„საქართველო არ არის ექსპერიმენტების ლაბორატორია“

„საქართველო არ არის ექსპერიმენტების ლაბორატორია“

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში ცვლილებების განხილვა დაიწყო. ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, თუმცა ტრადიციულად, განხილვაში მონაწილეობას არ ღებულობს რადიკალური ოპოზიცია. საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა ისე დასრულდა, რომ ოპოზიცია სხდომას არ ესწრებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ვენეციის რეკომენდაციები, იმ ნაწილში, სადაც თვლიან, რომ მისაღები და გასათვალისწინებელია, ყველა ნაწილში გათვალისწინებულია. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ამ ნაწილში „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ევროპულ გამოცდილებას.

მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე მსჯელობდა, ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავს წევრი ქვეყნებისთვის კომპეტენციების ჩამორთმევას და ვეტოს უფლების გაუქმებას. აქტიურია იდეა, რომ ევროკავშირმა უარი თქვას კონსენსუსურ კენჭისყრაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირს ჰყავს 27 წევრი ქვეყანა, ჯერ თავის ქვეყანაში დაამკვიდრონ კონსენსუსები და ამის მერე ელაპარაკონ საქართველოს, რომელიც შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. მისი თქმით, ვისაც უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, არ გამოვა, რადგან არც ერთ ქვეყანაში არ იღებენ კონსენსუსებით გადაწყვეტილებას.

„ყველა ინსტიტუტი, ყველა ქვეყანა, ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ კონსენსუსით, ჯერ თავად მიიღონ კონსენსუსებით გადაწყვეტილება. არც ერთ ქვეყანაში არ იღებენ. ევროკავშირს 27 წევრი ქვეყანა ჰყავს, ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები, ვნახოთ, რა განწყობაზე დადგებიან, საერთოდ მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებებს და შემდეგ ჩვენ მოგვიწოდონ.

საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. 2 წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა საკუთარ კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ. ეს ექსპერიმენტი არ მუშაობს, ვისაც უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ საკუთარ ქვეყანაში დაამკვიდრონ კონსენსუსები, შემდეგ ჩვენ გვესაუბრონ. არ ვართ, სხვადასხვა ხარისხის საზოგადოებები. ის, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის კარგი, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის, ეს ვერ გავიგე. ასევე, რაც არის კარგი საქართველოსთვის, რატომ უნდა იყოს ცუდი ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ცალკეული ევროპელი აქტორებისგან საქართველოში კონსენსუსის დამკვიდრებაზე მოწოდებები ყურადსაღები იქნება მაშინ, როცა თავად „მასწავლებელი“ იქნება მაგალითის მომცემი.

„საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ იქნება გაუგონარი ექსპერიმენტების პოლიგონი, როგორც ეს ნაცრეჟიმის დროს იყო. ცალკეული ევროპელი აქტორებისგან საქართველოში კონსენსუსის დამკვიდრებაზე მოწოდებები, ყურადსაღები იქნება მაშინ, როცა თავად „მასწავლებელი“ იქნება მაგალითის მომცემი. დეპოლარიზაციაზე უღიმღამო მოწოდებებიც ფარსია, როცა ვუყურებთ დასავლეთში მიმდინარე არნახულ დაპირისპირებას ფსევდოლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის“, - აცხადებს გია აბაშიძე.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ იგივეს გვერჩიან დღეს, რასაც გვერჩიან უკანასკლენ 4 წელიწადში ძალიან ინტენსიურად. ანალიტიკოსის განცხადებით, მიდის ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, საქართველოს საბოლოოდ დაჩოქებისა და დამონების მიზნით.

„იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს მრავალ იმპერიაზე გადმოსულ-გადასულ საქართველოს გვაქვს ძალიან უნიკალური ისტორიული გამოცდილება იმისა, თუ რას ითხოვენ ჩვენგან. ჩემთვის ძალიან მკაფიო პარალელია 1983 წელს მეფე ერეკლე მეორესა და ეკატერინე მეორეს შორის დადებული ხელშეკრულების სულისკვეთებისა და საბოლოო ჯამში, იმპერატორ პავლე პირველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ყველაფერი მიდიოდა ნორამლურად ურთიერთსუვერენიტეტების და პარტნიორული ურთიერთობების აღიარების გზით. მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებულება ყელში ამოუვიდა მეფის რუსეთს და მან, უბრალოდ, აიღო და ეს დამოუკიდებლობა გაგვიუქმა, 10 წელიწადში საქართველოს ავტოკეფალიასაც დაუსვა წერტილი. ამიტომ, არაფერი საქართველოსთან მიმართებით არ იცვლება. საქართველოს ბოლოდროინდელი კურსი სუვერენიტეტის, ეროვნული ფასეულობების, დამოუკიდებლობის, სასამართლო და ცესკოს სისტემაში დამოუკიდებლობის შენარჩუნებისგან და ა.შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან არ მოსწონს ნეოიმპერიალისტურ ძალებს, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანას კონსენსუსის პირობებში რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება უჭირს და ეს გასაგებიც არის, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯერჯერობით კონსენსუსის პირობებში ღებულობენ ყველანაირ გადაწყვეტილებას.

„თუ ამ კავშირში ახალი რეგულაციები შემოდის და გვინდა ვიყოთ ამ კავშირის წევრი, ჩვენც ამ რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ. თუ არ გვინდა, მაშინ სხვა თემაა. ჯერჯერობით კონსენსუსზე მიდის იქ ლაპარაკი. ვხედავთ, რომ ყველაფერს, რისი სურვილი აქვს, ბლოკავს უნგრეთი და გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი კავშირი მაინც და მაინც არ მომწონს, როცა ერთ წევრს შეუძლია 26 დანარჩენი ქვეყნის თანხმობა შეაჩეროს, ან ივაჭროს. ეს ვითარებაა დღეს. რას ითხოვენ საქართველოსგან არ ვიცი, არ მინახია, “, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

ლევკოთეა სადმე, სტატიის შესავალში, რომ ყოფილიყო მოხსენიებული, რომ ვენეციის კომისიამ, თუ, არ ვიცი ვინ, მმართველ პარტიას რეკომენდაცია მისცა, რომ ამ ოთხ კანონში ვცლილებები საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსენსუნსის შედეგად მიეღო, გაცილებით გასაგები გახდებოდა სტატიის შინაარსი.
8 თვის უკან
ლაზი კონსენსუსის მოთხოვნა არის, ჯოხი ბორბლებში. ჯოხი კი, ოპოზიციის სახით, მუდამ მზად აქვთ.
ამით ევროპა ცდილობს მიიღოს დაბეგვილი და ცალ ფეხზე ძლივს მდგომი, ყურმოჭრილი, დამონებული საქართველო. არ გამოდგა ეს ხელისუფლება მარიონეტული და ამას ვერ ინელებენ. ასეთი ხელისუფლებით ევროკავშირში ჩვენი მიღება არ უნდათ, ხოლო თუ მარიონეტული მთავრობა დაგვისვეს, გინდ ევროკავშირში შედი და გინდ ანდის პაქტში, რა ხეირია.
8 თვის უკან