The Washington Post: ოლენა ზელენსკამ თეთრი სახლის მიწვევაზე უარი თქვა, ვინაიდან ის იულია ნავალნაიას გვერდით უნდა მჯდარიყო

The Washington Post: ოლენა ზელენსკამ თეთრი სახლის მიწვევაზე უარი თქვა, ვინაიდან ის იულია ნავალნაიას გვერდით უნდა მჯდარიყო

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ თეთრი სახლის მიწვევაზე უარი თქვა, ვინაიდან ის ალექსეი ნავალნის ქვრივის, იულია ნავალნაიას გვერდით უნდა მჯდარიყო. ამის შესახებ The Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, კონგრესისადმი ჯო ბაიდენის მიმართვის დროს ოლენა ზელენსკა იულია ნავალნაისა და ამერიკის პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის გვერდით უნდა მჯდარიყო. თეთრი სახლის ჩანაფიქრით, „დარბაზში ორი ისეთი ქალის ყოფნა, რომლებიც პუტინისადმი წინააღმდეგობის გაწევის სიმბოლოები არიან, ბაიდენის გამოსვლისთვის ძლიერ ფონს შექმნიდა“, თუმცა ნავალნაიას საკითხმა კიევში დისკომფორტი გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელების ნაწილი ალექსეი ნავალნის პუტინის რეჟიმთან ბრძოლის ლიდერად მიიჩნევს, ნავალნის რეპუტაცია შელახულია ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებებით.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ოლენა ზელენსკას გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, გადატვირთული გრაფიკით იყო გამოწვეული. უკრაინის პრეზიდენტის ადამინისტრაციაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ იულია ნავალნაიამ ასევე უარი თქვა ღონისძიებაზე დასწრებაზე და განაცხადა, რომ მას ახლა დასვენება სჭირდება.