დონალდ ტრამპი „სუპერსამშაბათის“ შედეგებით კმაყოფილია და ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

დონალდ ტრამპი „სუპერსამშაბათის“ შედეგებით კმაყოფილია და ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

დონალდ ტრამპი „სუპერსამშაბათის“ შედეგებით კმაყოფილია და ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. რესპუბლიკელებისა და დემოკრატების შიდა პარტიული არჩევნები, ე.წ. „სუპერ სამშაბათი“, ამერიკის 15 შტატში ჩატარდა.

წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელების პრაიმერიზში ტრამპი ლიდერობს, დემოკრატების პრაიმერიზში კი ჯოზეფ ბაიდენი.

თითოეულ შტატში გამართული შიდაპარტიული არჩევნების შედეგი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი დელეგატი დაუჭერს მხარს კონკრეტულ კანდიდატს ყრილობაზე, რომელიც ზაფხულში გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნები კი შეერთებულ შტატებში ნოემბერში ჩატარდება.