სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში, მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა იყვნენ და არა რუსები

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში, მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა იყვნენ და არა რუსები

ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში, მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა იყვნენ და არა რუსები, - ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

„სომხეთს მკაფიო პოზიცია აქვს და რუსეთის ფედერაციას ოფიციალურ წერილში ამ პოზიციის შესახებ შეატყობინა. ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებას მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა ახორციელებდნენ“, - აღნიშნა გრიგორიანმა.