნეტა ეხლა ნატალისთან დამალაპარაკა------------------- მაინტერესებს თავისი ძალიან ჩათლახი სიდედრი, კიდე ძველებურად ,,უყვააარს,,??/
სუ იმას მიმტკიცებდა ჩემი სიდედრი შენსას სჯობიაო
სიდედრი სიდედრია........ ცხონებული რამიშვილისა არ იყოს--- ჩემი სიდედრიც და იმისიც ორივე მტკვარში არიან გადასაყრელები, მაგრამ .....მაგრააააააამ ჩემი სიდედრი იმის სიდედრთან შედარებით................ ქალიშვილია!!!!!!!!!!!!
ჰააა ჰაა ერთხელ გათხოვილი...................
ოღონდ ეგააა რომ ჩემი სიდედრი, ყველა სიკეთესთან ერთად ძალიან ძალიან ჩლუნგია! რა ვქნა... ჩლუნგი როა ამას ნაღდად ვერ დაუფიცავ. ვერა
თორე ჩვენისთანა სიძის მომდურება შეიძლებოდააა?? ჩლუნგია....... ჩლუნგი!!!!!!!!!!!!
მოკლედ ერთი ვაიააა და მეორე უარესი უიიი